ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2012


„კრიტიკული რეალიზმი“

საშინლად უხერხულ, ეკლიან მოგონებათა მტვრიან ბილიკზე გულმდუღარედ მივაბიჯებ...
გზად მხვდებიან:
აუტანელი მარტოობა;
ყელში ცრემლმობჯენილი იმედგაცრუება;
დაბოღმილი შიმშილი (როგორც ფიზიკური, ისე სულიერი);
ცინიკური მიტოვება;
დასისხლიანებული თითები;
ტუჩმოტეხილი დოქი ნიჭიერებისა (როგორც ცოდნის არასწორად გარდმოვლენის მამხილებელი);
ფრთამოტეხილი მერცხალი პირველი სიხარულისა;
ხმა შუაღამისა: „რა გვეშველება?“;
განწყობა, სახელად „თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი...!“ ან „ამ მისამართზე მსგავსი არაფერია!...“;
რუდიმენტის რუდიმენტი;
გასალესი კედელი, სახელად „ეტიკეტი“;
გაბოროტებული ბოროტება;
შუბლისძარღვგამწყდარი მოწოდება, სახელად „გადარჩი...!“;
ზონარგახსნილი დაუდევრობა;
არქივარიუსი;
სხვანი...
ამ საცოდავებს დასცინიან:
ხისტი ინტელექტი;
მდაბიოთა ლიდერი პროვინციიდან;
სიბერით შეწუხებული ჩინოვნიკი;
სარგებელზე დაგეშილ ნაბიჭვართა ხროვის სათავეში მოაზრებული...;
სისტემის ჭანჭიკი, განწყობით - “სადაც მეტს იხდიან იქ მიჯობს!..“
სისტემის გაწვრთნილი ტუტუცი, სახელად „ოიდიპოსის კომპლექსი“
დებილი;
ძუკნები „ვერ ვთხოვდებით...“;
წკლაპაწკლუპით მჭამელი;
ხურუშიანი (უკაცრავად);
კატლეტით გამაძღარი უზურპატორი (მგონი მეოთხე სართულიდან);
დიდთავა რაინდი, მოწოდებით - „ტვინ არ მყოფნის...!“
სხვანნი...;
..................................................................................................
ერთნიც და მეორენიც (როგორც “საზოგადოების“ შემადგენეელინი!!!) ცდილობენ დამკვიდრებას. ცდილობენ აღზევებას... ცდილობენ შეშფოთებით შენიღბონ სხვათა უბედურებანი, რომელნიც არარას ავნებს მათს...
წყეულ ფარისეველთა რაზმი - ნაწილი თავს გვაცოდებს, ნაწილი მძლავრობს და გვაიძულებს...
....................................................................................................
- არდარიდებით!
- აბობოქრებით!
- ხმათა სიმკვეთრით!
- სიდინჯთ!
ვიაროთ საშინლად უხერხულ, ეკლიან მოგონებათა მტვრიან ბილიკზე - გულმდუღარედ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები