 | ავტორი: GAVROSHA ჟანრი: პოეზია 13 მარტი, 2012 |
მიმოიხედე ირგვლივ, დაკარგულები ვართ დროში, იმ გზას მივყვებით რომელიც არსად მიდის. შეხედე ხალხს, ბევრს გრძნობა აქვს აპათია, ბევრისთვის სიყვარული ცხოვრების ეტაპია, ჩვენთვის კი მთელი ცხოვრებაა. ქვეყანა ნისლშია გახვეული, ხალხს რწმენა აქვს დაკარგული, სიმართლეს თვალები აქვს ახვეული და იმედია გამქრალი, აქ წვიმაზე ხშირად, ცრემლები ასველებს მიწას. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ისიც დაგლეჯილი, სხვის ხელში შემყურე, სხვისი შვილებით გამდიდრებული, მაგრამ ჩვენები... ჩვენები აქედან გარბიან. აგერ მეგობარო შენც წვერი მოგიშვია, თურმე სამშობლოს გლოვობ, მაგრამ არ იდარდო, მხოლოდ ერთი ბრძოლა დარჩა. "დროს" არავინ ეკითხება, მზე როდის ამოვა, "დროც" კი დაბერდა. ხოდა მეგობარო, მოდი ერთად ვიდგეთ, ერთად გავიაროთ, არეული გზები, სხვებსაც გავუწოდოთ, ხელი სიყვარულის და ბოლოს, ბოლოს სიკვდილს მაინც ვერ ავცდებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. პირველ კომენტარს დავეთანხმები. ლექსი საერთო ჯამში მომეწონა, ალბათ უფრო აზრის გამო... ++ პირველ კომენტარს დავეთანხმები. ლექსი საერთო ჯამში მომეწონა, ალბათ უფრო აზრის გამო... ++
13. "მოდი ერთად ვიდგეთ, ერთად გავიაროთ, არეული გზები, სხვებსაც გავუწოდოთ, ხელი სიყვარულის"
"აქ წვიმაზე ხშირად, ცრემლები ასველებს მიწას. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ისიც დაგლეჯილი, სხვის ხელში შემყურე,"
"მიმოიხედე ირგვლივ, დაკარგულები ვართ დროში,"
კარგია ................
წარმატებები...............
"მოდი ერთად ვიდგეთ, ერთად გავიაროთ, არეული გზები, სხვებსაც გავუწოდოთ, ხელი სიყვარულის"
"აქ წვიმაზე ხშირად, ცრემლები ასველებს მიწას. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ისიც დაგლეჯილი, სხვის ხელში შემყურე,"
"მიმოიხედე ირგვლივ, დაკარგულები ვართ დროში,"
კარგია ................
წარმატებები...............
12. 2ს დავწერდი იყო აქ ერთი ორი ადგილი და ეკუთვნის..წარმატებები ავტორს 2ს დავწერდი იყო აქ ერთი ორი ადგილი და ეკუთვნის..წარმატებები ავტორს
11. მადლობ რომ მოგწონს :))) უბრალოდ ეგ სტილი ჩემში არ ზის :))) მადლობ რომ მოგწონს :))) უბრალოდ ეგ სტილი ჩემში არ ზის :)))
10. "დროს" არავინ ეკითხება, მზე როდის ამოვა, + + + ––––––––––––––––––– "რეპი" საწყენად მიიღე? რამდენჯერაც წავიკითხე ეს ლექსი, გულში სიმღეად აჟღერდა და (იქნებ შევცდი) დავინახ–მოვისმინე რეპად. მაპატიე, მე ხომ მხოლოდ მოწონება გამოვთქვი. "დროს" არავინ ეკითხება, მზე როდის ამოვა, + + + ––––––––––––––––––– "რეპი" საწყენად მიიღე? რამდენჯერაც წავიკითხე ეს ლექსი, გულში სიმღეად აჟღერდა და (იქნებ შევცდი) დავინახ–მოვისმინე რეპად. მაპატიე, მე ხომ მხოლოდ მოწონება გამოვთქვი.
9. რა რეპი, კაი რა :D მადლობ :))) რა რეპი, კაი რა :D მადლობ :)))
8. ტკივილი და განცდაა, პატრიოტული სევდა... იცი, ამ ლექსის სახით მშვენიერი "რეპი" გამოვა. არ გიფიქრია? თანაც ისეთი, რაც მართლაც წვიმასავით აგატირებს და რეპისთვისაც ინდივიდუალური იქნება. კარგია. ტკივილი და განცდაა, პატრიოტული სევდა... იცი, ამ ლექსის სახით მშვენიერი "რეპი" გამოვა. არ გიფიქრია? თანაც ისეთი, რაც მართლაც წვიმასავით აგატირებს და რეპისთვისაც ინდივიდუალური იქნება. კარგია.
7. აქ წვიმაზე ხშირად, ცრემლები ასველებს მიწას.
5 აქ წვიმაზე ხშირად, ცრემლები ასველებს მიწას.
5
6. ჩემგანაც მოკითხვა ჭა. :)))) ჩემგანაც მოკითხვა ჭა. :))))
5. პესიმისტური ხასიათისაა :) კარგად არის გამოხატული შენი აზრი და რეალობასაც შეესაბამება :) პესიმისტური ხასიათისაა :) კარგად არის გამოხატული შენი აზრი და რეალობასაც შეესაბამება :)
4. მოგიკითხე...:-* ჰო... ტკივილი ჩანს...:) მოგიკითხე...:-* ჰო... ტკივილი ჩანს...:)
2. დამიჯერე ერთხელ წაკითხვაც ეყოფა ;) დამიჯერე ერთხელ წაკითხვაც ეყოფა ;)
1. გეფიცებით, საჯერ წავიკითხე, რამე მელოდიურობა რომ დამეჭირა, სადმე მაინც, მაგრამ - ვერა. გეფიცებით, საჯერ წავიკითხე, რამე მელოდიურობა რომ დამეჭირა, სადმე მაინც, მაგრამ - ვერა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|