ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკადუ
ჟანრი: პროზა
22 აპრილი, 2008


ბანზაი ანუ ყველა რეზერვში

დილის 7 საათზე ჯერ ზარი დაირეკა, მერე დააკაკუნეს და მერე ისე დააბრახუნეს ცალფეხზე შარვალ ამოცმულმა გავაღე კარები. ჩემ წინ ჩია, დიდ სათვალეებიანი ძია კაცი იდგა და პატარა ფურცელს ჩაკირკიტებდა. რა გნებავთ? ვკითხე და თავზე დავუმთქნარე. კაცმა ჯერ სათვალის ზემოდან ამომხედა მათემატიკის მასწავლებელივით, და ჩემი გვარი ხმამაღლა დამარცვლით წამოიძახა ისე თითქოს საპატიო მედალს გადმომცემდნენ მთელი ერის წინაშე. დიახ გახლავართ მეთქი და თავზე ისევ დავუმთქნარე. ეს თქვენ გადმომცა პატარა ფურცელი. ზურგისაკენ ოსტატურად შეტრიალდა და კიბეზე დაეშვა.
რა ამბავია, რა ხდება? გამოვიდა დედაჩემი შემოსასვლელში. მე თვალებგადმოკარკლული, თმებ ყალყზე დადგუმული, დაჟე ყურებიც ზევით მქონდა დაქაჩული, დავყურებდი ერთი ხელში ქაღალდის პატარა ცნობარს და მეორე ხელში სასწრაფოდ მოძიებულ უაზრო ომის მერე აღებულ ვეტერანის ბილეთს. - რა გჭირს რა ხდება? შემანჯღრია დედაჩემმა. არაფერი რეზერვში მიწვევენ.
აქ რაღაც შეცდომაა წავიბურტყუნე ჩემთვის. სასწრაფოდ უნდა მემოქმედა და ჩვენი უბნის კომისარი უნდა მენახა, მარა უცბად გამახსენდა გუშინდელი საინფორმაციოს გახსნის რეპორტაჟი. დღეს 300 დოლარი ქრთამის აღების გამო იქნა დაპატიმრებული ამა და ამ უბნის კომისარიო. ისე ლამაზად აჩვენეს დაპატიმრების სცენა, რომ ცოტა არ იყოს შემშურდა ჩვენი კომისარის. წარმოიდგინეთ შემოდიან გაჯგიმული სახით, ხმამაღლა, თითქოს პატაკს გაბარებენ და მადლობას გიხდიან ერისა და ბერის წინაშე დამსახურებისათვის, გიკითხავენ დაპატიმრების ოქმს, მერე მოკრძალებულად ლამის მუხლებში ჩავარდნით და ყელ გამოწეული ბოდიშის მოხდით გადებენ ხელბორკილს, ჩაგაყენებენ ორ კაცს შორის, შემოგარტყამს კიდევ რამოდენიმე კაცი დაცვით წრეს თითქოს ეშინიათ რომ კენედის მკვლელობა მეორეჯერ რომ არ მოხდეს, და ასე მიგაცილებენ დანიშნულ მანქანამდე.
ასე რომ კომისარიატში აზრი არ ქონდა მისვლას.
მეორე ვარიანტიც მოვსინჯე: სირენის ხმა შემომესმა, მერე დაპანიკებული ხალხის აქეთ იქეთ სირბილი და სახლებში შეცვენები. ნელნელა გარბის კადრები ჩემს გაშტერებულ თვალებში, ზოგი როგორ იცვამს სამხედრო ფორმას. ერთი კარადაში შეძვრა ...არა ძმაო მე კარადაში მეორეჯერ დამმალავი არ ვარ, იმის მერე რაც ერთ ქალს დააწია თავის ქმარმა როდესაც კარადაში დამალობანას თამაშის დროს დამასტუკა, შეძრომა კი არა მის მერე ხელის შეყოფაც მეშინია. დღემდე მეჩხუბება დედაჩემი რაღა დროს ჩემი შენი მომსახურებააა ამხელა კაცმა ტანსაცმელი შენით ვეღარ უნდა გამოიღო კარადიდანო?.
სახურავზე აძრომა ხომ საერთოდ სისულელედ მივიჩნიე, თუნუქს იმხელა ხმა აქვს ყრუ ნადეჟდა ბებიას მაშინვე უბრუნდება ხოლმე სმენა და სირენაზე მაღალი ხმით პოლიცია გრაბიატო გაიძახის.
ვერც საწოლქვეშ შევძვრები - უკვე ერთი თვეა რაც დიდი სათაგური გდია და არ მინდა თაგვზე პირველი მე დამიჭიროს.
მაშ ასე. პატარა ქაღალდი მაცნობდა: ამავე თვის 22 რიცხვში, დილის, რატომღაც დღის 11 საათზეც ეწერა,  ამა და ამ ადგილზე, ესა და ეს ნომერი, ქვეშ სქლად გაზგასმით ეწერა ყვითელი ავტობუსი, ესა და ეს აგილი. უნდა გამოცხადდეო.
თვალი ავტომატურად კალენდრისკენ გამექცა და 22 დღეს არ ყოფილა?
რაღა მექნა  სასწრაფოს ავმოქმედდი. პირველი შევარდი ვანაში და გაპარსვა დავიწყე. თორემ ვინ იქნება ჩვენი ასეულის უროსი არ ვიცოდი და მისი დამცირება არ მინდოდა.
ჩავიცვი საკმაოდ უბრალოდ. სარკეში ჩავიხედე და თამზე ხელი გადავისვი. აზრი არ ქონდა ჩემი ორი ღერის გამო პარიკმახერის შეწუხება, სასწრაფოდ დავლიე ყავა, დედას შუბლზე ვეამბორე, 2 კვირით დავემშვიდობე და დანიშნულების ადგილზე მივქანდი. ვიპოვე ავტობუსი, ჩამოვჯექი ჩემთვის განკუთვნილ სკამზე და თვალები დავხუჭე.
- ვა შენც მოგივიდა ტო? გამაღვიძა ნაცნობმა ხმამ. თვალებს არ ვუჯერებდი. გვერდით თავისუფალ ადგილას ჩემი მეგობარი მოკლათებულიყო და თავისი იდიოტურიმსგავსი ღიმილით შემომციცინებდა. კარგად ავათვალიერე. ეტყობოდა ძააან სიამოვნებდა რომ (პოვესტკა) მოუვიდა. მარა საერთოდ არ ენაღვლებოდა უფროსის დამცირება, წვერი ბლანჟედ გადაეკეთებინა და მოშვებული თმა რატომღაც ალბათ მოერიდა მაინც ხალხის, რეზინით ჰქონდა უკან შეკრული.
– რას გავხარ, ასე ვინ მიდის ბიჭო ჯარში? გაუღიმე და გადავკოცნე.
– მოიცა ერთი, არ გახსოვს როგორ წავედით იიქ, ასწია საჩვენებელი თითი.
ამასთან უკვე აზრი არ ქონდა კამათს.
როგორც იქნა დავიძარით. დისლოკაციიის აგილზე ყველაზე ბოლო ჩვენი ავტობუსი მივიდა. ტერიტორიულად არც ისე შორს იყო ერთ-ერთი კონფლიქტის ზონიდან. მე შეშფოთებული ვუყურებდი მეგობრის ბედნიერ და ღიმილიან სახეს, რომელიც აქეთ იქით ატრიალებდა თავს, თითქო ტერიტორიას ზვერავსო და შიგადაშიგ ჩემსკენ გამოიხედებოდა და თვალს ჩამიკრავდა ხოლმე. საკმაოდ შევშფოთდი. არა არ მეშინოდა უბრალოდ ვგრძნობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი მის გვერდით 24 საათი. საჭირო ოთახთანაც უნდა მედარაჯა მისთვის.
მოკლედ დაგვირიგეს ფორმები, გაგვანაწილეს ყაზარმებში. საბედნიეროდ ჩემი მეგობარის გვერდით მოვვდი. ერთმა კვირამ მალე გაირბინა. კილომეტრები ვირბინეთ. ალბათ რომ შევკრიბო რომამდე უკვე ჩარბენილი უნდა მქონეს. ახალი ფიტნეს ფამფი, რომ დამეშალა სახლში და მატროსოვივით რომ გადავემხე, აქაც ლამის იგივე დამემართა. ამ კვირაში ორჯერ მომიწია მეგობრისა და ასეულის მეთაურს შორის ჩადგომა ბლანჟეს მოპარსვა არ მოპარსვის თაობაზე. და რაც მთავარია სუფისა და ფაფას ჭამა დავიწყე. სასადილოში პირველად, რომ მოგვართვეს ისეთი სახით ვჭამდი მეთაური შემეკითხა: რაა ლიმნის წვნიანია თუ კართოფილისო? და თვითონვე ჩემი თეფშიდან გასინჯა რომ დაჯერებულიყო მართლა კართოფილის თუ იყო. მოკლედ ჯერ მშვიდობაა.
დაიწყო მეორე კვირა. ჩვენ გვასწავლიდნენ მტრის ზურგში მოქმედებას და ტყვედ ჩავარდნილების განთავისუფლებასა და დანიშნულების ადგილზე ცოცხლად მიყვანაში. ჩემი მეგობარი ფეხზე დამდგარი და ცალი ხელით ისროდა ავტომატს მიზანში, ამის გამო მეთაურთან მთელი ღამე ხვეწნითი საუბარი მქონდა რომ არ დაესაჯათ.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, საღამოს დავალება მოგვცეს განკუთვნილ ჯგუფს. უნდა გამოგვეყანა ტყვედ ჩავარდნილი სამი ჩვენიანი მტრის ბანაკიდან და მზად ვყოფილიყავით ყველაფრისათვის. ასეთი ბედნიერი ჩემი მეგობარი არასდროს მინახია. სულ ხელების ფშვნეტით დადიოდა აქეთ იქით და ჩუმად თავისსთვის რაღაცას ბუტბუტებდა. ალბათ მისიის დავალებებს იმეორებდა და პატარა მონახაზებს აკეთებდა თავისთვის.
მაშ ასე დილის 5 საათია. გამოცხადდა განგაში. სასწრაფოს წამოვცვივდით საწოლებიდან და ჩაცმა დავიწყეთ. ჩემი მეგობარი უკვე ჩაცმული იყო და საწოლს ასწორებდა.
- რაა ჩაცმული გეძინა? – შევეკითხე გაკვირვებულმა
- შენ თავს მიხედე და დროზე – თითქოს ჟუკოვი ყოფილიყო ისე გადმომაძახა და კარავიდან გავიდა.
- მაშ ასე თქვენ გევალებათ და ა.შ დაგმოძღვრა მეთაურმა. ჩავსხედით განკუთვნილ „ბტრში” და შეუდექით მისიის შესრულებას.
გადმოგვსხეს სადღაც ტყეში. მთავარი გზამკვლევი წინ გაუშვით და ჩვენც ალაგა ალაგ პერიმეტრის გაკონტროლებით და მოკლე მოკლე გადარბენებით გავყევით უკან. მეგობარი გვერდით მომსდევდა. მთელი სერიოზულობით აკონტროლებდა პერიმეტრს და რემბოს, რომ მოიმწყვდევენ ტყეში და გამოსავალს. რომ ეძებეს ისეთი თვალებით იყურებოდა აქეთ იქეთ. როგორც იქნა გზამკვლევის მოხრილი ხელი დავინახეთ, შევჩერდით და ჩავიცუცქეთ.
- „ვსიო” მოვედით, ეხლა ნახე „ბოი”! ჩამახვნეშა ჩემმა მეგობარმა ყურში და სანამ რამეს ვეტყოდი 15 მეტრით წინ გადაიწია პოზიციაზე. რაღა უნდა მექნა? მეც რომ გადამეწია „ჰაუბახტი” ნაღდად არ ამცდებოდა უდისციპლინობის გამო, დავალების შესრულებისას.
მოკლედ, მზევრავები წინ წავიდნენ და თხუთმეტ წუთში სათანადო სიგნალი მივიღეთ და მისიის შესრულებაც დავიწყეთ. მაქსიმალურად ჩქარა მივხოხავდი ვითომ ობიექტისკენ, სინამდვილეში კი მეგობარს წამოვეწიე და გაუსწორდი. აბა ჩევენებური გავიხსენოთ თვალი ჩამიკრა. ხმაზე შევატყე რომ ძაან აღზნებული იყო. ხოდა სხვა რა გზა იყო ჩაყოლა ვამჯობინე და თვალი ჩაუკარი. როგორ აღმოვჩნდით ტყვეთა ოთახში და როგორ დავადექით თავზე მტერს ამ სახედრო საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ.
- დაყარეთ იარაღი და ხელები მაღლა ალყაში ხართ! ისეთი სიფათით და ხმით დაიყვირა ჩემმა მეგობარმა რომ ტყვეებმაც კი ხელები აწიეს. სასწრაფოს გაათავისუფლე ჩვენები ესენი შეკარი. დროზე ახლა მე მიღრიალა როლში შესულმა. უმალ შევასრულე მისი დავალება. დაპატიმრებული „მტერი” ცხვირწინ გავირეკე. მოკლედ მისიის 1 ნაწილი შესრულებული იყო ჩვენებურად. ჩვენებურად იმიტომ რომ, როცა ტყვეები მივიყვანეთ ჩასაფრებსი ადგილას გაოგნებულები გვიყურებდნენ. დიახ დიახ გადავუხვიეთ თქვენს გეგმას და ჩვენი გამოვიყენეთო ამაყად თქვა ჩემმა მეგობარმა და დააყოლა პაბედიმიხ ნე სუდიატო და დავია ახლა ჩქარა დისლოკაციის ადგილისკენო. დანარჩენ ნახევარს არ დაველოდეთ და უკან დავიწყეთ დახევა. მოცრილ მინდორზე რომ გავედით უცბად სროლა ატყდა ტყის მხრიდან. რაციიით მივიღეთ შემდეგი შეტყობინება ჩვენი უთავობის გამო პრიამა მტრის მდევარს გადავყრივართ. ტყვეები ცოცხლად გამოიყვანეთ ალყიდან. თქვენ კი თუ გინდათ ურიგოდ მიქალ გაბრიელთანაც მოხვედრიხართო – იყო ბრძანება. მეგობრის გაბრაზებულმა ხმამ გამომაფხიზლა – თუ არ იცოდი შე იდიოტო რას ატრიალებდი აქეთ იქითო. შემოვტრიალდი. მას, პატარა ბიჭისთვის წაევლო ყელში ხელი და მე რომ არ ჩავრეულიყავი ალბათ მიახრჩობდა. - რა დღეში ხარ მეთქი ვუსაყვედურე.
- რა და ამ იდიოტს, მიმითითა გადარჩენილზე, კომპასი არევიაო.
- კაი დაწყნარდით და გავიდეთ ახლა აქედან თქო. ავიღე ჩემ თავზე მცირე ამალის უფროსობა. დაწექით ყველა - გავეცი ბრძანება.
ჩაწოლილები ვართ და არ ვიცით რა ვქნათ. რაციით ავია დახმარება მოვითხოვეთ, მარა ეტყობა რახან გეგმას გადაუხვიეთ, ბებიათქვენისამო როგორც გინდათ ისე მოიყვანეთ ტყვეები დისლოკაციისი ადგილამდეო.
ამაზე საერთოდ გადაირია ჩემი ძმაკაცი.
- რა ვქნათ? გადავულაპარაკე მეგობარს.
- მაცალე – შემომიღრინა, და საიდან ქონდა ან როგორ ვერ შევამჩნიე „შტიკნოჟი„ წამოაცვა ავტომატს.
- ეხლა მისმინეთ. გამოსცრა კბილებში, მე გზას გაგიწმინდავთ, შენ და შენ ტყვეებს გაიყვანთ, შენ და შენ პერიმეტრს გააკონტროლებს და დაცვით ხაზს შეუქმნით, შენ კი თვალები დაუბრილა კომპასისტს მე დამაზღვევ.
- მოიცა კაცო გაგვიმხილე მაინც რას აკეთებ? – გულმა რეჩხი დამიწყო.
- შეასრულე ბრძანება – დამიბრიალა თვალები.
- ეს ვინღა დანიშნა უფროსად მომეცით რაცია? – ლამის საბედისწერო კითხვა დასვა კომპასისტმა, მე რომ არ ჩამევლო მეგობრისთვის მკლავში ხელი და არ შემეჩერებინა.
- მოკლედ ვიწყებ. იღრიალა ჩემა მეგობარმა და წინ პოზიციის დასაკავებლად გახოხდა.
რამოდენიმე მეტრში შეჩერდა და კაი ხანი გაისუსა.
- რა მოუვიდა ნეტავი? და მეც მიუახლოვდი.
- ბიჭო ჰა რა ხდება? მეგობარმა ყურადღება არ მომაქცია მაგრამ ერთ ადგილას ჰქონდა თვალი გაშტერებული, მთლიანად მომართული ჰქონდა ყველა კუთნთები, ავტომატი ჩაებღუჯა მაგრად და ბა ბა ბა ბა ბა ბა ბა ბა ბა- გამოსცემდა მისი ხმა.
- რა ბა აგიტყდა რას აპირებ? – ეხლა იკდარა და შემომხედა. გაიღიმა და ისევ გააგრძელა ბა ბა ბა ბა ბა. დავფიქრდი. ახლა მეგრელი იყოს მეთქი კი მესმის ბაბა მამას ნიშნავს და გულში იგინება ბაბას გიტირებთო, მარა მაგან მეგრულად გინებაც არ იცის. ახლა მთლა აურია და ბავშობაში ომობანს რომ ვთამაშობდით და პისტოლეტებს, რომ დავიჭერდით და ბახ ბახს ვიძახდით. არა ეგეც გამოვრიცხე ახლა არ გამწირავდა ასე უფალი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ამ მომენტში ჭკუიდან შემცდარიყო. მაგრამ საიდანღაც მახსოვდა ეს სიტუაცია და რაღაცა სიტყვას ნიშნავს. ეჰ სკლეროზი მაქვს მგონი. ბა ბა ბა ბა ბა მოუმატა ხმას მეგობარმა და წამოიწია. აააა გამახსენდა იაპონური სიტყვაა. ეგრევე ვეცი შეტევისთვის გამზადებულ მეგობარს და რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავებღაუჭე. მომეხმარეთ დავაბათ თორემ უბედურებას დაატრიალებს ვუყვირე ბიჭებს. ყველა ერთიანად მოვარდა დაჟე უკვე ჩვენი ტყვეებიც. არ გაუშვათ დააკავეთ, ჩქარა რაცია, შტაბთან დამაკავშირეთ.
-  შტაბი გისმენთ გაისმა უფროსის ხმა.
- სასწრაფოდ მოგვხსენით ალყა და უბრძანეთ, რომ ერთი ტყვიაც არ გავარდეს თორემ აქ ცოდვის ბუდე დატრიალდება. სასწარფოდ ჩამოვაყალიბე ჩემი მოთხოვნა და ცალი თვალი მეგობრისკენ მქონდა მიპყრობილი. რომელსაც დასეული იყვნენ ბიჭები და ძლივს ამაგრებდნენ ადგილზე.
- რაოოო მომესმა რაციაში ........... ხუთი წუთი გაოგნებული ვიდექი. ასეთი გინება ჩემ ცხოვრებაში არ მსმენია და არც გამიგონია. ამისთვის კი ღირდა ნაღდად წამოსვლა რეზერვში.
- ამხანაგო უფროსო წყნარი ხმით გავაგრძელე. თუ თქვენ დროულად არ მოხსნით ალყას, მაშინ უნდა მოიქცეთ ასე: სასწრაფოდ ჩამოიყვანოთ სამხედრო პროკურორი ამა და ამ მუხლის განაჩენით ხელში რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, სპეცნაზი რათა დააკავოთ ჩემი მეგობარი, მოამზადოთ ტელევიზიისთვის სპეციალური განცხადება რომ ბანდიტური თავდასხმა მოხდა ჩვენ განაყოფზე წვრთნის დროს, და კიდევ არ ვიცი რამდენ ოჯახისთვის მოგიწევთ კონპესაციიის გადახდა. მივაყარე უფროსს, გავთიშე რაცია და სასწრაფოდ დავედევნე გათავისუფლებულ შეტევაზე გადასულ მეგობარს.
ალბათ ყურად იღეს ჩემი განაცხადი. დისლოკაციიის ადგილზე პირველი „მტრის„ ჯარმა მიირბინა, მერე ბანზაის ყვირილითა და ყველას დაგხოცავთ თქვე ჯიშ მ...ლებოო ჩემა მეგობარმა და შეჩერდი ომში არა ხარ მეთქი ყვირილით მეც გადავლახე ფინიშის ზოლი.
მეორე დღესვე სპეციალური დაცვით მე და ჩემი მეგობარი სახლებში მიგვიყვანეს ჩაგვაბარეს მშობლებს და მდუმარედ დაგვშორდნენ.
ერთი კვირა გავიდა. დილის 7 საათზე ზარი დაირეკა, მერე დააკაკუნეს და მერე ისე დააბრახუნეს ცალფეხზე შარვალ ამოცმულმა გავაღე კარები. ჩემ წინ ჩია, დიდ სათვალეებიანი ძია კაცი იდგა და პატარა ფურცელს ჩაკირკიტებდა. რა გნებავთ? ვკითხე და თავზე დავუმთქნარე. ჩემი გვარი ხმამაღლა დამარცვლით წამოიძახა.
არა რა ბედი არ გინდა ახლაგაზრდა კომისარიც მიაყოლეს წინას გუშინ.
- ვა კიდევ ერთად მოვხვდით გამომაფხიზლა ავტობუსში ნაცნობმა ხმამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები