ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2012


დიმკა

-დიმკას  რა  უჭირს...
დიმკა დიდი მსახიობია.
დიმკა სცენის და პროჟექტორების მეგობარია.
დიმკა-სცენაზე ითამაშებს ბედნიერებას და ცოტა მაინც,ბედნიერი იქნება ამით.
დიმკამ უცნაური სიტყვები იცის ,ისეთი უცნაური-სხვამ რომ არავინ,
უცნაურად ფერადი და მუსიკალური,ზოგიც უცნაურად მოშრიალე,
ერთი სიტყვით,უცნაურად მალამოსავით სიტყვები  იცის დიმკამ,
-დიმკას რა უჭირს...
დიმკა მღერის,
სიმღერებიც ისეთი თბილი იცის ,როგორც ზამთრის ღამეში  ღუმელთან მოყოლილი ზღაპარი,
მღერის და გულში დაგროვილი ცრემლების ამოშრობაც შეუძლია ამ სიმღერებით.
და ღიმილიც უცნაური აქვს,
ღიმილიც ისეთი აქვს- ისეთი რომ ყვავილს გაშლის და ყნულს დაადნობს
-დიმკას რა უჭირს...
დიმკას ისეთი უცნაური მზერა აქვს- ისე შეგხედავს თთქოს თვალებში მზეებს მალავდეს,
-ისე შეგხედავს და ჩაივლის, არც არავისთვის და თან ყველასთვის ღამის ცარილ ტრამვაისავით-ბოლო ნერვამდე განათებული.
-დიმკას რა უჭირს,დიმკა სცენის მეგობარია...
  ზოგჯერ როცა ბნელ დარბაზში არავინაა, როცა პარტერში და სცენაზე თანაბრად ბნელა-
დიმკა ლანდივით გალასლასდება კულისებიდან და ატირდება.
-დიმკას რა უჭირს... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები