ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2012


სისულელე, როგორც მოვლენა

აქ
ასე ხდება,
ასე  იბადება  და კვდება ადამიანი,
როგორც, ილუზია.
როგორც ფერები იცვლებიან მზესთან  სიშორით
როგორც იწყება და მთავრდება ყველა ნოველა.
აქ ყველაფერი ერთნაირად  სათაურდება_
როგორც, მოვლენა...

სისულელეა  ყველაფერი
მაგრამ რას იტევს  თავად სისულელე?
განზომილებებს.
უდავოა_სოციალიზმი რომ ჯობია
კაცთმოძულე კაპიტალიზმს
და სისულელე, რომ სოციალისტი შეიძლება უფრო ჰუმანური იყოს,
მითუფრო რომ ჩვენი ღმერთი კაპიტალისტია_
მაინც  ყველაზე ჰუმანურიაო, ასე ამბობენ.
(განა ეს არ არის სისულელე?)

სისულელეა სახელმწიფო_ეს  არ ნიშნავს
რომ გლობალიზაცია არ არის სისულელე.
სისულელეა  კარგი და ცუდი  ადამიანების არსებობა
რადგან უთანასწოროა გარემო.
სისულელეა რასიზმი
რადგან ბუნებრივი პირობები განსხვავდება.
სისულელეა კაენის  და აბელის ჩხუბი, საერთოდ.


სისულელეა, მე რომ მთვლიან სულელად,  (ყოველთვის კი არა, მაშინ)
როცა ვამბობ
არც ჯოჯოხეთის მჯერა_მეთქი და არც სამოთხის
(გადახედონ  თუნდაც  ჩვენი ქვეყნის ისტორიას, თუნდაც უკანასკნელ წლებს)
ჯოჯოხეთიც და სამოთხეც აქვე არაა?
მერე რა, რომ ისტორიაც სისულელეა
რომ  ყოველთვის  ახლა, ამწამს არსებობს მხოლოდ,
რომ ეს ახლა მონაცვლეობს ცუდს და კარგს  შორის.
ყველაფერი მოვლენაა,
ასე ქვია,
ასე გამოდის
სივრცის, დროის, მატერიის  განურჩევლად
და მოვლენა უფრო ძლიერია, ვიდრე ღმერთი.
იმდენად რომ  საეჭვოა,  იქნებ, არასწორი  სახელია და
მოვლენა უნდა რქმეოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები