 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 30 მარტი, 2012 |
გუშინ რუსთაველზე ვსეირნობდი, გულმა სიმწრისაგან რეჩხი მიყო წამით, ლაღიძის წყლის ნაცვლად ფართლეულს ყიდდნენ, ხოლო ის ჭადარი ძირს მოეჭრათ წალდით, სადაც ჭაბუკობას თავს ვიყრიდით ყველა, და თბილისურ ალიონსაც ვლოცავდით ყანწით, გალაქტიონს აქ უყვარდა ფრენა-სეირნობა, და ჩვენ ლექს-სიმღერით დილითა თუ ღამით. ვიღაცას რა ბოღმა მოერია, ან რამ გაუშავა გული, ალბათ ვერ მოირგო თბილისლობა და ვერც კაცობა იჩალიჩა ხათრით, ბოროტების მატლებს გამოუხრავთ ჭადრი, სამართალია გამხდარი საძებარი სანთლით. თურმე პლეხანოვი, სოლოლაკი გაქრა, არ არსებობს, გლობალიზაციამ შეუერთა ბაქოს, -, თმა ვიღას შევჭრაო, პური რითი ვჭამო, - ჩივის ვერელი დალაქი - საქო. საქოს და მახოს, სოკრატს და დანტეს, ჩუმად დაუგებენ ეკლიან მახეს, რომ გააჩუმონ, ანდაც დაიჭირონ, ან ასროლინონ კუთხიდან დანტესს. მერე დანტესსაც “სროკზე” გაუშვებენ, და საქოსაც გაპარსავენ ულვაშს, მახოს ჩაუშვებენ სხვა “მახონი”, ბოზობა ხომ კარგია და პროგრესული, არაუშავს! სიმართლის თქმა ამ ქალაქში გომურია, ხე და ეკალ-ვარდი ყველა პასუხს ითხოვს, ნეტავ ვისას ყიდით, ეს ქვეყანა რა გგონიათ, ანდერძში მოყოლილი, თუ ბაბუთქვენის სამიკიტნო? ჭორს, სიძულვილს და სიხარბეს მუხთალს, თან გადაყვებით მალე, და არცთუ ისე გვიან, ნიანგის ცრემლიც აღარ გიშველით, ასე რომ შვენის, თქვენს ძმაკაცს, მურტალსა და რქიანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ამ ლექსს სალაშინი სჭირდებოდა და აი ასეთი ცვლილებები შევიტანე:
"....გალაქტიონს აქ უყვარდა ფრენა-სეირნობა, ჩვენ კი, ლექს-სიმღერა დილითა თუ ღამით...
....-, თმა ვიღას შევჭრა, ან პური რითი ვჭამოო, - ჩივის ვერელი დალაქი - საქო. საქოს და მახოს, სოკრატს და მახვშებს, ფლიდად დაუგებენ მახეს,....
...ბოზობა ხომ ”ცვეტშია” და ხარობს, არაუშავს! სიმართლის თქმა ყველას ეშინია, ჭადარი და მუხა კი, ორივე პასუხს ითხოვს, ნეტავ რას, ან ვისას ყიდით თქვე ბედკრულნო, ანდერძში მოყოლილს, თუ ბაბუთქვენის სამიკიტნოს? ჭორი, სიძულვილი და სიხარბე სულის, თავად შეგჭამთ და არც ისე გვიან, ნიანგის ცრემლიც ვეღარას გიშველით, ასე რომ შვენის თქვენს ძმაკაცს, მურტალსა და რქიანს."
ისე კი, უღრმესი მადლობა ყურადღებისა და შეფასებისთვის! :) :) :)
ამ ლექსს სალაშინი სჭირდებოდა და აი ასეთი ცვლილებები შევიტანე:

3. მრავლისმთქმელია ! მრავლისმთქმელია !
2. "გუშინ რუსთაველზე ვსეირნობდი" - გენიალურია ! "გუშინ რუსთაველზე ვსეირნობდი" - გენიალურია !
1. ძალიან მაგარია. ჩემი შეფასების მაქსიმუმი: +2
აი ასეთ ლექსს ვუწოდებ მშვენივრად გამოხატულ პროტესტს, ზუსტი ადრესატი, პოეტიკური პრელუდია, გაგრძელებაც და ფინიც.
ძალიან მაგარია. ჩემი შეფასების მაქსიმუმი: +2
აი ასეთ ლექსს ვუწოდებ მშვენივრად გამოხატულ პროტესტს, ზუსტი ადრესატი, პოეტიკური პრელუდია, გაგრძელებაც და ფინიც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|