 | ავტორი: პეგასი ჟანრი: პოეზია 11 მარტი, 2012 |
თვლემს თბილ სახლებში ჩვენი ქალაქი, ღამეა ცივი,ქარი აფთარი... შენ,ფოთოლივით ბედსმოწყვეტილო, ნეტავ სადა ხარ მიუსაფარი? გარეთ სასტიკი,გულქვა ქარია, ოჰ,ამ ზამთარმა როგორ გაწვალა, შიშმა გასწავლა ალბათ დათმენა, ბავშვობა თვალწინ კი აგაცალა; ქუჩაში სევდით შეჰყურებ სახლებს, არც ერთის სითბო შენი არაა, ვერც დედის ხატმა,გამოგონილმა, ვერ განუგეშა,ვერ შეგიფარა. ხელზე გაშლილი ხურდის წყალობით თუ გადალახე სურვილთა ზვრები, ბუდეში ცრემლის და მარტოობის იძინე,ნახე ტკბილი სიზმრები! მე შენს ოცნებას,ფრთაჩამოტეხილს, გავუღე გულის ციცქნა სარკმელი, ცივი ქარისგან ნაცემი ღამით შენთვის დავანთე თაფლის სანთელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძნელია გალაკტიონისაგან თავის დაღწევა..... შენიშვნა ობიექტურია და მიღებულია,ტიტე:) მადლობა! ძნელია გალაკტიონისაგან თავის დაღწევა..... შენიშვნა ობიექტურია და მიღებულია,ტიტე:) მადლობა!
8. "ქარი აფთარი" -
"ეს მე ვარ, ქარი,... ...მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი. " გალაკტიონ ტაბიძე "ქარი აფთარი" -
"ეს მე ვარ, ქარი,... ...მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი. " გალაკტიონ ტაბიძე
7. მომეწონა.
ხურდად არ ჩათვალო:) მომეწონა.
ხურდად არ ჩათვალო:)
6. მესიამოვნა ეს ლექსი,მესევდიანა თან! მესიამოვნა ეს ლექსი,მესევდიანა თან!
5. ქუჩაში სევდით შეჰყურებ სახლებს, არც ერთის სითბო შენი არაა,
--ჩემთვისაც ეს ფრაზა იყო ყველაზე ტკივილიანი და კარგიი : )) მომეწოონნა ... გაიხარეე +5 ქუჩაში სევდით შეჰყურებ სახლებს, არც ერთის სითბო შენი არაა,
--ჩემთვისაც ეს ფრაზა იყო ყველაზე ტკივილიანი და კარგიი : )) მომეწოონნა ... გაიხარეე +5
4. ბავშვობააცლილების სევდა და ტკივილი... ბავშვობააცლილების სევდა და ტკივილი...
3. ქუჩაში სევდით შეჰყურებ სახლებს, არც ერთის სითბო შენი არაა, ყველაზე დიიიდიიი სევდა მგონია ეს... რა კარგი პეგასი ხარ...:-* ქუჩაში სევდით შეჰყურებ სახლებს, არც ერთის სითბო შენი არაა, ყველაზე დიიიდიიი სევდა მგონია ეს... რა კარგი პეგასი ხარ...:-*
2. ძალიან მომეწონა :) ++ ძალიან მომეწონა :) ++
1. პატარა მიუსაფარი , ობოლი< შემეცოდა:) კაი გოგო ხარ შენ:)) პატარა მიუსაფარი , ობოლი< შემეცოდა:) კაი გოგო ხარ შენ:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|