ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრესკაული
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2012


(რომ...)


(რომ...)

"შეგიყვარებდი. თმა ... ხუჭუჭა თმა რომ გქონოდა."
პაპუნა გიორგაძე

ახლა სექტემბრის შუა რიცხვის განთიადია,
ჩემი მეზობლის ვაზებივით ვისხლავ მაჯებს და
გადაღლილ მთვარეს უამრავი ლექსი ატყვია,
თუმცა ამ ლექსის მეტაფორას უმალ დაჯერდა.

რა საიმედოდ უფრო მიჯობს გითხრა სიმართლე,
მე აქ ვდევარ და შენ მოდიხარ ქვეყნის ბოლოდან,
შეგიყვარებდი უსათუოდ ოღონდ გველივით,
ან ხავერდივით მწვანე თვალის ფერი გქონოდა.

ზეცამ აკეცა გასაშლელი ღრუბლის კიბე და
მე კი საშენოდ სამყოფელი ცაში გავშალე,
თექას გაშლიდით ალბათ შენდა ჩემი დიდედა,
ოღონდ უთუოდ გკეთებოდა უნდ თავშალი.

შვილს გააჩენდი ალბათ ადრე ასე თექვსმეტის,
ნუ გამიჩენდი ოღონდ ლაჩარს, ბოროტს ოღონდაც
და იქნებოდი ჩემი ცოლი ასჯერ თექვსმეტი.
უბრალოდ მინდა შავი, შავი თმა რომ გქონოდა/

იუბილეზე გაჩუქებდი ცისფერ ავგაროზს.
გაიღიმებდი მადლობელი მორცხვად მხოლოდ და
მეყვარებოდი ალბათ ისე როგორც არასდროს,
მთის ლუდივით რომ მოყვითალო კანი გქონოდა.

ახლა სექტემბრის შუა რიცხვის განთიადია,
გამოუყვია თაკარა მზეს თავი სოროდან,
შეგიყვარებდი ამ წუთასვე ოღონდ ადრიან
გაზაფხულივით საამური სუნი გქონოდა.

11/09/2011.წ გ.ფრესკაული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს