 | ავტორი: ბექზა ჟანრი: თარგმანი 30 აპრილი, 2012 |
მახსოვს ის ტანჯვა, ასე ხანგრძლივი: კვდებოდა ღამე სარკმელის მიღმა; მისი დამტყდარი ხელთა ძახილი, აისის სხივით რომ შეინიღბა.
მთელი ცხოვრება, ამაოდ ვლილი, მტანჯავდა, მწვავდა და მამცირებდა; იქ კი, აჩრდილმა, აღმავალ სხივის, გუმბათებს ნათლით შემოუფრინა.
როგორ გახშირდა სარკმელის მიღმა ნაბიჯების ხმა, მიმოსვლა ჩქარი; რუხ გუბეებში, გზად წრეებს ჰქმნიდა წვიმის წვეთების დიდი ლაშქარი.
და დილა იყო გრძელი და გრძელი... მიმძიმდა მე ამ ზეიმის ახსნა; და ყველაფერი დარჩა უცვლელი, საგაზაფხულო ცრემლების თავსხმას.
* * *
Я помню длительные муки: Ночь догорала за окном; Ее заломленные руки Чуть брезжили в луче дневном.
Вся жизнь, ненужно изжитая, Пытала, унижала, жгла; А там, как призрак возрастая, День обозначил купола;
И под окошком участились Прохожих быстрые шаги; И в серых лужах расходились Под каплями дождя круги;
И утро длилось, длилось, длилось... И праздный тяготил вопрос; И ничего не разрешилось Весенним ливнем бурных слез.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|