ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2012


ან შენ იქნები და ან ის..

ეს ღამეც გაილევა, თუმც ცაა ღრუბლიანი,
შენსა და მთვარეს შორის რომ მოჰგავს ბარიკადებს,
ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი ხარ,
რომ დილით გამოჩენას, თვით მზეც რომ არ იკადრებს..

ასე თქვი წავიდეთ და ღრუბლები მოვიპაროთ
ყოველდღე ხალისს რომ გვპარავს,
როგორმე წამოვიღოთ, აქამდე მოვიტანოთ,
მერე შიგ გავშლით კარავს

იქ სადაც შენ იქნები და შენი სილამაზე
ვეღარ დაატყვევებს სულყველა ხულიგანს,
თუმცა დატყვევება? შენი რა ბრალია
თანდაყოლილია და თითქოს სული გაქვს

ისეთი შეუვალი, თან ცამდე აზიდული
ნამიც ვერ ატანს დილის,
ნეტავი ვისი არის ასეთი ნაზი გული
ალიონზე რომ ტირის..

თურმე მზის ყოფილა, ღრუბლებში გემალება,
ყოველდღე რომ ართმევ ხალისს,
ეს ზეცა პატარაა, ორივეს ვერ დაგიტევთ
ან შენ იქნები და ან ის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები