ფანჯრიდან ბათქაშჩამოშლილი კედლები მოჩანდა და იქიდან უაზროდ გამოშვერილი რკინის მილები თითქოს მუქარით ამცნობდნენ თავიანთ ბრაზსა და გაგულისებას მათ წინაშე მოფუსფუსე ყოველდღიური წვრილმანებით გადატვირთულ ადამიანებს. სიძველისა და სიბერისაგან გამოწვეული უსუსურობის მძაფრი სუნი ასდიოდათ ამ კედლებს, მაგრამ მაინც ამაყი მძულვარებით შეჰყურებდნენ ძირს ეზოში უდარდელად მიყრილ-მოყრილ სათამაშოებს და თითქოს უტყვად ღაღადებდნენ თავიანთი მწარე გამოცდილების მიხედვით სიცოცხლის ამაოებასა და ტანჯვას. სათამაშოები ბავშვური სიჯიუტითა და სილაღით პასუხს უბრუნებდნენ, თითქოს-და მზად იყვნენ ცხოვრების, ამ მძვინვარე ნადირის, ძლიერი დარტყმა მიეღოთ. ის ფანჯარა, რომელთანაც იდგა, მთლიანი შენობის ფონზე მრავალ ომში გამობრძმედილ ცალთვალა მეომარს გავდა, რომელმაც ცხოვრების მსახვრალი ხელი თავის თავზე იწვნია. გაჰყურებდა იგი საგანთა ამ უტყვ დიალოგს და არაფერზე ფიქრობდა. მის ცნობიერებაში მოგონებები ერთმანეთს ცვლიდნენ. გადაღლილი არ ეთქმოდა, მაგრამ გაბრუებული ნამდვილად იყო, ოდესღაც ნაფიქრი თემები ახლა კინოკადრების მსგავსად წარმოუდგებოდა თვალწინ, მის პიროვნულ მეს მისი ყველანაირი კონტროლი მობეზრებოდა, თითქოს სადღაც ჩუმად გაპარულიყო და იგი ბედის ანაბარად მიეგდო. ირგვლივ გამეფებული მდუმარება აუტანელი იყო. ხანდახან შორეული ხმები აღწევდა მის ყურამდე და ეს ხმები თითქოს მის სისუსტეს და უმწეობას დასცინოდნენ, დაცინვა კი იმდენად აუტანელი იყო, როგორც ზაფხულის დღეს შიშველ ტანზე დასეული კოღოები. იმედგაცრუებისაგან გამოწვეულ სიბრაზეს აევსო მისი პიროვნება, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისთვის არავის უღალატია. უბრალოდ უეკიპაჟოდ დარჩენილ ხომალდს გავდა. მონუსხული შეჰყურებდა ერთ წერტილს და მილიონობით ხმა თავის აზრებს აწვდიდა, თითქოს თითოეული ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად ემოძრავა და თავის რუკით წაეყვანა იგი, მაგრამ კარგა ხანია ერთი აზრის ბუნდოვან ტყვეობაში იმყოფებოდა, რომელსაც როგორც არამზადა და მავნე ეკიპაჟის წევრს ყოველთვის ბნელი და მიგდებული ადგილისაკენ ხელს ჰკრავდა ხოლმე. გულს ურევდა ყოველივე ცხოვრებისეული. ამ აზრს კი ახლა, რომელიც ყოველთვის დაუნდობლად შევიწროებული იყო და საიმედოდ ჩაკეტილს ჰგავდა, ეხლა გასასვლელი ეპოვნა. ფანჯარასთან მდგარი ამ განსახიერებულ იდეას ხედავდა, რომელსაც თვალები ავად უელავდა, პირზე კი გამარჯვებულის ღიმილი გადაჰკვროდა, თუმცა ტყვეობას იგი გესლითა და ირონიით დაეჯილდოვებინა. სიამოვნებისა და სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა, რადგან სინამდვილეში მას თვლიდა ყველაზე სუფთა და შეურყვნელ იდეად. ეს იყო აზრი, რომელიც ვერ შეგუებოდა გარემომცველი სინამდვილის სიბინძურით ავსებული ჰაერით სუნთქვას. მიხვდა, რომ მის სულში მყვირალი ხმები სწორედ ამ ჰაერით იყვნენ მოწამლული და თვითონ მახინჯები და ინვალიდები მასაც უპირებდნენ დამახინჯებასა და მოსპობას, მაგრამ საამისო ძალა არ ეყოთ და როცა იხილეს მშვენიერება და სიდიადე, დაფრთხნენ და ბნელ სოროებს მიაშურეს. სიდიადემ სიმდაბლეს კი თავისი ძალა დაანახა. ამ ყოველივეს გაცნოებიერების შემდეგ იგი სიხარულმა აიტანა, ხელები ნერვულად აუკანკალდა, თითქოს თავის თავში დაფარული ღმერთი შეიცნო. იდეა თვითგანადგურებას სთავაზობდა, ეჩვენებოდა, რომ მან დაბადების დღიდან სიცოცხლესთან ხელშეკრულება დადო, რის გამოც უნდა აეტანა მოწამლული ჰაერით სუნთქვა, იდეამ კი კარგი გამოსავალი უჩვენა,- ის სიცოცხლესთან დადებულ ხელშეკრულებას არღვევდა. გული სიამაყით ევსებოდა, აკანკალებული ხელით მოსინჯა იარაღის ლულა, გული აუთამაშდა, სურდა ტანჯვით აღსრულებულიყო და სიცოცხლისთვის თვალებში ეყურებინა, მკერდზე მიიდო და ორჯერ გამოკრა სასხლეტს. იგრძნო დადებული ხელშეკრულების დარღვევისაგან გამოწვეული ტკივილი, ფილტვები სისხლით ევსებოდა, ძლიერ უჭირდა სხეულს სიცოცხლესთან განშორება, ნელ-ნელა მოიპარებოდა სიცივე, თბილი და მომწამვლელი ჰაერით გაჟღენთილი სიცოცხლე ადგილს უთმობდა სიკვდილის შემზარავ სუნთქვას. კვლავ წარსულის სურათები გაუცოცხლდა თვალწინ, არ ეგონა ასე მწვავე თუ იქნებოდა სიცოცხლესთან განშორება, მაგრამ მალე კვლავ სიამაყით აევსო გული,- მან ხელშეკრულება დაარღვია, ეს კი მისი გამარჯვება იყო, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში, სანამ შეგრძნების უნარს დაკარგავდა. თვალებში, სადაც სიკვდილი ჩაღვრილიყო, მომნუსხველად ციმციმებდა სიამაყე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. :D ჰაჰ რავიციი აბაა, საზოგადოებისთვის კარგი ტუ გინდა მის მანკიერებეზე არაფერი უნდა სთქვა რაგაც ასეთ აზრამდე მივედიიი, გავითვალისწინებბ შენს რჩევას როგორც ყოველთვის:):* :D ჰაჰ რავიციი აბაა, საზოგადოებისთვის კარგი ტუ გინდა მის მანკიერებეზე არაფერი უნდა სთქვა რაგაც ასეთ აზრამდე მივედიიი, გავითვალისწინებბ შენს რჩევას როგორც ყოველთვის:):*
6. არაფერს მოგიტევებთ, თუ არ გააგრძელებ წერას! [:))] სხვების არ ვიცი და მე ხომ კარგად ვიცი, რომ შენ ეს შეგიძლია!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me არაფერს მოგიტევებთ, თუ არ გააგრძელებ წერას! [:))] სხვების არ ვიცი და მე ხომ კარგად ვიცი, რომ შენ ეს შეგიძლია!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
5. არმენნ რავიიი ძმაოო რაგაცას ვჩალიცობდი და წამეშალა:დ:D და დიდი მადლობაა მოკითხვისთვის ინტერნეტში ხშირად ვერ შემოვდივარრ და ვერ ვეცნობიი სხვა ნაწერებს და მომიტევეთ არმენნ რავიიი ძმაოო რაგაცას ვჩალიცობდი და წამეშალა:დ:D და დიდი მადლობაა მოკითხვისთვის ინტერნეტში ხშირად ვერ შემოვდივარრ და ვერ ვეცნობიი სხვა ნაწერებს და მომიტევეთ
4. აქ რომ მე კომენტარი დავტოვე ის რაიქნა მწერალო ? :) მოგიკითხე გულით. ახალს ველი. აქ რომ მე კომენტარი დავტოვე ის რაიქნა მწერალო ? :) მოგიკითხე გულით. ახალს ველი.
3. სიძველისა და სიბერისაგან გამოწვეული უსუსურობის მძაფრი სუნი ასდიოდათ ამ კედლებს, მაგრამ მაინც ამაყი მძულვარებით შეჰყურებდნენ ძირს ეზოში უდარდელად მიყრილ-მოყრილ სათამაშოებს და თითქოს უტყვად ღაღადებდნენ თავიანთი მწარე გამოცდილების მიხედვით სიცოცხლის ამაოებასა და ტანჯვას.
უბრალოდ უეკიპაჟოდ დარჩენილ ხომალდს გავდა.
: )) ბევრი კარგი ფრაზა იყოო : ) მომეწონა მე ))
+5 სიძველისა და სიბერისაგან გამოწვეული უსუსურობის მძაფრი სუნი ასდიოდათ ამ კედლებს, მაგრამ მაინც ამაყი მძულვარებით შეჰყურებდნენ ძირს ეზოში უდარდელად მიყრილ-მოყრილ სათამაშოებს და თითქოს უტყვად ღაღადებდნენ თავიანთი მწარე გამოცდილების მიხედვით სიცოცხლის ამაოებასა და ტანჯვას.
უბრალოდ უეკიპაჟოდ დარჩენილ ხომალდს გავდა.
: )) ბევრი კარგი ფრაზა იყოო : ) მომეწონა მე ))
+5
2. ბათქაშჩამოშლილი :))კარგია:)ხო იცი ბათქაშჩამოშლილი :))კარგია:)ხო იცი
1. ოხ, ზურიკო, ზურიკო! ისევ არ წაგეშალოს ეს მშვენიერი მოთხრობა, თორემ არ ვიცი რას გიზამ! [:D]
5!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me ოხ, ზურიკო, ზურიკო! ისევ არ წაგეშალოს ეს მშვენიერი მოთხრობა, თორემ არ ვიცი რას გიზამ! [:D]
5!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|