დე, ყველა ნაოჭი მაპატიე, სახეზე ჩემ გამო გაჩენილი, ეგ სევდა გულში ვერ დავიტიე მიწაზე ძალით ვარ გარჩენილი. დე, შენ ხარ ქალი _ სასწაული სევდის და იმედის შერკინება თუმცა ამ ყველაფერს გაწვდა გული, მაინც რომ ფარულად გეტირება? ეგ ცრემლი დამყვება გზაზე დარდად და ის ტკივილი, რაც დაგაქვს მკერდით, ცხოვრებამ გატკინა ბევრჯერ მაგრამ, შენ ხომ არასოდეს აუმხედრდი. მე კი სულ მცირედი ტკივილიც კი, ხედავ, რომ ვერაფრით შევიგულე? ჰოდა, ისევ შენთან მოვდივარ და ცრემლით დაგიკოცნი ხელისგულებს. წყენამ არასოდეს დაგინისლოს მინდა ეგ თვალები, საფიცარი, შენს თავს და სიცოცხლეს შევავედრებ, ყველა ტაძარში რაც ხატი არის. დე, შენი ღიმილი სასურველი, ასე რომ კიაფობს ჩუმად, ნაზად, ღამეს რომ შემოხსნა საბურველი და დღეს დაეფინა ფიანდაზად მინდა, რომ მეც დამყვეს ხასიათად. სულიც შენნაირი დამებედოს, წყენასაც დავიტევ ასიათასს, დედა დაიფარე, შეგთხოვ, ღმერთო... დე, შენი ღიმილი, სასურველი, მინდა, რომ ცხოვრებად დამებედოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რატომ მატირე თამთა?? მე კი არა ჩემი ოჯახის ყველა წევრს ამ ლექსზე ცრემლი მოადგა.
ძალიან მაგარი ლექსია რატომ მატირე თამთა?? მე კი არა ჩემი ოჯახის ყველა წევრს ამ ლექსზე ცრემლი მოადგა.
ძალიან მაგარი ლექსია
6. გმადლობ, გავითვალისწინებ... დედაზე დაწერილი ყველა ლექსი მაინც სხვაა (ასევე შენიც:)) გმადლობ, გავითვალისწინებ... დედაზე დაწერილი ყველა ლექსი მაინც სხვაა (ასევე შენიც:))
5. კარგი ლექსია მაგრამ უნდა დამშავება :) მიყვარს დედაზე ლექსები :) კარგი ლექსია მაგრამ უნდა დამშავება :) მიყვარს დედაზე ლექსები :)
4. რამოდენიმეგან ვარდება რითმები, მაგრამ ძალაინ თბილი და ლამაზი ლექსია. ყველა დედაზე ყოველთვის ლამაზად იწერება..
+ 5 :)
დე, შენ ხარ ქალი _ სასწაული სევდის და იმედის შერკინება თუმცა ამ ყველაფერს გაწვდა გული, მაინც რომ ფარულად გეტირება?
საყვარელიი =) :* რამოდენიმეგან ვარდება რითმები, მაგრამ ძალაინ თბილი და ლამაზი ლექსია. ყველა დედაზე ყოველთვის ლამაზად იწერება..
+ 5 :)
დე, შენ ხარ ქალი _ სასწაული სევდის და იმედის შერკინება თუმცა ამ ყველაფერს გაწვდა გული, მაინც რომ ფარულად გეტირება?
საყვარელიი =) :*
3. წყენამ არასოდეს დაგინისლოს მინდა ეგ თვალები, საფიცარი,
დედაზე დაწერილი ლექსები ყოველთვის ლამაზად აღიქმება.. წყენამ არასოდეს დაგინისლოს მინდა ეგ თვალები, საფიცარი,
დედაზე დაწერილი ლექსები ყოველთვის ლამაზად აღიქმება..
2. გაიხარე, მაკა :* მადლობა :) გაიხარე, მაკა :* მადლობა :)
1. ძალიან კარგია!!! თათული, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ტკბილი დედიკოები :) ლექსი ძალიან მომეწონა! ++++++++++ ძალიან კარგია!!! თათული, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ტკბილი დედიკოები :) ლექსი ძალიან მომეწონა! ++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|