| ავტორი: რურუ ჟანრი: პოეზია 21 მარტი, 2012 |
დილა გათენდა, თეთრი, მზიანი... მე ის მეგონა ჩვეული დილა.. ანგეოზია ლაჯვარდ-ფრთიანი, მისი მაგვარი არავინ ქმნილა...
ეს გოგო იყო მაშინ , რომელმაც თვალთა ციაგით დამტოვა სახტად, რომ შემიგულა მუდმივ მლოცველად, თავისი სახე მარგუნა ხატად...
ვერ დავივიწყე დღემდე ნათელი, იმ ორ თვალთაგან რომ ციალებდა... ვეღარ ჩავაქვრე თაფლის სანთელი, გულს წლობით რომ ტკბილად ანთებდა...
მისი ყაყაჩოს-ფერი ტუჩები თითქოს ახლაც მჩუქნიან ნოტებს, ალვის ხის ფერი მისი კულულნი თითქოს ყლორტებად მოსმიან ტოტებს...
ვერ დავივიწყებ ფითქინა სახეს, მზეს რომ ართმევდა მნათობის როლს, რა დამავიწყებს ქათქათა ხელებს, რომ წააგავდნენ ყინულის ლოლს..
ყველაზე ნათლად კი რაც მახსოვს, არის- ის კაეშანი ფარული მასში... მწვანე თვალები სადარი ლალის.. სევდას რჩეული კითხულობს მათში...
დრო კი გავიდა, წაიღო სევდა.. გული მაინც მის ნახვას ლამობს... ალბათ ყველა ვისაც ის შეხვდა, დღემდე არ-მისვლას ჩემსავით ნანობს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არა ოთარ, ეს ლექსი ვერ მოვიწონე:( არა ოთარ, ეს ლექსი ვერ მოვიწონე:(
1. ცოტა რითმები მოისუსტებს, ისე არაუჭირს... ცოტა რითმები მოისუსტებს, ისე არაუჭირს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|