ნაწარმოებები


“ლილე2025“-ს საფინალო შეფასებები. ნახეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: sinner once sinner twice...
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2012


ლიტა

ლიტა ზალცმანი ჩემი მეგობარია,
მერე რა,
რომ მისი სახლი სინაგოგაა, ჩემი კი ეკლესიის ეზო,
შორიდან მიყურებს და ხვდება რომ დისტანცია ჩვენს შორის,
ერთი ქუჩაა მხოლოდ,
წამით წარმოვიდგენ მის ღიმილს,
კბილზე დადებულ კბილსა და თვალებში გამომკრთალ ცისფერ ნათებას...
კიბეებზე ჩამომჯდარი მათხოვარი ტირილით მთხოვს ხურდას,
ვერ ვპოულობ.
მამა ზალცმანი  სინაგოგასთან აჩერებს ძვირადღირებულ მანქანას,
არ  მესალმება,
მინდა ვიცნობდე, თუმცა  შეუძლებელია,
ის მხოლოდ ჩემი ტაძრის მოძღვართან მეგობრობს,
რომელსაც ასეთივე ავტომობილი ჰყავს
(ფერით განსხვავდება მხოლოდ)...
ლურჯი ჯინსები მაცვია,
ვერაფრით მოვაშორე  წითელი ლაქები ,
სამჯერ დამიჭირეს დარაჯებმა ძეხვის  ქარხნის ეზოში,
"დაუშვებელია ხორცის ჭამა მარხვისას!"
რამდენიმე წუთში საერთოდ გაქრა ჩემი ანარეკლი სისხლის გუბეში.
ჩემი მეგობარი ლიტა ზალცმანი,
აივნიდან იყურებოდა,
მხოლოდ ლანდებს თუ გაარჩევდა, საშინლად ბნელოდა გარეთ,
სავადმყოფოშიც ვერ მოვიდა...
ვაკვირდებოდი კედლებს, 
რამდენი ხანი აშენებდა მამა ზალცმანი ამ შენობას,
დაახლოებით იმდენი დრო დახარჯეს,
რამდენიც ახალ კინოთეატრზე,
იქ არასდროს ვყოფილვარ,
მაგრამ ვიცი გემოვნება არ უღალატებდათ...
არ მიკითხავს რომელი საათია,
უკვე გვიანაა, დემონებს უნდათ მაიძულონ,
ვიყო ცუდად, ვიფიქრო ტყუილზე, გავაკეთო ის რაც არ მსურს,
მე ხომ ვიცი,
მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ჩემი მეგობარია.



დღეს მივხვდი - უგუნურება ბედნიერებაა,
ბედნიერება კი შენ ხარ ლიტა,
ისეთივე,
როგორიც გახდილ ტანზე შემორჩენილი ოქროს გულსაბნევი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები