ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: იუმორისტული
28 აპრილი, 2012


ეფემერა(გალაკეთებულთაგანი)

ცხენთა შეჯიბრებაზე თოხარიკი ცხენები
ძლივსღა ჰქროდნენ ფლოქვებზე გაცვეთილი ნალებით...
იყვნენ ბუკმეკერები, მაგრამ მე ვიხსენები
წაგებული ფსონების წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ:ერთადერთი ვარ და რვეულში სწერია,
ყველა ფსონი, რომელიც ბუკმეკერთან წავაგე...
ცხენი-ნალის გარეშე ჩემთვის არაფერია,
ვიცი, ფულს ვერ ვიშოვი დაჩემოდანს ვალაგებ.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ვალი დამედევნება,
ძახილით, რომ თვის ბოლოს მიწევს ოქროს პროცენტი...
ლომბარდებს და კრედიტებს ოდესმე ეშველებათ,
ფული არ მაქვს ჯიბეზე,თორემ დღესვე მოგცემდით.
რამდენი მაზიანი ჩვენს შორის გამართული
გაიშლება რვეულში ანი-თა და ჰოე-თი...
ერთი გუნდი მითხარით ევროლიგის ქართული,
ერთი მაინც მანახეთ მოთამაშე-პოეტი.
ო, რამდენი დაცხრება ერთდროს მძლავრი ერები,
თუნდაც რად ღირს ჩამოთვლად:აცტეკები, ინკები...
ფსონთა შეჯიბრებაზე-მხოლოდ ბუკმეკერები,
ცხენთა შეჯიბრებაზე-მხოლოდ თოხარიკები.
აჰა! შორით მოისმის მობილურის გუგუნი,
ვალი ვალებს აეკრა, კრედიტს არ აქვს საზღვარი...
ზოგს პანღური ამოკრეს, ზოგსაც ჰკრეს მუჯლუგუნი,
გათავნულთა სიაა ქვეყნად უზარმაზარი.
ბუკმეკერი შეშლილი, წაგებული ფსონები,
დაიტვირთონ ინტრიგით: ბარსა რეალს მოებას...
ათასჯერ გავაფრთხილე დამქაში-ამფსონები,
მალაგა და ხეტაფე არ ცვლის გარემოებას.
სთქვი, რას ნიშნავს "ზენიტზე" დადებული თანხები,
წინ, იმ adjarabet-თან წაგებულს რომ ჩაიტან...
ჩემებრ მოთამაშეებს ერთში დავეთანხმები:
თავნის მეორე დღიდან ჰგავხარ უწყლო ჩაიდანს!
ანჟისა და ჰიკისთვის არასდროს არ მეცალა,
გადაივსო პროგრამა გამოუცნობ გუნდებით...
ეფენბერგს და იეროს ხელი თუ მოეცარათ,
ალბათ წავლენ ყატარში სახელფასო ცდუნებით.
ნეტავ ბარსას თავკაცმა გუნდში გამიყოლიოს,
ჩელსის მცველებს თამაშის სურვილი რომ უქრებათ...
როცა მინდვრის მაგივრად messi იპყრობს პოლიუსს,
ტერისა და ივანოვს ბურთით დაემუქრება.
უიღბლოთა მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით,
ფანტასტიურ წაგებებს და მოგების ცრუ იმედს...
წარსულში, მომავალში თავნით გადავეშვები:
ვაის რომ გავეყარო და შემომხვდეს უიმე.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება ცხრილის ლიდერი,
ვეძებ ასე 5 კუშს და ვინმე აუტსაიდერს...
მერამდენე წელია საკუთარ თავს ვპირდები,
რომ ოდესმე უამრავ სენსაციას დავიჭერ.
დე, თამაშის თუ დოღის ვიყო ცქერით გართული,
იყოს m.u.-man.city ანდა bari-cesena...
ვიყო ყველა დერბისი მუდამ ხელაღმართული
და იმდენი მოვიგო, მეყოს ჩელსის შეძენად.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც ღუზა გემბანზე,
მსურს, რომ გემო მოგების არაერთხელ ვიგემო...
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით თოხარიკებო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები