 | ავტორი: ნენენენე ჟანრი: პოეზია 2 აპრილი, 2012 |
ბოლოს,სანამ გავიხურავდი იმედის კარებს დავაცარიელე ოთახი ჭორიკანა ნივთებისაგან,თან დიდი ხანი გავიდა რაც არ გამიღია..ნესტის სუნით გაიჟღინთა.დანევროზებული იატაკიც რა დღეშია ხედავ?უკვე დიდი ხანია აქ არავის გაუვლია... ფანჯრებიც ჩამსხვრეულან და ისე გამომწვევად გამოიყურებიან,რაგაც მაცდურად უბიძგებენ ადამიანს სუიციდისკენ. არ ისუნთქო!აქ სხვადასხვა ემოციებია ჰაერში გაბნეული ან თუნდაც ამ უჰაერობაში. -შემოდი!ნუ გეშინია,ეს ჩემი ყველაზე ცარიელი ოთახია,შემოდი!ოღონდ,არ ისუნთქო. რა უცნაურია,ობობებიც კი წასულან.აქ ოდესღაც ჩემი სურნელი იდგა და ისიც გაპარულა ფანჯრიდან,და ახლა ოთახის ყველა კუთხიდან ნაწყენი სიმარტოვე იყურება. ზემოთ აიხედე,ხედავ?დამტვერილ ნათურასაც გასწყვეტია მოთმინების ძაფი და სიბრაზისაგან გაშავებულა. ოთახის სიღრმიდან მოდის ყველა ემოცია,იცი,ოდესღაც ამ პატარა ადგილას იკრიბებოდა ყველა შეგრძნება დედამიწის ზურგზე,ახლა კი... შენც ხედავ ხომ კედლებიდან ჩემს გრძნობებს,ექოსავით იმეორებენ წარსულს. მოდი გავიდეტ ამ ოთახიდან..არა,დაიცა!აქ სადღაც ჩემი ბავშვობა უნდა იყვეს დამალული...აი,ნახე საწოლის ქვეშ ეს ყუთი,მოდი სინათლეზე გამოვიტანოთ...გახსნი და იცი რა ლამაზია?გაცვეთილი კადრით მოგონებები ამოფარფატდებიან...ნახე,ეს ჩემი თოჯინაა,გაიცანი... მეტირება...დახუჭე თვალები... ეს ჩემი ყველაზე ცარიელი ოთახია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მადლობააააა :* მადლობააააა :*
17. " -შემოდი!ნუ გეშინია,ეს ჩემი ყველაზე ცარიელი ოთახია,შემოდი!ოღონდ,არ ისუნთქო." < --- არ მისცეთ საშუალება ისუნთქოს ! კარგი ხარ " -შემოდი!ნუ გეშინია,ეს ჩემი ყველაზე ცარიელი ოთახია,შემოდი!ოღონდ,არ ისუნთქო." < --- არ მისცეთ საშუალება ისუნთქოს ! კარგი ხარ
16. მომეწონა +++ მომეწონა +++
15. მომწონხარ )) მომწონხარ ))
14. რამხელა სევდანარევი პაწაკუნაა! რამხელა სევდანარევი პაწაკუნაა!
13. იმედის კარები იმიტომ რომ დიდი ხანია არავინ აღებს...დანევროზებული იატაკი იმტომ რომ არავის გაუვლია დიდი ხანია...სიმარტოვეე _ოთახი ცარიელია.. იმედის კარები იმიტომ რომ დიდი ხანია არავინ აღებს...დანევროზებული იატაკი იმტომ რომ არავის გაუვლია დიდი ხანია...სიმარტოვეე _ოთახი ცარიელია..
12. მადლოობ...კი მეც ეგრე ვფიქრობ რომ "იყვეს" აქ კულმინაციაა მადლოობ...კი მეც ეგრე ვფიქრობ რომ "იყვეს" აქ კულმინაციაა
11. იმედის კარები. დანევროზებული იატაკი.ნაწყენი სიმარტოვე.გაცვეთილი კადრები... "აქ სადღაც ჩემი ბავშვობა უნდა იყვეს დამალული"= "იყვეს დამალული" ზე-კულმინაცია იყო. შეიძლება ესაც ნიჭია, ამდენი ხელოვნური სიტყვეთაშეთანხმებების ერთ ტექსტში მოქცევა. იმედის კარები. დანევროზებული იატაკი.ნაწყენი სიმარტოვე.გაცვეთილი კადრები... "აქ სადღაც ჩემი ბავშვობა უნდა იყვეს დამალული"= "იყვეს დამალული" ზე-კულმინაცია იყო. შეიძლება ესაც ნიჭია, ამდენი ხელოვნური სიტყვეთაშეთანხმებების ერთ ტექსტში მოქცევა.
10. მადლობთ !!! წარმატებები თქვენც :))) მადლობთ !!! წარმატებები თქვენც :)))
9. აქ ოდესღაც ჩემი სურნელი იდგა და ისიც გაპარულა ფანჯრიდან,და ახლა ოთახის ყველა კუთხიდან ნაწყენი სიმარტოვე იყურება.
ძალიან ლამაზი ჩანახატია. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მე იმედიანი განწყობილება შემიქმნა. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში შეიჭყიტე, თუნდაც ცოტა ხნით. :-) წარმატებები! აქ ოდესღაც ჩემი სურნელი იდგა და ისიც გაპარულა ფანჯრიდან,და ახლა ოთახის ყველა კუთხიდან ნაწყენი სიმარტოვე იყურება.
ძალიან ლამაზი ჩანახატია. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მე იმედიანი განწყობილება შემიქმნა. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში შეიჭყიტე, თუნდაც ცოტა ხნით. :-) წარმატებები!
8. წარმატებები წარმატებები
7. ტკივილიანი უფრო ... ტკივილიანი უფრო ...
6. ლამაზიც არის ემოციურიც სევდიანიც ტკივილიანიც ++ ლამაზიც არის ემოციურიც სევდიანიც ტკივილიანიც ++
5. ხო, ეგ მარადიული პრობლემა :):):):) მადლობა, გაიხარე :*:* ხო, ეგ მარადიული პრობლემა :):):):) მადლობა, გაიხარე :*:*
4. ხოო მაგრამ ეგ დღეს დავდე და 3 დღე ვერ დავდებ ვერაფერს =( :) შენც წარმატებებს გისურვეებ :) ხოო მაგრამ ეგ დღეს დავდე და 3 დღე ვერ დავდებ ვერაფერს =( :) შენც წარმატებებს გისურვეებ :)
3. არაფრის :) კიდევ წავიკითხავდი სხვა ნაწერებსაც :):) არაფრის :) კიდევ წავიკითხავდი სხვა ნაწერებსაც :):)
2. მადლოოოობ :))) მადლოოოობ :)))
1. ბოლოს უკვე ემოციებმა მძლიეს :):)
მომეწონა.. სასიამოვნოა ბავშვობის გახსენება, ამ ნაწერმა მეც თვალწინ გადამიშალა ყველაფერი :):)
წარმატებები ნენ :):) +2 ბოლოს უკვე ემოციებმა მძლიეს :):)
მომეწონა.. სასიამოვნოა ბავშვობის გახსენება, ამ ნაწერმა მეც თვალწინ გადამიშალა ყველაფერი :):)
წარმატებები ნენ :):) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|