ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
5 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

Белла Ахмадулина – По улице моей который год


წლებია უკვე ესმის ჩემს ქუჩას
ნაბიჯების ხმა – რჩებათ მეგობრებს.
ნელი სვლით განა ვინ გადაურჩა
იმ შავ სიბნელეს – სარკმლის მეხოტბეს.

ერთგულთა საქმეს ბედი განაგებს,
ცეკვა–სიმღერა არ ღლის მათ კერას
და როგორც ადრე, დეგას გოგონებს
სურთ ბუმბულების ცაში გაფენა.

რა გაეწყობა...
დე! თქვენ ეს შიში ნუ გაგაღვიძებთ,
ასე დაუცველთ, ამ უკუნ ღამეს,
ღალატის ვნებას – იდუმალს იძენთ,
ო, მეგობრებო, გიბნელებთ თვალებს.

უდრეკ ხასიათს ფლობ სიმარტოვევ!
ბრწყინვით ხაზს უსვამ ცირკულთა ლითონს,
ო, რა ცივად კრავ ამ წრეთა რგოლებს,
ასე შეუვალს, ყველა გზას გითმობს.

მაშ მეც მომიხმე, მიძღვენი ჯილდო!
შენით თამამი, შენით ნაფერი,
შენს მკერდს ნაყრდნობი სიმშვიდეს ვიგრძნობ,
განვიწმინდები ცისფერ ნამქერით.

ფეხის წვერებზე შენს ტყეში დამდგი,
მეორე მხარეს, ნელ ჟესტთა ბოლოს,
ვიპოვნი ფოთოლს, ჩემსავით დაღლილს,
ჩემსავით ნეტარს, ჩემსავით ობოლს.

შენს ბიბლიოთეკთა შეგვვედრი დუმილს,
და შენს კონცერტთა ღრმა – მკაცრ მოტივებს,
და – ფიქრიანი – ვივიწყებ წუხილს,
მათზე ვინც მოკვდა, ვინც ისევ ცოცხლობს.

და მე შევიცნობ სიბრძნეს და სევდას,
მე გამინდობენ საგნები აზრებს.
მხრებს მოყრდნობილი დედაბუნება
ნორჩ საიდუმლოთ მე განმიცხადებს.

და აი მერე,
– ამ სიბნელეს და ცრემლებსაც დაღვრილს,
წარსლულის უვიც და ღარიბ  ნისლებს,
– ჩემს მეგობართა ნაზი ნაკვთები –
ცდებიან და შიგ ქრებიან ისევ.





По улице моей который год
звучат шаги - мои друзья уходят.
Друзей моих медлительный уход
той темноте за окнами угоден.

Запущены моих друзей дела,
нет в их домах ни музыки, ни пенья,
и лишь, как прежде, девочки Дега
голубенькие оправляют перья.

Ну что ж, ну что ж, да не разбудит страх
вас, беззащитных, среди этой ночи.
К предательству таинственная страсть,
друзья мои, туманит ваши очи.

О одиночество, как твой характер крут!
Посверкивая циркулем железным,
как холодно ты замыкаешь круг,
не внемля увереньям бесполезным.

Так призови меня и награди!
Твой баловень, обласканный тобою,
утешусь, прислонясь к твоей груди,
умоюсь твоей стужей голубою.

Дай стать на цыпочки в твоем лесу,
на том конце замедленного жеста
найти листву, и поднести к лицу,
и ощутить сиротство, как блаженство.

Даруй мне тишь твоих библиотек,
твоих концертов строгие мотивы,
и - мудрая - я позабуду тех,
кто умерли или доселе живы.

И я познаю мудрость и печаль,
свой тайный смысл доверят мне предметы.
Природа, прислонясь к моим плечам,
объявит свои детские секреты.

И вот тогда - из слез, из темноты,
из бедного невежества былого
друзей моих прекрасные черты
появятся и растворятся снова.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები