ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2012


მათრახი

ზოგ ცხენს არც უნდა მათრახი
ისე მიგაფრენს მთაშია,
ღრმა ხევებს ისე გაივლის,
ვერ იგრძნობ დრო რა წამშია.

ზოგსაც მათრახის გადაკვრა,
ოდნავი ლაღად უხდება,
შემდეგ მას წიფორ, ბორბალო,
კედლადაც ვერ დაუდგება.

ზოგის ხვედრია მათრახით,
ძალით ცემა და გინება,
ჯიუტი, ფაფარაშლილი,
მუდამ ველური იქნება.

ზოგ ჯიშს კი სისხლის დენამდე,
ვერ შააგონეს მორალი,
რომ პატრონს წიხლი არა ჰკრას,
ეჰ,-
"არ გათეთრდების ყორანი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები