ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანსუღ ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2012


გულში ჩავიკალი

გულში ჩავიკალი რაც კი მაწუხებდა
გრძნობებს ჩავუკეტე ყველა გასაქანი,
ნუთუ დამივიწყებ თუნდაც იმის გამო,
რადგან ასე რთულად გავხდი ასატანი.

ვიცი მოგბეზრდება მალე სიყვარული
და ცივ შუადღეზე მარტო მიმატოვებ,
მე კი ოცნებებით სავსე ბილიკებზე
ისევ ძველებურად, ჩემთვის ვიმარტოვებ.

ჩემი გულისცემა სხვისას ჩამორჩება
მერე გონებასაც ვეღარ ავაყოლებ.
ნაცნობ მთვარის შუქზე ჩემს ჩრდილს დავინახავ
დიდი მწუხარების მზერას გავაყოლებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები