ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2012


გაზაფხულის პირისპირ

2009 11:05 am Reply with quote Edit/Delete this post


სანამ სიცოცხლის გზები ფეთქავენ,
სანამ ანთია მზე და ვარსკვლავი,_
შენ უნდა გიძღვნა,
როგორც ერთადერთს,
სიტყვა_ლამაზი მეცხლის ფრთასავით.

აპრილის მინდორს მე არ შევღობავ,
გადავივიწყებ წყენას ადრინდელს,
აქ დაგიხვდები,
როგორც დედოფალს,
და მარადიულ კოცონს აგინთებ!

სხვა კუნძულებზე როგორ გადავალ
ამ ღვთაებრივი სივრცით შეძრული...
და სიხარულის დღეთა ქარავანს
მოვყვები შენთან,
როგორც მეგზური.

თვალებში შვიდი ზეცა ბიბინებს,
ქარს მოაქვს სითბო
და ოქროს მტვერი,
შენს სალამურებს და შენს გვირგვინებს_
საგალობელი და ლოცვა ჩემი!..

სიზმრიდან ვისმენ ცხადის სიმღერებს,
ცხადში მიმყვება სიზმრების ფერი,
სად_სიყვარული და სად_სიბერე!
შენს სიმაღლეებს სიცოცხლე ჩემი!

შენ ერთადერთმა შესძელი მხოლოდ,
იების კონით და არა ხმლებით,
დაგეპყრო ქვეყნის თავი და ბოლო
და მონატრებით გაგეთბო ფრთები!

სანამ სიცოცხლის გზები ფეთქავენ,
სანამ ანთია მზე და ვარსკვლავი,_
შენ უნდა გიძღვნა,
როგორც ერთადერთს,
სიტყვა_ლამაზი მერცხლის ფრთასავით.

ელავენ შენი ქეიბურები
და ტაძრებიდან შუქი გამოდის,
შენ ვერასოდეს გაიძულებენ,
რომ გაიხურო კარი სამოთხის,
ჩვენი ხარ ზღაპრის თაიგულებით
და უკვდავების ლურჯი წყაროთი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები