 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 20 თებერვალი, 2012 |
ხუსკიტთა მითის თანახმად , ქათამი რომელმაც პირველი კვერცხი დადო, თავდაპირველად სახუსკიტოში ცხოვრებულა, იქ დაფრთიანებულა და პირველი ნაგავიც იქ გაუქექია, პირველი კვერცხის დადების მცდელობაც იქვე ჰქონია, მაგრამ კვერცხი ლაყე ყოფილა, თან თხელნაჭუჭა და დადებამდე მუცელშივე ჩასტეხია, ძლივს გადარჩენილა ქათამი , კრიახით დაიარებოდა ტყე ტყე, შარა-შარა. ინსტიქტს მიუყვანია მცენარე "ფლორიკუს ხუსტამბიტუსთან," რომლის მამკურნებელ და ჯადოსნუურ ძალას , მოურჩენია ქათამი და მერეც, პოსტკვრცხისჩატეხვაგალაყების შემდომ დამდგარი, დეპრესიის დაძლევაშიც დახმარებია. დრო საკმაო გასულა, სანამ მეორე კვერცხისთვის ორალურად(კვერცხის დადების შემდგომი "კრიახის "მისტერია , მაღალ ხმას და ტემბრთა ცვლილებებს თხოულობს) და ფიზიკურად მომზადებულს გადუწყვეტია კვერცხის დადება. ოღონდ გარემოს შეცვლა განუზრახავს, (ვერც გაამტყუნებ!) მოსახერხებელი ადგილის ძებნაში ხუთა ქვეყანაში გადასულა. (კარგად შებინდებული ყოფილა) სხვა წყაროს მიხედვით , ის ადგილიც იმ დროისთვის ხუსკიტთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფილა, ასე თუ ისე ქათამი იმ ადგილას მოხვედრილა , სადაც დღეს ხუთა ქვეყანაა და კვერცხიც დაუდია, მაგრამ ხუსკიტები სვავენ სრულიად მართებულ კითხვას, თუკი ქათამს ცხოვრების დიდი ნაწილი ხუსკიტთა ქვეყანაში აქვს გატარებული , პირველი ტრამვაც იქა აქვს მიღებული, კვერცხის ნაჭუჭისა და შიგთავსის დასამზადებლად საჭირო ეელემენტებად გამოყენებულია ხუსკიტური ფლორისა და ფაუნის ნიმუშები , რატომა არაა კვერცხიცა და ქათამიც სუფთად ხუსკითური ფენომენი? მითუმეტეს ხუსკიტები დღესაც სიამაყით აჩვენებენ ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს , ნაგვის იმ გროვას სადაც მათი მტკიცებით პირველმა ქათამმა , ნაგავი პირველად გაქექა. მართლაც თუკი ყველაფერი ისე იყო, როგორც ხუსკიტურ ხელნაწერებშია მოთხრობილი , მათ სრული უფლება აქვთ ჰქონდეთ პრეტენზია, ამ ქათმის და კვერცხისაც ხუსკიტურ წარმომავლობაზე. ამ მითზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა ხუმბარებზე არ ვთქვათ, რომლებიც განთქმულია ამ სამ ერში , უმეტესი სიტყვაძუნწობით, დიახაც სიტყვაძუნწნი არიან , სამგიეროდ სიტყვის ფასი იციან და დუმილი სულაც საექსპორტოდ გამზადებული აქვთ,( როგორც ცნობილია დუმილის ექსპორტით, ბიუჯეტში სოლიდური თანხის მობილიზება ხდება, მაგრამ ეს მერე, როცა მოკლედ მიმოვიხილავთ ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს და ინფრასტრუქტურას.) ხუმბარებს აქვთ ასეთი გამოთქმა , გრძელ სიტყვას , პატარა საქმე გერჩივნისო. ამიტომ მათი წესისა და თანახმად , მეც საქმეზე გადავალ. გააჩერე ნებისმიერი ხუმბარი და შეეკითხე სადაა პირველი ქათმის საფლავი? როგორც არ უნდა ეჩქარებოდეს საქმეზედ ხუმბარს , განურჩევლად სქესისა , ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა, ის გადადებს თავის საქმეს და წაგიყავნს დიდბახუთა ველზე, რომელიც ქვეყნის , უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს, ესაზრვრება რა ტიბხუსიონის მყინვარებს კიდევ ერთ , ყოველ ხუმბართა საამაყო ბუნებრივ ძეგლს , და იმ ველზედ განახებს პირველი ქათმის დაკრძალვის ადგილს , რომელზეც სევდიანი ეპიტაფია გაუწყებს, "მოვედი , კვერცხი დავდევი, ვიქენ სათავე ყოველთა ქათამთა. უცბად დაბნელდა." სიტყვაძუნჭნი კი არიან ხუმბარნი , მაგრამ ალბატთ ამისა გამო ,ყოველთა ერთა შორის , გამორჩეულად გულჩვილნიც, "დაბნელდა"-ზე ცრემლი მოერევათ და გულამოსკვნილი ტირილის გამო, რასაც აქ მოსული ხუმბარნი ატეხავენ ხოლმე ამ ველისთვის მეორენაირად გოდების ველიც დაურქმევიათ.. ქვა კი რომელზედაც ეს სიტყვებია ამოტვიფრული , როგორც ამბობენ ზომითა და ზონით , ქათმის ზომაწონას უტოლდება , სიგრძეში , 6 დღევანდელი ფრთებგაშლილი კოხუნხუნის ტოლია , სიმაღლეში , 12 იმავე კოხუნხუნის კისრის სიგრძისა, წონაში კი 50-ოდ ქათმისა, მართლაც რომ მშვენიერი სანახავი იქნებოდა , ეს დიდებული ქმნილება ნაგვის საქექად გამოსული ფრთებს რომ დაიქნებდა და ჩაიკრიახებდა, როგორც სიტყავწუნწი ხუმბარნი ამბობენ , პირველი კვერცხიც სხვების იყოს და პირველი ნაგვის გაქექვაც , მაგრამ ნურავინ შემოგვედავება რომ ჩვენი მიწა პირველი ქათმის ნეშტითა გაპოხიერებული და ჰაერი აქაური , მისი ბოლო ამოსუნქთვით სავსეო, იმასაც ,ამბობენ , რომ საჭიროების შემთხვევაში , ბოროტი ენების სამუდამოდ დასადუმებლად არც გვამის ეგზგუმაციაზე დავიხევთ უკან და კომპეტენტურ მეცნიერთა მიერ დნმი-ს ექსპერტიზის ჩატარაებასაც მოვითხოვთო. ამ ერთი მითის ,(კიდევ ბევრი სხვის განხილვაც შეიძლება ) მაგალითზე სჩანს ზემოთ ნახსენები ვერ სიყვარულის კერაცა და სათავეებიც, რითაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით როგორ შეიძლება გახდეს, თითქოს უმნიშვნელო ამბავი , რელიგიურ-მითოლოგიური შუღლისა და ქსენოფობიის დასაწყისი. შემდეგი თავები დაეთმობა , სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს, ეკონომიკას, და ამ ხალხების ისტორიის საინტერესო მომენტებს,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგია, როგორც ყოველთვის კარგია, როგორც ყოველთვის
12. ხუსკიტთა,ხუთა, ხუმბართა, ხუსტამბითუსი,ხუსკიტური, ხუმბარნი კოხუნხუნის-ო და ენა მეღრძო, შენ რა გითხრა ჰარირამა, რას არ მოგონებ კაცს ხასიათი, რომ გამოუკეთო! ვნახოთ , საინტერესო მომენტებს გვპირდები და ჰო! მზად ვარ საკითხავად ხუსკიტთა,ხუთა, ხუმბართა, ხუსტამბითუსი,ხუსკიტური, ხუმბარნი კოხუნხუნის-ო და ენა მეღრძო, შენ რა გითხრა ჰარირამა, რას არ მოგონებ კაცს ხასიათი, რომ გამოუკეთო! ვნახოთ , საინტერესო მომენტებს გვპირდები და ჰო! მზად ვარ საკითხავად
11. როგორც ჩანს, არ შევმცდარვარ, რომ ვთქვი (პირველი თავის წაკითხვისას) ალეგორიათან გვაქვს საქმე–მეთქი...
"სევდიანი ეპიტაფია გაუწყებს, "მოვედი , კვერცხი დავდევი, ვიქენ სათავე ყოველთა ქათამთა. უცბად დაბნელდა." სიტყვაძუნჭნი კი არიან ხუმბარნი , მაგრამ ალბატთ ამისა გამო ,ყოველთა ერთა შორის , გამორჩეულად გულჩვილნიც, "დაბნელდა"-ზე ცრემლი მოერევათ და გულამოსკვნილი ტირილის გამო, რასაც აქ მოსული ხუმბარნი ატეხავენ ხოლმე ამ ველისთვის მეორენაირად გოდების ველიც დაურქმევიათ.." ეჰ, რა გულჩვილი ხდება ადამიანი წინაპართა დიდთა საქმეთა რომ გაიხსენებს...მაგრამ მხოლოდ წარსულში ქექვა არ გვეყოფა, თუნდაც კატეგორიულად რომ ვაცხადებდეთ; "ჩვენი მიწა პირველი ქათმის ნეშტითა გაპოხიერებული და ჰაერი აქაური , მისი ბოლო ამოსუნქთვითო, იმასაც ,ამბობენ , რომ საჭიროების შემთხვევაში , ბოროტი ენების სამუდამოდ დასადუმებლად არც გვამის ეგზგუმაციაზე დავიხევთ უკან და კომპეტენტურ მეცნიერთა მიერ დნმი-ს ექსპერტიზის ჩატარაებასაც მოვითხოვთო..." საინტერესოა, როგორ წავა ამ ქვეყნების ისტორიის შემდგომი ფურცლები...თუმცა, მანამდე მათ "სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს, ეკონომიკას, და ამ ხალხების ისტორიის საინტერესო მომენტებს" უნდა გავეცნოთ!.. არ გვალოდინო, ავტორო! რა გემრიელი სატირაა ალეგორიასთან ერთად!... როგორც ჩანს, არ შევმცდარვარ, რომ ვთქვი (პირველი თავის წაკითხვისას) ალეგორიათან გვაქვს საქმე–მეთქი...
"სევდიანი ეპიტაფია გაუწყებს, "მოვედი , კვერცხი დავდევი, ვიქენ სათავე ყოველთა ქათამთა. უცბად დაბნელდა." სიტყვაძუნჭნი კი არიან ხუმბარნი , მაგრამ ალბატთ ამისა გამო ,ყოველთა ერთა შორის , გამორჩეულად გულჩვილნიც, "დაბნელდა"-ზე ცრემლი მოერევათ და გულამოსკვნილი ტირილის გამო, რასაც აქ მოსული ხუმბარნი ატეხავენ ხოლმე ამ ველისთვის მეორენაირად გოდების ველიც დაურქმევიათ.." ეჰ, რა გულჩვილი ხდება ადამიანი წინაპართა დიდთა საქმეთა რომ გაიხსენებს...მაგრამ მხოლოდ წარსულში ქექვა არ გვეყოფა, თუნდაც კატეგორიულად რომ ვაცხადებდეთ; "ჩვენი მიწა პირველი ქათმის ნეშტითა გაპოხიერებული და ჰაერი აქაური , მისი ბოლო ამოსუნქთვითო, იმასაც ,ამბობენ , რომ საჭიროების შემთხვევაში , ბოროტი ენების სამუდამოდ დასადუმებლად არც გვამის ეგზგუმაციაზე დავიხევთ უკან და კომპეტენტურ მეცნიერთა მიერ დნმი-ს ექსპერტიზის ჩატარაებასაც მოვითხოვთო..." საინტერესოა, როგორ წავა ამ ქვეყნების ისტორიის შემდგომი ფურცლები...თუმცა, მანამდე მათ "სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს, ეკონომიკას, და ამ ხალხების ისტორიის საინტერესო მომენტებს" უნდა გავეცნოთ!.. არ გვალოდინო, ავტორო! რა გემრიელი სატირაა ალეგორიასთან ერთად!...
10. უუუფ, რა ვიცინე? :)))))))) უუუფ, რა ვიცინე? :))))))))
9. ხუსკიტთა და ხუთა წვეყნების საეჭვო საზღვარზე დაბადებული წიწილა, ისეთი" ყოჩაღა" გამოდგა , რომ ჯერ კვერცხი არ გატეხილიყო და ის უკვე დაიბადა...:)) იხ. ილუსტრაცია... ხუსკიტთა და ხუთა წვეყნების საეჭვო საზღვარზე დაბადებული წიწილა, ისეთი" ყოჩაღა" გამოდგა , რომ ჯერ კვერცხი არ გატეხილიყო და ის უკვე დაიბადა...:)) იხ. ილუსტრაცია...
8. ამ ერთი მითის ,(კიდევ ბევრი სხვის განხილვაც შეიძლება ) მაგალითზე სჩანს ზემოთ ნახსენები ვერ სიყვარულის კერაცა და სათავეებიც, რითაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით როგორ შეიძლება გახდეს, თითქოს უმნიშვნელო ამბავი , რელიგიურ-მითოლოგიური შუღლისა და ქსენოფობიის დასაწყისი.
მართლაც რომ... :)))))))))))) გაიხარე, მაგარი ხარ! 555555 ამ ერთი მითის ,(კიდევ ბევრი სხვის განხილვაც შეიძლება ) მაგალითზე სჩანს ზემოთ ნახსენები ვერ სიყვარულის კერაცა და სათავეებიც, რითაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით როგორ შეიძლება გახდეს, თითქოს უმნიშვნელო ამბავი , რელიგიურ-მითოლოგიური შუღლისა და ქსენოფობიის დასაწყისი.
მართლაც რომ... :)))))))))))) გაიხარე, მაგარი ხარ! 555555
7. დუმილის ექსპორტით შევსებული ბიუჯეტი...:))) კი, მასეა ნამდვილად, დიდო მეიგავე ჰარირამავ! დუმილის ექსპორტით შევსებული ბიუჯეტი...:))) კი, მასეა ნამდვილად, დიდო მეიგავე ჰარირამავ!
6. ნუ ,ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ ქათამიო,ამ კითხვაზე პასუხი მაინც მივიღეთ :)) უნარების ჩასაბარებლად ეს ლეგენდა რომ უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა,ეს უდავოა :))
ნუ ,ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ ქათამიო,ამ კითხვაზე პასუხი მაინც მივიღეთ :)) უნარების ჩასაბარებლად ეს ლეგენდა რომ უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა,ეს უდავოა :))
5. იუმორის "ტატამზე" ჰარირამას დამმარცხებელი კაცი არ მეგულება, მარტო ეს რად ღირს: "-საკმაო დრო გასულა სანამ მეორე კვერცხისთვის ორალურად(კვერცხის დადების შემდგომი "კრიახის "მისტერია , მაღალ ხმას და ტემბრთა ცვლილებებს თხოულობს)" ველი "ამ ხალხების ისტორიის საინტერესო მომენტებს"...
იუმორის "ტატამზე" ჰარირამას დამმარცხებელი კაცი არ მეგულება, მარტო ეს რად ღირს: "-საკმაო დრო გასულა სანამ მეორე კვერცხისთვის ორალურად(კვერცხის დადების შემდგომი "კრიახის "მისტერია , მაღალ ხმას და ტემბრთა ცვლილებებს თხოულობს)" ველი "ამ ხალხების ისტორიის საინტერესო მომენტებს"...
4. შემდეგი თავები დაეთმობა , სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს, ეკონომიკას, და ამ ხალხების ისტორიის საინტერესო მომენტებს,
დედა, რაღა ვქნათ :))))))))))))) შემდეგი თავები დაეთმობა , სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს, ეკონომიკას, და ამ ხალხების ისტორიის საინტერესო მომენტებს,
დედა, რაღა ვქნათ :)))))))))))))
2. ჯერჯერობით დაუსრულებელი ალეგორიაა. კარგია, თითქოს ამბავი დიდი არაფერია _ხუსკიტ6ებისა, ხუმბართა და ხუთა პაექრობა ქათმის დაბადების ადგილზე. მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, არაფერი ამბავი, როცა მკითხველს ითრევს, უკვე მწერლობაა. ეს მწერლობაა. ჯერჯერობით დაუსრულებელი ალეგორიაა. კარგია, თითქოს ამბავი დიდი არაფერია _ხუსკიტ6ებისა, ხუმბართა და ხუთა პაექრობა ქათმის დაბადების ადგილზე. მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, არაფერი ამბავი, როცა მკითხველს ითრევს, უკვე მწერლობაა. ეს მწერლობაა.
1. საკმაო დრო გასულა სანამ მეორე კვერცხისთვის ორალურად(კვერცხის დადების შემდგომი "კრიახის "მისტერია , მაღალ ხმას და ტემბრთა ცვლილებებს თხოულობს) და ფიზიკურად მომზადებულს, გადუწყვეტია კვერცხის დადება.
სიტყვაძუნწნი კი არიან ხუმბარნი , მაგრამ ალბათთ ამისა გამო ,ყოველთა ერთა შორის , გამორჩეულად გულჩვილნიც, "დაბნელდა"-ზე ცრემლი მოერევათ და გულამოსკვნილი ტირილის გამო, რასაც აქ მოსული ხუმბარნი ატეხავენ ხოლმე ამ ველისთვის მეორენაირად გოდების ველიც დაურქმევიათ..
ისე დახვეწილად და თან შეფარულად გვაწვდის ავტორი, ამომწურავ იმფორმაციებს ამ ქვეყნების და ამ ხალხების შესახებ... ვფიქრობ ძალიან მშობლიური უნდა იყოს მისთვის, ერთერთი მაინც... ჩვენთვისაც თავისთავად...:))) 555555
საკმაო დრო გასულა სანამ მეორე კვერცხისთვის ორალურად(კვერცხის დადების შემდგომი "კრიახის "მისტერია , მაღალ ხმას და ტემბრთა ცვლილებებს თხოულობს) და ფიზიკურად მომზადებულს, გადუწყვეტია კვერცხის დადება.
სიტყვაძუნწნი კი არიან ხუმბარნი , მაგრამ ალბათთ ამისა გამო ,ყოველთა ერთა შორის , გამორჩეულად გულჩვილნიც, "დაბნელდა"-ზე ცრემლი მოერევათ და გულამოსკვნილი ტირილის გამო, რასაც აქ მოსული ხუმბარნი ატეხავენ ხოლმე ამ ველისთვის მეორენაირად გოდების ველიც დაურქმევიათ..
ისე დახვეწილად და თან შეფარულად გვაწვდის ავტორი, ამომწურავ იმფორმაციებს ამ ქვეყნების და ამ ხალხების შესახებ... ვფიქრობ ძალიან მშობლიური უნდა იყოს მისთვის, ერთერთი მაინც... ჩვენთვისაც თავისთავად...:))) 555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|