 | ავტორი: თეთო ჟანრი: პოეზია 14 მაისი, 2012 |
წავალ, როდესაც იქნება ადრე, მოვალ, როდესაც იქნება გვიან. წელს გაზაფხულის ათინათებს და ბრიალ-ბრიალს მოჰყვება ჩემი და შენი ტანგო. კვირტებს ენაზე მოადგებათ სათქმელი რითმად ყვავილი ფიქრად გამოაყრის ტანზე სამყაროს. იქვე სმენა რომ დაადარაჯონ, თითის წვერებზე შემდგარან ხენი. თავბრუდახვეულთ ნელი ვალსის მსუბუქი რწევით, ალერსისაგან წითლად ალეწილთ, შემოსკდომიათ კაბები კვირტებს. და ჩვენი ტანგო... და ნელი ვალსი... ალბათ ამიტომ წამოწია თავი სიმშვიდემ. ტანგო და ვალსი?! ჩვენ, თავდახსნილნი წლებსმოყოლილ ერთფეროვნებას, ვერაფრით ავხსნით ამ გაორებას... ტანგო-ვალსის ამ ჰარმონიას, უჩვეულს ჩვენთვის, მოვუძებნით უბრალო ახსნას, რომ თავი აღარ შევაჩვიოთ ერთფეროვნებას, შეჩვეულს ზამთრის ნაცრისფერ ფერებს. და ვერ მივხვდებით, მიზეზი რომ იქ არის სწორედ, სადაც ყველაზე ნაკლებად ვეძებთ. ჩემი ბრალია... ... მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში და ამ გაზაფხულს სამუდამოდ ბავშვი რომ შევრჩი, რას გავაბრალო, თუარა ფიქრებს დაუკითხავად შემოსულთ ისე, რომ დაბნეული ავირიე რითმში და ფერში. და იქნებ მივხვდეთ და იქნებ მივხვდე... ეს ჰარნონია ტანგო-ვალსის ფიქრია ჩემი... სულია ჩემი დაბნეული ბედნიერებით... ...მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან მომეწონა. არ ველოდი ასეთ კაგ ლექსს. 5+ ძალიან მომეწონა. არ ველოდი ასეთ კაგ ლექსს. 5+
17. მე ჯერ ახალი დარეგისტრირებული ვარ და ალბათ ასეა, პირველად წაიკითხავდით. კიდევ ნახავთ უცნაურ რამეებს :), სიტყვებს ვგულისხმობ. :) კარგია, რომ საუბარმა მოიტანა. ეს განგებ ვწერ ასე. ის უცნაურობები გამოხატავენ ჩემს განცდებს სწორედ. მადლობა შეფასებისთვის და იმისთვის რომ მესტუმრეთ ჩემს ცოტა უცნაურ სამყაროში. მე ჯერ ახალი დარეგისტრირებული ვარ და ალბათ ასეა, პირველად წაიკითხავდით. კიდევ ნახავთ უცნაურ რამეებს :), სიტყვებს ვგულისხმობ. :) კარგია, რომ საუბარმა მოიტანა. ეს განგებ ვწერ ასე. ის უცნაურობები გამოხატავენ ჩემს განცდებს სწორედ. მადლობა შეფასებისთვის და იმისთვის რომ მესტუმრეთ ჩემს ცოტა უცნაურ სამყაროში.
16. მგონი, პირველად უნდა ვკიხულობდე, ამ ავტორის ნაწარმოებს. ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით - "წავალ, როდესაც იქნება ადრე, მოვალ, როდესაც იქნება გვიან" - ამ ორი ხაზის შემდგომ.
არის კიდევ მცირედი რაღაცებიც, თუმცა, ეს უფრო ინდივირუალური გემოვნების საკითხია და არა ლაფსუსი. გისურვებთ წარმატებებს. 5. მგონი, პირველად უნდა ვკიხულობდე, ამ ავტორის ნაწარმოებს. ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით - "წავალ, როდესაც იქნება ადრე, მოვალ, როდესაც იქნება გვიან" - ამ ორი ხაზის შემდგომ.
არის კიდევ მცირედი რაღაცებიც, თუმცა, ეს უფრო ინდივირუალური გემოვნების საკითხია და არა ლაფსუსი. გისურვებთ წარმატებებს. 5.
15. ისე, შემდეგი ლექსი, რომელსაც დავამატებ, ასე ჰქვია სწორედ ისე, შემდეგი ლექსი, რომელსაც დავამატებ, ასე ჰქვია სწორედ
14. დაგვიანება? რატომ, ლელე? :) დაგვიანება? რატომ, ლელე? :)
13. შენც გყვარებია დაგვიანება :) შენც გყვარებია დაგვიანება :)
12. ჰოო. პასუხი კონკრეტულია, :) უფრო კონკრეტულად? :) ჰოო. პასუხი კონკრეტულია, :) უფრო კონკრეტულად? :)
10. დავაზუსტებ. :)) ანუ მოგეწონათ ჩემი ლექსი და 5 ქულა არაფერია მასთან შედარებით? :)) მე მეგონა მინუს 5 დამიწერეთ და... :)) ცოოტა გამიკვირდა. დავაზუსტებ. :)) ანუ მოგეწონათ ჩემი ლექსი და 5 ქულა არაფერია მასთან შედარებით? :)) მე მეგონა მინუს 5 დამიწერეთ და... :)) ცოოტა გამიკვირდა.
9. არა,ჩემო კარგო-შეფასებაა არაფერი ლექსთან შედარებით:) არა,ჩემო კარგო-შეფასებაა არაფერი ლექსთან შედარებით:)
8. არაფრისმთქმელი? საინტერსოა, ალბათ ლექსს გულისხმობთ. -5-იც საინტერესო შეფასებაა არაფრისმთქმელი? საინტერსოა, ალბათ ლექსს გულისხმობთ. -5-იც საინტერესო შეფასებაა
7. არაფრისნთქმელი? საინტერსოა, ალბათ ლექსს გულისხმობთ. არაფრისნთქმელი? საინტერსოა, ალბათ ლექსს გულისხმობთ.
6. მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში და ამ გაზაფხულს სამუდამოდ ბავშვი რომ შევრჩი, რას გავაბრალო, თუარა ფიქრებს დაუკითხავად შემოსულთ ისე, რომ დაბნეული ავირიე რითმში და ფერში. და იქნებ მივხვდეთ და იქნებ მივხვდე...
არაფრისმთქმელი--5 მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში და ამ გაზაფხულს სამუდამოდ ბავშვი რომ შევრჩი, რას გავაბრალო, თუარა ფიქრებს დაუკითხავად შემოსულთ ისე, რომ დაბნეული ავირიე რითმში და ფერში. და იქნებ მივხვდეთ და იქნებ მივხვდე...
არაფრისმთქმელი--5
5. მადლობა, ტიტე. მადლობა, ტიტე.
2. ფანტასტიური ლექსია 5 ფანტასტიური ლექსია 5
1. ... მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში და ამ გაზაფხულს სამუდამოდ ბავშვი რომ შევრჩი, რას დავაბრალო, თუარა ფიქრებს დაუკითხავად შემოსულთ ისე, რომ დაბნეული ავირიე რითმში და ფერში. და იქნებ მივხვდეთ და იქნებ მივხვდე...
+2 და წარმატებები ეს ჰარნონია ტანგო-ვალსის ფიქრია ჩემი... სულია ჩემი დაბნეული ბედნიერებით... ...მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში... ... მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში და ამ გაზაფხულს სამუდამოდ ბავშვი რომ შევრჩი, რას დავაბრალო, თუარა ფიქრებს დაუკითხავად შემოსულთ ისე, რომ დაბნეული ავირიე რითმში და ფერში. და იქნებ მივხვდეთ და იქნებ მივხვდე...
+2 და წარმატებები ეს ჰარნონია ტანგო-ვალსის ფიქრია ჩემი... სულია ჩემი დაბნეული ბედნიერებით... ...მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|