 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 18 მაისი, 2012 |
თორმეტს გადასცდა, ქუჩაში ნელა იღვენთებიან გადაღლილი ლამპიონები, სიჩუმე თითქმის სიმშვიდეა, სიჩუმე ისმის, სიჩუმე ჟღერს, სიჩუმე მოკრძალებულად ხმაურობს. დრო შენელდა, დრო გაჩუმდა, დრო ისვენებს, დრო ძალას იკრებს. ღამეს სძინავს, სძინავს დაქანცულს , მაგარამ მაინც ღია თვალებით. სახეზე ბუნების სუნთქვას ვგრძნობ და ნელ-ნელა ვეშვები. ქუთუთო დამძიმდა, ფიქრი გაიჭიმა, გაიწელა და გახდა ელასტიური. მორჩილად მიჰყვება ქვეცნობიერის ღრმა დინებას, თითქმის უხილავს,უსახოს და არანივთიერს,- შეუმჩნეველს. კარტები არაფერს ამბობენ, ყავა უფერო და მდუმარეა, სისხლი გაწყალდა და გამსუბუქდა, ლიმფა მდორედ მიედინება, გული გაჩერდა, წნევა დაეცა, ნერწვი მჟავეა და ბლანტი, ტუჩები გაუფერულდნენ, თვალები ჩაქრნენ, ჩრდილი მკვეთრი ,თამამი და მოძრავია, ოთახმა ჩაყლაპა სივრცე, კედლები გამჭირვალდნენ, უსასრულოდ იზრდება ფანჯრის პერიმეტრი, ხოლო ქუჩაში, სანთლებივით იღვენთებიან გადაღლილი ლამპიონები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარტი ქართულ სალაპარაკო ლექსიკაში დამკვიდრებული სიტყვაა ასე რომ გამოყენება ლექსში არაა დანაშაული. მომწონს ლექსი, როგორც ამ ავტორის უმეტესობა. კარტი ქართულ სალაპარაკო ლექსიკაში დამკვიდრებული სიტყვაა ასე რომ გამოყენება ლექსში არაა დანაშაული. მომწონს ლექსი, როგორც ამ ავტორის უმეტესობა.
1. კარტი ქართულად ბანქოა: ) იცოდი რათქმაუნდა, მაშინ რატომ დაწერე? დანარჩენი კარგია. კარტი ქართულად ბანქოა: ) იცოდი რათქმაუნდა, მაშინ რატომ დაწერე? დანარჩენი კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|