 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 7 მაისი, 2012 |
თოვლივით ჩუმად და უპრეტენზიოდ მოვიდა იგი, ხელის გულზე, მკვდარი ჩიტივით sაწყლად ესვენა, უზარმაზარი ფერადი ბაბთა. თვალებში მზეები უბრწყინავდნენ - დილის მზეები, გულიT ფიქრობდა, ფიქროთ ცხოვრობდა, ორღობეებში,გახუნებული ლურჯი ბოტებით მოაბოტებდა და არასოდეს ამბობდა რამეს, იმაზე მეტს და მნიშვნელოვანს, რასაც ამბობდა თვით მისი მოსვლა, ლეგა ყვავების, მაღალ ხეებს აცდენილი, ნამტირალევი მელოდიით და ძაღლების, პურზე გაცვლილი, უმიზეზო და უმიზნო ერთგულებით, ანთებდა სანთლებს , თავის საყდარში, სულში რომ ჰქონდა და ყოველთვის თან რომ დაჰქონდა. ღიმილით ყვავილს მოგაგებებდა, შროშანს უმანკოს, გვირილების უბრალოებას და გრძნეულებას მინდვრის ყვავილის. სიარული ჰქონდა დაღლილი - ნაწვიმარი სახურავივით, და მომლოდინე - გამოღებულ ფანჯარასავით. ჩამოივლიდა - ყველას პატარა ცრემლის ნატეხს დაურიგებდა. ვისთვის ბევრს და ვისთვის კიდე ძალიან ცოტას, და ტოვებდა საოცარ სევდას, დაუსრულებელ მუსიკასავით, თუმცა კი თვითონ თავისთავად უსასრულო იყო, რადგან არ ჰქონდა არც წარსული არც მომავალი, აწმყოთი იყო დღემუდამ მთვრალი და სხვებსაც აწმყოს უფერადებდა მხოლოდ და მხოლოდ. დილის ნამივით მოკრთოდა და მობრწყინავდა, ცარიელ და მშიერ ქუჩებში, და თავის ფერად მოგონებებს მოჰფენდა ხოლმე ნაბიჯებს უკან, შემხვედრს არსდროს ეტყოდა რამეს , უფრო დიდს და მნიშვნელოვანს, რასაც ამბობდა თვით მისი მოსვლა, თოვლივით ჩუმი და თოვლივით უპრეტენზიო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ღიმილით ყვავილს მოგაგებებდა, შროშანს უმანკოს, გვირილების უბრალოებას და გრძნეულებას მინდვრის ყვავილის. სიარული ჰქონდა დაღლილი - ნაწვიმარი სახურავივით, და მომლოდინე - გამოღებულ ფანჯარასავით. ჩამოივლიდა -
მომეწონა კენტავრო..++ :) ღიმილით ყვავილს მოგაგებებდა, შროშანს უმანკოს, გვირილების უბრალოებას და გრძნეულებას მინდვრის ყვავილის. სიარული ჰქონდა დაღლილი - ნაწვიმარი სახურავივით, და მომლოდინე - გამოღებულ ფანჯარასავით. ჩამოივლიდა -
მომეწონა კენტავრო..++ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|