ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შაორელი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2012


ბარათი დედას

გაზაფხულს გილოცავ
3 მარტს და 8 მარტს,
დიდხანს იცოცხლე და
დაესწარ მრავალს!
...მთვარეს გამოვატან
ამაღამ ბარათს,
ვიცი რომ მოგიტანს,
ვიცი რომ გნახავს,
სულ მალე ჩაივლის
შენს ფანჯარასთან,
ჩემს ნაცვლად დაჯდება
შენს სასთუმალთან,
ვაბარებ კოცნას და
ვაბარებ ნატვრას,
გული მიჩერდება
ჯერ რომ ვერ გნახავ.
მთვარეს გამოვატან
ამაღამ ბარათს -
ბარათს მონატრებულს
და ცრემლით ნაბანს…
გაზაფხულს გილოცავ,
ძვირფასო, ახალს,
მარავალს დაესწარ,
მრავალს და მრავალს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები