მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა, თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს, მერე თებერვალში გული გავეცი და ეხლა, ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს.
მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს, მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა, მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპარტეს, უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა.
მაისს ველოდები რაღაც გახელებით, ისე მეგრილები როგორც ივნისია, მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით, ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია.
ივლისს ჩავაგორებ შენი მოფერებით, დედა ღვთისმშობელს ვთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას, მერე აგვისტოში ვნების მომეტებით, ღამე სანთლის შუქზე გკადრებ პირველ კოცნას.
წყლიან სექტემბერში მკლავქვეშ შეგაფარებ, უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვასს, მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ, ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს.
გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით, მათბობ დეკემბერში, როგორც მლოცველს ჯვარი, ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით, როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. დაგლიჯა! ძალიან მაგარია! ფეშენ პოეზიას არ გავს და ძალიან თბილი ლექსია დაგლიჯა! ძალიან მაგარია! ფეშენ პოეზიას არ გავს და ძალიან თბილი ლექსია
13. მიიყვარს <3 მიიყვარს <3
12. ვაჰ, რა მაგარი ლექსია. :))) ბიძია სემ თქვენი "ფანი" ვარ დღეიდან. ვაჰ, რა მაგარი ლექსია. :))) ბიძია სემ თქვენი "ფანი" ვარ დღეიდან.
11. ვისიამოვნე.... ძალიან ლამაზი იყო... ვისიამოვნე.... ძალიან ლამაზი იყო...
10. რა ლამაზად... ეტაპობრივად...განვითარდა და შემოდგომით დაგვირგვინდა ეს სიყვარული...:)
რა ლამაზად... ეტაპობრივად...განვითარდა და შემოდგომით დაგვირგვინდა ეს სიყვარული...:)
9. ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით, როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი..
მომეწონა ეს. მთლიანად ლექსიც, თავისთავად :) ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით, როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი..
მომეწონა ეს. მთლიანად ლექსიც, თავისთავად :)
8. მშვენიერია! მშვენიერია!
7. მართლაც, რომ უზუსტესია კუთხის ხალხი თოლია ჯონათან.. "ალუჩის ბუში" :))) მართლაც, რომ უზუსტესია კუთხის ხალხი თოლია ჯონათან.. "ალუჩის ბუში" :)))
6. მადლობა ბიძიებო.. მიხაროა რომ მოგეწონათ მადლობა ბიძიებო.. მიხაროა რომ მოგეწონათ
5. მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ, ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს...
გამოთვლა დაიწყო :))))))))))))))
+5 უშურველად :) მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ, ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს...
გამოთვლა დაიწყო :))))))))))))))
+5 უშურველად :)
4. ჩამოარაკრაკა 12 თვე...:) ტყემალზე შენაჯვარ ალუჩას, ჩვენში "ალუჩის ბუშს " ეძახიან...:)) ჩამოარაკრაკა 12 თვე...:) ტყემალზე შენაჯვარ ალუჩას, ჩვენში "ალუჩის ბუშს " ეძახიან...:))
3. მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ, ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს. :D
მაგარია ++ მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ, ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს. :D
მაგარია ++
2. ვაიმე, რა კარგი ლექსიააა!!!!!!!! ძალიან გამათბო :) რითმეც უზომოდ მომეწონა :) წარმატებები, ავტორო, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ხარ! :) + ვაიმე, რა კარგი ლექსიააა!!!!!!!! ძალიან გამათბო :) რითმეც უზომოდ მომეწონა :) წარმატებები, ავტორო, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ხარ! :) +
1. ძალიან, ძალიან მომეწონა :) ბოლოში საერთოდ ისე მომემჟაუნა, ორსული ქალივით :))) კარგია ძალიან :) ძალიან, ძალიან მომეწონა :) ბოლოში საერთოდ ისე მომემჟაუნა, ორსული ქალივით :))) კარგია ძალიან :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|