ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2012


მოდი

მოდი
მოდი,
გამათბე ვარსკვლავო,
მოდი,
აღმავსე ნათლით!
შენ
ჩემო გულის ლამპარო,
მომეალერსე ღამით!
ხშირად აანთე
ცის სცენა,
გაინავარდე ღამით,
არ შეეპუო ღრუბელსაც,
მუდამ ანათე ღამით!
მოდი,
გეძახი ვარსკვლავო,
სიტკბო დააკლდა სასმისს!
ცისარტყელების ფერები
აღარც კი ჩნდება ნაწვიმს...
მოდი,
კაშკაშა ვარსკვლავო,
გული დასუსტდა დარდით!
კაცთა ძლიერ სქესს
არც ახსოვს,
რომ სუსტი არის ქალი!
მოდი,
მოჰფინე სამყაროს
ნათლისმფრქვეველის შარმი,
მოდი,
გეძახი ათასგზის,
მოდი,
თორემ დრო გარბის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები