რათქმაუნდა, მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა და მაინც ვწერ უფალზე მრავლობით რიცხვში და თანაც ლურჯზე... შეჩერდი! ჩემი პოეზია არ არის გულწრფელი! მე ვიცი (ვხედავ) რომ ჯერ კანი არის და მერე ხორცი, მაგრამ მინახავს ხალხი (თუნდაც ტელევიზორში) , რომლებსაც აქვთ მარტო ძვლები და კანი, მე მტკივა, თუმცა არასდროს მიწერია მათზე... შეჩერდი! არ არის ჩემი პოეზია გულწრფელი! და აშკარაა რომ სიკვდილი ერთია და გაცოცხლება არცერთი, მაგრამ ხშირად ვწერ ჩემი მეს უამრავ სიკვდილზე და აღდგომაზე... შეჩერდი! გულწრფელი არაა ჩემი პოეზია! მე ვგრძნობ შენს ხელებს ჩემს თმაზე (თუნდაც ყალბად) მაგრამ მაინც ვწერ მარტოობაზე! შეჩერდი! ჩემი პოეზია გულწრფელი არ არის! ვიცი, რაც არ უნდა გავიზარდოთ ცას ხელით ვერ შევეხებით, თუ არა ვერტმფრენები, მფრინავი ბუშტები ანდა სიკვდილი, მაგრამ ხშირად ვწერ, რომ ჩვენ ცის ზემოთ ავიზიდეთ და სამყაროს ზემოდან დავყურებთ, დაშრამული სახეებით (მთვარეებს ვგავართ, უფრო სწორედ ერთ მთვარეს ვგავართ ორივე) შენ გეღიმება! თუმცა შეჩერდი! არ არის ჩემი პოეზია გულწრფელი! ............... ღმერთებო, ადამიანებს, რომლებსაც ჩვეულებრივ, ხორცი აქვთ და შემდეგ კანი, მიეცი ძალა რამდენჯერაც დაიხოცებიან , იმდენჯერ აღსდგნენ, ხშირად იგრძნონ მარტოობა, და დედამიწას ზემოდან უყურონ (ღამ–ღამობით მაინც)! შეჩერდი! ჩემი პოეზია გულწრფელი არ არის! მომეცი ძალა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ბოლოს დავუწერ 2ს..ხელი შევლება არ აწყენდა ნაწერს..კარგი რამ არის და მოუფთხილდი ბოლოს დავუწერ 2ს..ხელი შევლება არ აწყენდა ნაწერს..კარგი რამ არის და მოუფთხილდი
6. მადლობებიი :* მადლობებიი :*
5. გვანცას მოკითხვა და 2 გვანცას მოკითხვა და 2
4. "რადგან სიმართლე მოსაწყენია"
რატიანი.
ნიჭიერი გოგო ხარ !
5. "რადგან სიმართლე მოსაწყენია"
რატიანი.
ნიჭიერი გოგო ხარ !
5.
3. ღმერთმა მოგცეს ძალა! :-* ღმერთმა მოგცეს ძალა! :-*
2. მომეწონა ბოლო ნაწილი. 5! მომეწონა ბოლო ნაწილი. 5!
1. კარგია და გულწრფელი! 5 კარგია და გულწრფელი! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|