ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2012


პატარა

პატარა იყო და ამიტომაც,
პატარა კაცის ტანჯავდა სევდა,
პატარა იყო და ამიტომაც,
მისი სიმცირე მუდამ თან სდევდა,
პატარა იყო ,თუმცა ეგონა
თავის სიდიდით მზესაც ფარავდა,
ბოლოს იმდენად გადიდგულდა,რომ
ამ სიმცირეშიც დაპატარავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები