ალბათ წერა ჩემი მოწოდება არაა. უფრო მოქმედებაა ჩემი სტიქია, მაგრამ სამოქმედოს ვერაფერს მივაგენი. ჩემი სათქმელი კი თავისუფლებას მოითხოვს. ახალს ვერაფერს ვიტყვი,Mარც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ იმ ასაკში ვარ, როცა ჩემი ნააზრევის ფურცელზე გადატანას შევძლებ. ალბათ ადამიანი დასკვნებს მას შემდეგ გამოიტანს, როცა ცხოვრების შუაგულში იტრიალებს, შემდეგ დიდი ვაი-ვაგლახით მრავალ უბედურებაგანცდილი ნაპირზე გამოაღწევს და თავის წარმოდგენა ჩამოუყალიბდება ყველაფერზე, ოღონდ იმის-და მიხედვით, მშიშარაა თუ მამაცი. თუ მშიშარაა, ნებისმიერ ორომტრიალს უგუნურობად ჩათვლის, მამაცს კი მოსწყინდება სანაპიროზე დიდხანს და მშვიდად ხეტიალი, რის შემდეგაც სასწრაფოდ ისევ ბობოქარ მდინარეს მიენდობა. აი, ასეთი ადამიანის ნააზრევი იქნება ჭეშმარიტად ფასეული. ხოლო რადგან ასეთი არ ვარ, ჯერჯერობით ჩემი ნაწერიც მხოლოდ მიღებული ინფორმაციაა, რომელიც ჩემმა ემოციებმა თავის ყალიბში გამოიყვანა. ჩემ ცნობიერებაში გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა. თითქოს სულში კალატოზები მყავდნენ, რომლებიც ცდილობენ, დაგმანონ და კედლებში გამოამწყვდიონ ჩემი ყველაზე ღრმა მოთხოვნილება, რომელიც გამუდმებით მომიწოდებს ჩემი თავის პოვნისაკენ, მაგრამ ისინი კი სხვას მთავაზობენ. გამუდმებით მაიძულებენ მრავალსახოვანი ნიღბის აფარებას, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში სტანდარტული იქნება და შესაბამისობაში მოვა ამა თუ იმ სიტუაციასთან. როგორც კი ეს ნიღაბი მოვირგე, მივხვდი ჩემ სიმდაბლეს. უამრავი ხმა ზეიმობდა ჩემში გამარჯვებას, თითქოს დასაბამიდან მოყოლებული ადამიანთა გულებში თუ რამე სიბილწე და სიმდაბლე არსებობს, ყველამ ერთად ახლა ჩემში იჩინა თავი, თითქოს ხელით იყო შეგროვებულ-შეკოწიწებული ჩემი ეგრეთ წოდებული კეთილშობილება, რომელიც ქარის პირველი დაქროლვისთანავე გაიფანტა. ძალიან მინდოდა ლერმონტოვის პერსონაჟ ვულიჩივით, რომელმაც ბედისწერა თავის თავზე გამოსცადა, მეც რამე მეღონა, მაგრამ აშკარად ვგძნობდი განსხვავებას,- მე უსუსური ვიყავი მასთან შედარებით. ეს სურვილი ალბათ ანაზდეულად აღმოცენდა უნაყოფო ნიადაგზე. როცა ჩემი სისუსტე დავინახე, შინაგანმა ხმამ სხვა გამოსავალი შემომთავაზა ამ ჩიხიდან გამოსაყვანად, რომ ისევ და ისევ მომეტყუებინა და არც მთლად ასეთი უბადრუკი მგონებოდა თავი,- სასხლეტის ერთადერთხელ გამოკვრა. მაგრამ სურვილი იმისა, რომ დატენილი იარაღი შუბლთან მიმედო, წამში ქრებოდა, როგორც კი მას ხელში ვიჭერდი. ლანდთა სამყაროში ვცხოვრობთ. მოჩვენებები ვართ და ისე ვკვდებით, ვერც ვიგებთ, რისთვის გვიცხოვრია, მხოლოდ სიცოცხლის ხანმოკლეობას ვუჩივით. ყველაფერი ჩვენ ხელშია, მაგრამ ვერაფერი გაგვიგია. როცა კი გაგებას მოვინდომებთ, უამრავ პრობლემას ვაწყდებით. ალბათ ადამიანთა umravlesoba verc moindomebs Tavis povnas isini ubralod xelis Semwyobni arian individebis rogorc milionobiT spermatozoididan erTi agwevs mizans xolo danarCeni xels uwyoben TavianTi erTi SexedviT usargeblo yofisa,. ყველაფერში ერთი კანონზომიერება მოქმედებს,- უმრავლეოსობა ლანდად ცხოვრებისთვის არის შექმნილი. თუკი ვინმე გაბედავს და შეეცდება აღარ იცხოვროს მიღებული წესებით, ადამიანებს სიმშვიდე ერღვევათ და მეამბოხე უნებურად გარიყული აღმოჩნდება ხოლმე. შეიძლება მკითხველს მოეჩვენოს, რომ მე რამით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს ასე არაა. პატივმოყვარეობა არ მაიძულებს რამის წერას,- მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა მინდა. მინდა საკუთარი ძლიერების მშვიდი შეგრძნებით დავტკბe, minda cxovrebam nafotiviT maTamaSos msgavsad im vikingTa gemisa, saTaraSod wasulT mZvinvare stiqionma rom mouswro da CanTqmiT emuqrebaT magram am tavze xelagebulebma ician rom Tu amas gadaurCnen miT ufro metad datkbebian sicocxliT da napirze mSvidad myofni kvlav azartiT daelodebian im faTerakiani dgis gameorebas.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. სიმართლე გითხრაა ვერ ჩავწვდი ვიკინგის ბრძნულ გამოთქმას,:D:D ანუ მას ამაოებაა სივრცეში არსებულ აბსტრაქციად წარმოუდგებაა მგონიი სიმართლე გითხრაა ვერ ჩავწვდი ვიკინგის ბრძნულ გამოთქმას,:D:D ანუ მას ამაოებაა სივრცეში არსებულ აბსტრაქციად წარმოუდგებაა მგონიი
17. პასუხი გაეცი ზურა ვიკინგს? :)))) რა ვთქვა, მოაზროვნე კაცი ხარ და შენი ასეთი სახით გადმოცემული აზრები ყოველთვის საინტერესო და კარგია ... პასუხი გაეცი ზურა ვიკინგს? :)))) რა ვთქვა, მოაზროვნე კაცი ხარ და შენი ასეთი სახით გადმოცემული აზრები ყოველთვის საინტერესო და კარგია ...
16. არსებობს ამაოება ამაოების გარდა? არსებობს ამაოება ამაოების გარდა?
15. :))))))) მადლობააა, რჩევისთვიისს :))))))) მადლობააა, რჩევისთვიისს
14. მოგიკითხე ვიკინგო... შენი ნაწერი ღელავს, - როგორც შავი ზღვა... არა და სათავეს უნდა დაუბრუნდე, იქ საიდანაც იწყება ცხოვრების მდინარე... წყაროსთვალი მოძებნე და ის დაგეხმარება იპოვო საკუთარი თავი - შენს საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ არასოდეს იცხოვრებ სხვისი ცხოვრებით. მოგიკითხე ვიკინგო... შენი ნაწერი ღელავს, - როგორც შავი ზღვა... არა და სათავეს უნდა დაუბრუნდე, იქ საიდანაც იწყება ცხოვრების მდინარე... წყაროსთვალი მოძებნე და ის დაგეხმარება იპოვო საკუთარი თავი - შენს საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ არასოდეს იცხოვრებ სხვისი ცხოვრებით.
13. ხოდა ძალიან კარგი:)) ხოდა ძალიან კარგი:))
12. ხოო აი მართალი ხარრ ეგრეაა, მე ისეთი გზა მხიბლავს როგორიც აქ მაქვს აგწერილი, ხოო აი მართალი ხარრ ეგრეაა, მე ისეთი გზა მხიბლავს როგორიც აქ მაქვს აგწერილი,
11. აქ ყველაფერი ნათელი და ნათქვემია.არც კი ვიცი რა გითხრა ან რა ვთქვე:)) მწერალი-წერს, მკითხველი-კითულობს:)ადამიაებს უამრავო გზაა აქვთ რომ გაგარდზელოს ცხოვრება იარსებოს:)ჩემი აზრით ეს უბრალოდ შენი განცდების და საკუთარი თავის ფოვნის მიზნით გააკეთე ეს ყველაფერი,გადმოიტანე ფურცელზე ..კარგია არ ვწუნობ:) პატივისცემით_ აქ ყველაფერი ნათელი და ნათქვემია.არც კი ვიცი რა გითხრა ან რა ვთქვე:)) მწერალი-წერს, მკითხველი-კითულობს:)ადამიაებს უამრავო გზაა აქვთ რომ გაგარდზელოს ცხოვრება იარსებოს:)ჩემი აზრით ეს უბრალოდ შენი განცდების და საკუთარი თავის ფოვნის მიზნით გააკეთე ეს ყველაფერი,გადმოიტანე ფურცელზე ..კარგია არ ვწუნობ:) პატივისცემით_
10. გაუსწორებელი ტექსტია, შესაბამისად წაკითხვა ძნელდება
ბევრი წერე და მეტი იკითხე =)
წარმატებები გაუსწორებელი ტექსტია, შესაბამისად წაკითხვა ძნელდება
ბევრი წერე და მეტი იკითხე =)
წარმატებები
9. გეთანხმები მართალი ხარ მაგაში გეთანხმები მართალი ხარ მაგაში
8. მე იმის თქმა მინდოდა რომ ჭეშმარიტების მარცვალი ყველგან არის და მითუმეტეს სიტყვაში...:) მე იმის თქმა მინდოდა რომ ჭეშმარიტების მარცვალი ყველგან არის და მითუმეტეს სიტყვაში...:)
7. რავიი მემგონიი აქ მნიშვნელობა სად ეძებ;))))))) ბნელ ოთახში შავ კატას თუ ეძებ მაშინ? რავიი მემგონიი აქ მნიშვნელობა სად ეძებ;))))))) ბნელ ოთახში შავ კატას თუ ეძებ მაშინ?
6. ლანდთა სამყაროში ვცხოვრობთ. მოჩვენებები ვართ და ისე ვკვდებით, ვერც ვიგებთ, რისთვის გვიცხოვრია, ვინც ეძებს, მე მგონი ის ცხოვრობს...სიცოცხლეც ძიებაშია... რა მნიშვნელობა აქვს სად ეძებ, ვინც ეძებს, ის იპოვის კიდეც...:) შენ შეიძლება სიტყვაში ეძებ, რახან წერა გირჩევნია...:-* ლანდთა სამყაროში ვცხოვრობთ. მოჩვენებები ვართ და ისე ვკვდებით, ვერც ვიგებთ, რისთვის გვიცხოვრია, ვინც ეძებს, მე მგონი ის ცხოვრობს...სიცოცხლეც ძიებაშია... რა მნიშვნელობა აქვს სად ეძებ, ვინც ეძებს, ის იპოვის კიდეც...:) შენ შეიძლება სიტყვაში ეძებ, რახან წერა გირჩევნია...:-*
5. ჩემი სათქმელი კი თავისუფლებას მოითხოვს >>> :))) კარგია !!! ჩემი სათქმელი კი თავისუფლებას მოითხოვს >>> :))) კარგია !!!
4. არააა არა მაქ წაკითხული,რასტან დაკავსირებითააა არააა არა მაქ წაკითხული,რასტან დაკავსირებითააა
3. გორკი არ გექნება შენ წაკითხული:)..."ბეზუმსტვო ხრაბრიხ.." ვიკინგო:) გორკი არ გექნება შენ წაკითხული:)..."ბეზუმსტვო ხრაბრიხ.." ვიკინგო:)
2. :):) მადლობა მარი :):) მადლობა მარი
1. სათქმელი გასაგებია.კარგია რომ საკუთარი თავის პოვნა გინდა. სათქმელი გასაგებია.კარგია რომ საკუთარი თავის პოვნა გინდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|