ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2012


პოეტესა

მე-ლავანდი, შენ-ბერდედო ფიქრიანი,
მე-ქარაგმა, ასხლეტილი ისარი.
შენ-სიმშვიდე, მონადირე სევდიანი,
შენ წინ ვდგავარ, ვერა და ვერ მიცანი.

მე ქარი ვარ, ქარი ქალი, ხეტიალა,
შენს ფესვებზე მოთმინებად შემდგარი.
სიყვარული-ეს შენა ხარ, მე კი არა,
ჰოდა, ფესვებს, შენს თილისმას, შევხარი.

შენ-ბილიკი, საცალფეხო, ჯავრიანი,
მომე ხელი, დამიმგზავრო ეგება,
თორემ ასე, აქეთ-იქით ხეტიალში
უგზოუკვლო პოეტესა მერქმება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები