 | ავტორი: სანდო ჟანრი: პოეზია 6 მაისი, 2012 |
უკაცრავად, რომ ვაცოცხლებ აზრებს, ხან მსგავს, ხან უმსგავსს რადგან არ ვგავარ. უკაცრავად, რომ ვერ ვათბობ ზამთრებს, ჩემთვის, ხან შენთვის ორ ფეხზე ვდგავარ. უკაცრავად, რომ არ ვანგრევ სახლებს, რომ ვხორციელობ, ლოცვისთვის არ ვარ. უკაცრავად, რომ ვაშენებ განცდებს... ღმერთს რისთვის ვყავარ,რომ არ მივყავარ. უკაცრავად, რომ ხან ვერ ვცნობ ხატებს და უკანასკნელ სურვილებს ვკარგავ. მზეზე, რომ ვკიდებ მე ჩემს პრობლემებს და მიწას გულმკერდს ჭუჭყით ვუფარავ. უკაცრავად, რომ სათქმელს ვამთავრებ, უკაცრავად, რომ დანარჩენს ვმალავ... უკაცრავად, რომ ვიჩემებ ფრაზებს... უკაცრავად, რომ უკაცრავად ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლელი კახელი
მადლობელი ვარ... ლელი კახელი
მადლობელი ვარ...
5. წარმატებები ავტორს...+ წარმატებები ავტორს...+
4. გიო ედიშერაშვილი
ჯიგარი ხარ ხელოვანო !!! გიო ედიშერაშვილი
ჯიგარი ხარ ხელოვანო !!!
3. ლეა-კოკო
ჰა ჰაა... ზუსტად მაგას ვფიქრობდი არავინ არაფერს მიხვდეს თქო.... კარგია ლებანიძის შემოქმედებას რომ იცნობ ... ვაფასებ შენს განსწავლულობას პოეზიაში ლეა-კოკო
ჰა ჰაა... ზუსტად მაგას ვფიქრობდი არავინ არაფერს მიხვდეს თქო.... კარგია ლებანიძის შემოქმედებას რომ იცნობ ... ვაფასებ შენს განსწავლულობას პოეზიაში
1. ვააა ლებანიძე გაცოცხლდა?? ვააა ლებანიძე გაცოცხლდა??
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|