ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოლტერგეისტი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2008


გულმა არ დამტია

მომისმინე ბედნიერო ქალის მოდგმავ,
ალაყაფის კარი ახლა გამიღია,
შენ ერთს განდობ ჩემი გულის ამღერებას,
ვისაც ჩემი სიყვარული დაგიგმია...
გულმა არ დამტია,ძილი არ მაცალა,
კვლავაც ამიტირა ღამე მთვარიანი,
ნუღარ გაუწყრები, ნება აპატიე,
შენი სიყვარულით, გული მთვრალი არი!
გულმა არ დამტია შენთან მომიყვანა,
კვლავაც გამილექსა ღამე დარდიანი,
ძმაო!  მელიქიფევ ერთიც ჩამოასხი,
ჩემი შთაგონება, მუზა შავთმიანი.
თვალო!!! თუკი  შეძლებ, ერთიც დამიხატე,
მისი ტკბილი ტუჩი, ბაგე ალიანი,
მინდა ვეამბორო გული დავითუთქო,
გული დავითუთქო, მძიმე , დარდიანი.
რისთვის მიბრაზდები?! ფხიზლად გეამბორე,
ლექსი ჩემი არის განა მოპარული,
რა ვქნა არ დამტია გულმა, გადამრია
ახლა ამოფეთქა გრძნობა დამალული.
ღამე დამეცალა ასე წვეთი-წვეთად,
განა სიყვარულის ძალა დამლევია,
გულს რა დაამშვიდებს,სანამ ზეცის ზღურბლზე,
ღამეს სიყვარულის მთვარე დალევია.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები