ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2012


აქსიომა

გრძნობები, რომლებიც დღენაკლული ჩვილებივით წვალობენ და საბოლოოდ მაინც იკარგებიან..




შესაკრებთა გადანაცვლება
ჯამში იგივეობს.
სამაგიეროდ, შესაკრებები მონაცვლეობს და,
ჯერ ოქტომბერი რომ მოვიდეს_ხოლმე, მარტამდე
ვერაფერს  ვერ დააკლებს, წელიწადს. . .

მეს  პლიუს შენ უნდა ნიშნავდეს "ჩვენს",
ჩვენ არ ვარსებობთ..  ანუ, ცდებიან
როცა ამბობენ ნულზე გაყოფა არ  შეიძლებაო
ან მე ვიყოფი..
აქსიომა_
ყოველგვარი მოქმედების შესრულებისას
მიღებულ შედეგს გამუდმებით  "მე და მე"  ქვია..
(არ ვმრავლდები შენზე, ნამრავლი რომ არ  განულდეს)
ჰოდა ჯამში, ვარ თვითმარქვია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები