გუდაში გამომწყვდეული სულები
კაბადონი
სამყარო სივრცეში უკიდეგანო,სიბრტყეში-ბევრი პატარა სოფლით. თითოეულ სოფელში საუკუნეების მანძილზე დუღდა ჭირი და ლხინი,სიბრძნე და სიცრუე,რაინდობა და ლაჩრობა,ღალატი და ერთგულება,თავდადება და გაუტანლობა,ფარისევლობა და თავგანწირვა. Aამ თვისებების მატარებელი სოფლები მიაგორებდნენ წუთისოფლის მძიმე ბორბალს.
სოფელი სახელად კაბადონი. ზღვაგამოყრილი ხმელეთით,ატეხილი ჭალებით, ცერზე წამომდგარი კავკასიონით. აქედან იხსნებოდა ცის კარი.
ხალხი-უდრეკი ფოლადი, ლეჩაქიანი დიაცებითა და მაჭარივით მგზნებარე ჭაბუკებით. ერი- მლოცველი და მორწმუნე ღვთისა.
-ეს უკვე იყო..ახლა?? გველივით დაკლაკნილი ჭექა-ქუხილი.
უზარმაზარი დარბაზი. უშველებელი ჭაღი, გაჩირაღდნებული სანთლებითა და ბროლის ცრემლებით. ხალხი-ძალიან ბევრი, მკერდზე- მარცხენა მხარეს სამგლოვიარო ყვავილი.
მიცვალებული?? სად არის იგი..
ასეთი დაბნეულობის და სიჩუმის ფონზე დაიწყო კაბადონში სინდისის გარდაცვალების პირველი დღე. არვინ იცოდა როდის მოასვენებდნენ მიცვალებულს დარბაზში,სადაც სამგლოვიარო რიტუალი კარგა ხანია დაწყებულიყო. როგორც იქნა სასახლეც შემოიტანეს და ცერემონიამ სრულყოფილება შეიძინა. ხალხი უღონოდ დაეშვა მუხლებზე, ირგვლივ შიშმა და სიჩუმემ დაისადგურა სასახლე ცარიელი იყო. ჭირისუფალნი შეშფოთდნენ, ვერ გაერკვიათ ვის ეკუთვნოდა კუბო. დაკრძალვის დღე ახლოვდებოდა. და აი, მეშვიდე დღეს საჭირო იყო ნებისმიერის გაწირვა,რათა კუბო ამოევსოთ და სამგლოვიარო პროცესია დაეგვირგვინებინათ. შემდეგ..ორმოცი..წლისთავი..შავებს გაიხდიდნენ და ისევ დაიწყებოდა გაუთავებელი ცილისწამება, მსუყე,ქონიანი პირის ღრუთი ერთმანეთის ლანძღვა-გინება.
მოგვიანებით ყველა მიხვდა,რომ თითოეული მათგანის სხეულში გარდაცვლილი სინდისი იყო დასვენებული, რომ კუბო მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური იყო, რამეთუ ერთი სასახლე ამდენ მკვდარს ვერ დაიტევდა. ეს სამგლოვიარო ცერემონია ისეთივე ფარსი იყო,როგორიც მათი ცხოვრება. სასახლე ღრმად ამოთხრილ ორმოში ჩაასვენეს,გულზე მშობლიური მიწა და ყვავილები დააყარეს,ცივად გამობრუნდნენ უკან და უზარმაზარ დარბაზს მიაშურეს,სადაც ქელეხის სუფრა იყო გაშლილი. ჩაფიქრებული ხალხი დუმდა. Mმკვდარი სინდისი,რომელიც მათ სხეულში იყო დასვენებული,მათთან ერთად იმ ქელეხს ესწრებოდა,რომელსაც კაბადონის სინდისის გარდაცვალება ერქვა.
გუდაში გამომწყვდეული სულები
ვინ ხარ შენ? ვეკითხები ჩემს თავს და პასუხს Gგუდაში გამომწყვდეულისაგან ველი. მე? მე? არ ვიცი, არ მახსენდება,დამავიწყდა. Mმაგრამ მას ხომ ახსოვს, რატომ არ მპასუხობს,ხმას რატომ არ მცემს.
კარგა ხანია გუდაში ზის და ზურგზე მკიდია. სხეულში მყოფი ასე არ მამძიმებდა,მსუბუქი და ლაღი იყო მისი ტარება. ახლა კი მარტოდმყოფი, ცალკეგასული მძიმეა ძლიერ....და გამებუტა.
გარინდული,უმიზნო და უშინაარსო ხმას აღარ მცემს.. მხოლოდ მან იცის ვინ ვარ მე და თუკი ასე გაჩუმდება,ვერავინ გაიგებს ვერც მის და ვერც ჩემს ვინაობას.
თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს. რატომ არის ეს ჩემი გუდა ასეთი მძიმე?? გუდაში მჯდომი თითქოს მე მგავს,ჩემნაირი აქვს პირისახე, ჩაფიქრებული და სევდიანი. თითქოს ღიმილით დაღლია ლოყის კუნთები., თვალები კი ბევრი ფიქრით დანისვლია. ის იდუმალი მზერით მეძახის.
მოიცა, გიჭირს მანამ ყველაფერი დაგავიწყდება. აი შემომხედე _დამავიწყდა მე ყველაფერი და თუმცა კი ვზივარ ნაღვლიანი შენს ზურგზე, შეხე გარჯა აღარ მჭირდება..და შენც ოდესმე ასე იცხოვრებ. Aარ დაიღლები კამათით,ზრუნვით. Dდა როცა ვინმე ზურგზე წამოგიკიდებს,გუდაში მჯდომი დაივიწყებ თუ ვინ იყავი..ან რად გინდა გაიხსენო,აღარ გჭირდება აღარც წარსული და მითუმეტეს აღარც მომავალი.
Dდაბნეული ვარ, თავგზა ამებნა.ვის სჭირდებოდა ცხოვრების გზაზე აღმართის ავლა,ან სიხარულის,ბედნიერების,ტკივილის განცდა??
ეს ჩვენ ვიყავით...ახლა??ახლა ცხოვრება გაგვიბრაზდა,გავიდა გაღმა. ჩვენ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით გული ვიჯერეთ. ბოღმით,ფლიდობით,სულმოკლეობით გავძეხით და ახლაღა მივხვდით რომ ცხოვრება გაგვრიდებია.
ღმერთს დავავიწყდით-ისე როგორც ჩვენ დაგვავიწყდა,რომ სიკეთე და სიყვარული ღმერთია თავად. კიდევ ინატრებ,რომ გაიგო ვინ ხარ,სიდან მოდიხარ ან საით მიდიხარ??
ერთ დროს ძლიერი გყავდა თურმე შენ წინაპარი. ძლიერი გენით ,სიყვარულით და თავდადებით. მაშინაც გყავდა თურმე შიგნით ულევი მტერი,მაგრამ კერკეტი კაკალივით იყო ქართველი. მოყვარე იყო თვისი ხალხის, მამულის და სარწმუნოების. ერთი დროშის ქვეშ მოქცეული ერის და ბერის.
უეჭველია გაგახსენდა ვინ იყავ მაშინ,რა გინდოდა,რა გინდა ახლა?!
შენ მართალი ხარ ჯობდა სულ არ გამხსენებოდა. ერს ჩაეძინა თვალის გახელა ძნელია ალბათ. მართალი გითხრა ძალიან მინდა შენც გაიღვიძო და გავიხარო გუდიდან რომ ამოსულს გნახავ. გავიმართები ისევ წელში, მოვიხსნი დაღლას და შეკითხვებით აღარავინ ამირევს თავგზას.
გუდაში მჯდომმა საკუთარ თავში ძალა იპოვა და თვალებში ჩამხედა. დამაშტერდა და საოცრებავ! ახლაღა მივხვდი რომ ჩემ თავს ვუმზერ. ნუთუ ეს მე ვარ? ერთ დროს ლამაზი,ლაღი და მოსიყვარულე, ხოლო ახლა კი ნაცრისფერი და მოწყენილი. აჰა, ხმაური, შეძახილი და ჟრიამული.სიკეთის ძალა დაილოცოსო, ბოროტს აჯობა. ვხედავ თავები ეხსნება გუდებს ძალიან სწრაფად, ხოლო ზონრები, რითაც გუდები იყო შეკრული მატლებივით იკლაკნებიან, ჯანმრთელ ფეხებს რომ აბიჟებენ გოგო – ბიჭები.
კანი გავიძრეთ, ჭუჭყიანი, დამპალი კანი _ შეჰბღავლა ხალხმა. ჩვენ დავიბადეთ! – და სამყაროს კიჟინით ამცნეს ახალშობილის ტირილით მოსვლა. დატყვევებული და დასჯილი სიყვარული გადმოიღვარა,შეშინებული აკრძალული ხილივით ტკბილი. თურმე ვჭირდებით ერთმანეთს და ეს დაგვავიწყეს. ქონდრის კაცები ამონებდნენ ჩვენს ლამაზ სულებს. ქონდართუხუცესს საქართველო და ქართველები თავის კოტიტა ხელ-ფეხშუა მოუმწყვდევია. Dდა ვინც დათანხმდა პატივაყრილ კეთილდღეობას-ძალაუფლება შეუძენია,ხოლო ვინც არა,თავისი ნებით სული გუდაში ჩაუკეტავს.
დღეს კაცუნებმა შეიტყვეს თურმე გუდების ახსნა. შიშმა შეიპყრო სული ბილწი ,ხორცი მახინჯი. ასე დაიწყო სიძულვილის გარდაცვალება და გაუჩინა ქონდრისკაცებს თავი სტკივილი.
გადაწყდა! უნდა წავიდეთ სხვაგან_ამშვიდებს მათ ცოდვილ სულებს მამამთავარი. და მან ტუჩები გაილოკა სისინა ენით _ რა წარმოუდგა საქართველო მისსივე ხელით _ კახპად ქცეული.,პატივაყრილი როსკიპი ქალი.
ჰა,ჰა,ჰა_ჩაიხითხითა უხუცესმა ქონდრისკაცუნამ და თავისნაირ მახინჯ კაცუნებს შემოუძახა _ მომყევით, ჩქარა, არვინ ჩამომრჩეს! საით, საითო! - შეაჩერეს ძველმა ლანდებმა. ვის დასამარხად და დასაღუპად მიემართებით? და როცა ლანდმა მაღლა ასწია ძლიერი ხელი,შენიშნა როგორ ჰქონდა უხუცესს შარვალი სველი. M _მე?... მე?... _ჰო, შენ ვინ ხარ, გვითხარ ახლავე _ შეჰბღავლა ხალხმა. შენ სიყალბე,სიცრუე და სიბნელე გქვია,არარაობა,ბოროტება და უგულობა,შენ სიძულვილი,ნგრევა და სიკვდილი გქვია. მოგვშორდი ჩქარა, დაწყევლილი და შერისხული _ მოკვეთილი ხარ.
ქონდართუხუცესს შუბლზე მყრალმა ოფლის წვეთებმა დაუწყო დენა,ღიმილი მისი გესლიანი და შხამიანი სულსა ღაფავდა.და ერთადერთი რაც აწუხებდა არა სინდისი, ნამუსის ქენჯნა, არამედ გაცლა და გადარჩენა. Gგონებამ ფიქრებს გავცელების ნება არ მისცა, ატყდა ღმუილი,მეორედ მოსვლა. ხალხმა იხილა სატანების ურთიერთშებმა.ახლა მათ გემო გაუსინჯეს ერთმანეთის ხორცს.
ქონდრისკაცები მადიანად შეექცეოდნენ,აკნატუნებდნენ ერთმანეთის ძვლებს. ძლიერნი სუსტებს ყელებს ღადრავდნენ ბასრი კბილებით და ტუჩებიდან სისხლს ილოკავდნენ. Mმყრალი სუნი და ოხშივარი ამოვარდა მათი პირიდან. ერთმანეთს კბეჩდნენ გახელებით და მძორით გამძღებს აბოყინებდათ.
ჰა დასასრულიც _ ერთმა მათგანმა სუყველანი შეახრამუნა. ვეღარ სუნთქავდა, ქშინავდა და სწუხდა ვამპირი. გამძღაღი სული და სტომაქი ყელში უჭერდა და ახრჩობდა ქონდრისკაცების მესაფლავეს _ თავად ქონდრისკაცს. Uუკანასაკნელად კიდევ ერთხელ ამოიფშვინა და სიმყრალემ არემარე თითქოს დანისლა. ჰა, ბოროტების ეპოპეაც ასე დასრულდა. Qქონდრისკაცუნებს სასაფლაო აღარ დაჭირდათ, ისინი თავის უხუცესის სტომაქში იწვნენ და დაიმარხნენ მათში ვინაც გამოიგონა. ერი, ერი კი ზეიმობდა თვითგადარჩენას, დატყვევებული სულების და მეს გადარჩენას
ვინ ხარ შენ ახლა? ვიცი, ვპასუხობ და მიხარია: სილამაზე და სიყვარული ვარ, მე კაცთმოყვარე ქრისტიანი ვარ. მე სიცოცხლე ვარ, სინათლე, სიბრძნე, აღტაცება ვარ. მე ცრემლები ვარ ჩემი ქვეყნის ციდან მოსული. მე ღიმილი ვარ, ქარის ჩურჩული, ღუღუნი ლერწმის, ნაკადული ვარ თავისუფლებას მოწყურებული. მე ლეგენდა ვარ _ უძველეს ქვაში ამოკვეთილი. მე თავმოყვარე ქართველი ვარ _ სამშობლოსათვის თავდადებული, თავად ხალხი ვარ, ჯიში, გენი და უკვდავება. მე ერი მქვია- ძლიერი და მებრძოლი ერი.
და .. მოდიოდა კაცი.
და .. მოდიოდა კაცი. მოდიოდა ქვეყნის ცოდვებითა და უსიყვარულობით დამძიმებული. მოდიოდა კაცთმოძულე, დაუნდობლობითა და გაუტანლობით გაჯერებულ დედამიწაზე. მხრებით მოათრევდა კაცობრიობის ცოდვებს და ოხრავდა მიწა.
წვიმამ გადაიღო მგონი...იმედი გაჩნდა.. მაგრამ მზე ძლივსღა ბჟუტავს,რა დაემართა?? გაახსენდა დუმბაძის სიტყვები: ‘მზეო გტკივა რამე?? ჰო, მტკივა, დედამიწა მტკივა,დედამიწა”. იგი ხომ გულია ჩემი, ჰოდა გული მტკივაო. ნელ-ნელა ვცივდები, ვიფერფლები, ვკვდები. სიძულვილმა მოიტანა სიცოცხლის გარდაცვალება. ჩვენივე ხელით სასაფლაოზე მივაცილებთ და ვმარხავთ სიცოცხლეს, რომელიც დედამიწის, მზის, სამყაროს გულია.
რას ჩავდივართ,რას! – კვლავ შეძახილი საკუთარ თავთან, პროტესტი და სინანული.
იმედი? –იმედი სიყვარულშია,შევიყვარებთკი ერთმანეთს?? შევძლებთ კი სხვისი ტკივილის გაზიარებას?
ჰო,შევძლებ,შემიძლია! –და მან იგრძნო,რომ ის ერთი არ იყო,ის ბევრი იყო, მთელი კაცობრიობა. გადავრჩით?? მოულოდნელად დაიჭექა და მოკრიალებულ ცის კაბადონზე ცისარტყელა გაიშოლტა. მზემ თითის წვერებზე წამოწია და მხურვალე ღიმილით გახედა სამყაროს. გათბი ჩემო.? გაიღიმა მზემ და თავის ოქროს ბადეში მოაქცია საკუთარი გული-დედამიწა. ის კი,ახალშობილივით გაჰკიოდა და სამყაროს ტირილით ამცნობდა თავის ხელახალ დაბადებას
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მეც ვიცანი:)5 მეც ვიცანი:)5
12. ძალიან კარგი. ძალიან კარგი.
11. მოულოდნელად დაიჭექა და მოკრიალებულ ცის კაბადონზე ცისარტყელა გაიშოლტა. მზემ თითის წვერებზე წამოწია და მხურვალე ღიმილით გახედა სამყაროს. გათბი ჩემო.? გაიღიმა მზემ და თავის ოქროს ბადეში მოაქცია საკუთარი გული-დედამიწა. ის კი,ახალშობილივით გაჰკიოდა და სამყაროს ტირილით ამცნობდა თავის ხელახალ დაბადებას!....
ძალიან კარგია, კატერინ! ნიჭიერი ხარ მეთქი, ხომ გითხარი უკვე? ხოდა, რა, არ გჯერა? უუფ! 5 მოულოდნელად დაიჭექა და მოკრიალებულ ცის კაბადონზე ცისარტყელა გაიშოლტა. მზემ თითის წვერებზე წამოწია და მხურვალე ღიმილით გახედა სამყაროს. გათბი ჩემო.? გაიღიმა მზემ და თავის ოქროს ბადეში მოაქცია საკუთარი გული-დედამიწა. ის კი,ახალშობილივით გაჰკიოდა და სამყაროს ტირილით ამცნობდა თავის ხელახალ დაბადებას!....
ძალიან კარგია, კატერინ! ნიჭიერი ხარ მეთქი, ხომ გითხარი უკვე? ხოდა, რა, არ გჯერა? უუფ! 5
10. სახლში მივალ და წავიკითხავ :) სახლში მივალ და წავიკითხავ :)
9. ოპტიმისტური ფინალი...კარგია!
ოპტიმისტური ფინალი...კარგია!
8. ხალხო, რა გემართებათ? რა ძნელი წასაკითხი და შესაფასებელია ახლა ეს ზღაპარია თუ მოთხრობები? მე წავიკითხე და მშვენიერი პოეტური პროზაა! მძიმე რატოა, მაგასაც ვერ ვხვდები - მშვენივრად იკითხება! 5 ქულა დამსახურებულად! ხალხო, რა გემართებათ? რა ძნელი წასაკითხი და შესაფასებელია ახლა ეს ზღაპარია თუ მოთხრობები? მე წავიკითხე და მშვენიერი პოეტური პროზაა! მძიმე რატოა, მაგასაც ვერ ვხვდები - მშვენივრად იკითხება! 5 ქულა დამსახურებულად!
7. მიჭირს შეფასება... მიჭირს შეფასება...
5. ქადაგებას გავდა:) მაგრამ დავმძიმდი უფ:(( ბოლომდე ვერ ჩსავაღწიე ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს ქადაგებას გავდა:) მაგრამ დავმძიმდი უფ:(( ბოლომდე ვერ ჩსავაღწიე ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს
4. სადღაც შუაში ვარ და გული მიგრძნობს რომ მწარე რეალობაზე ეს:( სადღაც შუაში ვარ და გული მიგრძნობს რომ მწარე რეალობაზე ეს:(
3. დასაწყისი ძალიან მომეწონა და სილ რომ მაკრიტიკონ ახლავე ვწერ 5ს და ვაგრძელებ კითXვას ბოლოს აზრს შემოგაწევ კიდე:) დასაწყისი ძალიან მომეწონა და სილ რომ მაკრიტიკონ ახლავე ვწერ 5ს და ვაგრძელებ კითXვას ბოლოს აზრს შემოგაწევ კიდე:)
2. გაიხარე. დიდი მადლობა რომ წაიკითხე. ვიცი,როგორ ჭირს მონიტორზე პროზა :) გაიხარე. დიდი მადლობა რომ წაიკითხე. ვიცი,როგორ ჭირს მონიტორზე პროზა :)
1. მე ერი მქვია, ძალიან თბილი და ლამაზი სიტყვრბია გაიხარე მე ერი მქვია, ძალიან თბილი და ლამაზი სიტყვრბია გაიხარე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|