ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2012


მარტოობა

მე ახლა, ჩემი მარტოობით სავსე ცხოვრების,
კიდევ ერთ დღეს ცრემლებით ვაქრობ,
და მონატრებულ წვიმებს ვუმღერი.
ჩემი ოთახი-
ყვავილების და წიგნების მტვერი ინაწილებენ ტერიტორიებს,
ფარდაზე ორი მკვდარი პეპელა,
კედელზე ჩემი სამი ნახატი,
ოქროს თევზი, ზოროასტრა და ფალომისტიკა.
მეშინია რომ დავბერდები
და დღევანდელთან შედარებით უშნო ვიქნები.
მაგრამ მაინც
ჩემი დაღლილი, მარტოობით სავსე ცხოვრების,
კიდევ ერთი დღე იწვის და ხრჩოლავს,
საფერფლეზე მიტოვებულ სიგარეტივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები