 | ავტორი: სიზმარა1 ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2012 |
ცივა ცივა ცივა!ჩემი საწოლი ცარიელია, ისევე როგორც ახლა გამთენიისას ჩემი გული.. თვალებს მოაწვა მზის პირველი სხივი უშენოდ.. მტკივა მტკივა მტკივა!დატოვებულ იარებს დრო ისევ ადვილად როგორც ყოველთვის, ბოლოჯერ უკანასკნელად მოაშუშებს..ვდგავარ! ჰო ვდგავარ!მესმის ყველაფრის ქარს უნდა წამიღოს მომგლიჯოს ფესვებიანად.. ზღვა შხეფებს მესვრის უკვე სცხვენია ჩემი.. კენჭები გამირბიან, არ უნდათ ჩემი გახრწნილი ფეხები დავადო.. გული .. გული კიდევ აღარ ფეთქავს ისევ როგორც ადრე მაშინ როცა ჯერ კიდევ....ჯერ კიდევ არ არის გვიან, ერთი მაგრად დამიბერე ქარო მართლაც რომ წამიღო და სულ მტვრად ვიქცე...
თოვს თოვს თოვს.... დარდების ფანტელი სცვივა ჩემს სნეულ გულში.. მინდა რომ ვიწვე.. მინდა რომ ტიროდე .. მინდა რომ.. მგლეჯდე . მინდა რომ მკოცნიდე. მინდა რომ კოცნიდე მიწას რომლის ხილვაც აუცილებლად მოგიწევს.. შენ რაღას უცდი დაუბერე თქო ქარო! მაგრად დაუბერე! თან წამიყოლე მე იქ სადაც ორივე ვიფრენთ თავისუფლათ...შენ კი აქ დარჩები, შენ თუ მატკინე მეც გატკენ.. მოხვალ და მნახავ სადაც ვიქნები ოღონდ აღარასდროს არ გაგიღიმებ.. ვიწვები ჩუმად შენს გარეშე სამარადისოდ..მორჩა მორჩა მორჩა...აღარასოდეს არ შევიყვარებ...
დამთავრდა?!!
ჩაბნელდა.. არაფრის ხმა აღარ მესმის გარდა საკუთარი სულისა.. მოპარულისა, და გაძარცვულისა.. შორს..შორს.. შორს.. უსამართლობა.. სამართალში არეული გადაპრანჭული გამარჯვების დიდი თასით...მიყურებს და იცინის....
თოვს თოვს თოვს... აღარსად აღარ სჩანს ჩემი ბინძური სულის ნაკვალევი...
ჰო. ჰო .. ჰო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|