მე ყოველღამე მძინავს გულაღმა, ორი სუნთქვით და ორი შეხებით, ჩემში რომ ცოცხლობს მასაც უყვარხარ, იქნებ შენც გიყვარს მია შემთხვევით ?!
ფრთხილად მოძრაობს, თითქოს სხეული ამდენ დარდს წელში გადაეწყვიტოს, ვარ წარსულივით გადახეული, ღმერთო, რამდენჯერ უნდა მეტკინოს ?
გავა დროც, გავა...სადმე შევხვდებით, შენ გაიკვირვებ : " ამხელა გოგო?" და მოინდომებ ერთი შეხებით, ხვალინდელი დღე გამოიგონო.
მაგრამ ვაი რომ იყოს გვიანი, თვალებში ცეცხლი მიმქრალი იყოს, ვერ მოგატყუებ "გადამიყვარდი"-ს, ვერც ამას გეტყვი : "რაც იყო იყო".
უფლის ნაჩუქარ შვილს რაღას ეტყვი, მე თუნდაც ტანჯვის ბურთები ვყლაპო, გეტყოდი: სახლში წავიდეთ-მეთქი, სახლში, სადაც მზე ლურჯ ფარდებს აპობს.
მაგრამ ნახვამდის, პატარას შია, შენც ალბათ უკვე გეძახის დედა, მე მეყოლება მზეთვალა მია, ჩვენს საუფლოში ნუ შემობედავ.
მე ყოველღამე ვწევარ გულაღმა და ჩვენს ნამცეცა შვილს ვეფერები, შენ ის არ გიყვარს, მას კი უყვარხარ თოთო გულით და თოთო ნერვებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მადლობა მეგობრებო, ბოლო კომენტარი მომეწონა, ის არის, რაც უნდა იყოს ! :)
უფალი გწყალობდეთ ! მადლობა მეგობრებო, ბოლო კომენტარი მომეწონა, ის არის, რაც უნდა იყოს ! :)
უფალი გწყალობდეთ !
11. ძალიან, ძალიან მომეწონა! განსაკუთრებით მეოთხე სტროფიდან ბოლომდე. :-) ბოლო ორი სტროფი ყველას „უჯოკრავს!“ ყველა დედიკოს ბიჭის ჯინაზე. :)) ძალიან, ძალიან მომეწონა! განსაკუთრებით მეოთხე სტროფიდან ბოლომდე. :-) ბოლო ორი სტროფი ყველას „უჯოკრავს!“ ყველა დედიკოს ბიჭის ჯინაზე. :))
10. +555 უნიჭიერესო!!! :* +555 უნიჭიერესო!!! :*
9. შენ ის არ გიყვარს, მას კი უყვარხარ თოთო გულით და თოთო ნერვებით
:( ++ შენ ის არ გიყვარს, მას კი უყვარხარ თოთო გულით და თოთო ნერვებით
:( ++
8. მია ამ საიტზე ანემონესთან და ჟადენთან ერთად ჩემი უსაყვარლესი პოეტესაა. მია ამ საიტზე ანემონესთან და ჟადენთან ერთად ჩემი უსაყვარლესი პოეტესაა.
7. ეს კარგი პოეტესაა:) ლექსი მომეწონა! ეს კარგი პოეტესაა:) ლექსი მომეწონა!
5. ჩემი ჭკვიანლექსება და ყველასაგან განსხვავებული მია... შენს ლექსებს სხვანაირად სტკივათ და სხვაგვარად უხარიათ!!! 5 ჩემი ჭკვიანლექსება და ყველასაგან განსხვავებული მია... შენს ლექსებს სხვანაირად სტკივათ და სხვაგვარად უხარიათ!!! 5
4. ზოგადად არ მიყვარს სენტიმენტალური სტროფებიი მაგრამ ეს მომწონს :)) (ოხ ეს მაგრამ) ;))
ზოგადად არ მიყვარს სენტიმენტალური სტროფებიი მაგრამ ეს მომწონს :)) (ოხ ეს მაგრამ) ;))
3. საოცრად მომწონს ეს ტკივილიანი ლექსი. აგერ, ლამის ნახევარ საათზე მეტია ვკითხულობ, თავში ვატრიალებ აზრებს განსაკუთრებული კომენტარის დასაწერად და...ყველა სიტყვა გამირბის. გაიხარე მია, ძალიან კარგი ხარ, ძალიან. საოცრად მომწონს ეს ტკივილიანი ლექსი. აგერ, ლამის ნახევარ საათზე მეტია ვკითხულობ, თავში ვატრიალებ აზრებს განსაკუთრებული კომენტარის დასაწერად და...ყველა სიტყვა გამირბის. გაიხარე მია, ძალიან კარგი ხარ, ძალიან.
2. დასავით მიყვარხარ მია. :-* დასავით მიყვარხარ მია. :-*
1. ძალიან ძალიან მომეწონა ( ძალიან ძალიან მომეწონა (
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|