ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2012


დასანანია

დასანანია თქვენ რომ არ მიცნობთ...
ვიცი! უთუოდ შემიყვარებდით.
თქვენ კი... იცინით, ისე ხალისობთ,
ერთს არ მომხედავთ გულმოწყალებით.

თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ ნუთუ თქვენ
არ ძალგიძთ, თუნდაც - მომისაკლისოთ?...
გთხოვთ! მაგ ღიმილით მომაჩუქურთმეთ,
გული მზადა მაქვს საპარაკლისოდ.

თქვენ გაეცანით მხოლოდ გარეკანს,
მე კი მეასედ ტყავს ვიძრობ თქვენთვის.
ნუთუ ბევრს ვითხოვ, ანდაც ნამეტანს,
ნუთუ თქვენთან მე ესეც არ მეთქმის?...

ნუთუ წამითაც არ აგიღელდათ
თქვენს გულში სისხლის ღრმა ოკეანე,
როცა თქვენ გიმზერთ ბოლო იმედად,
თქვენი ცხოვრების მემატიანე?...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები