| ავტორი: მარიოტა ჟანრი: პოეზია 19 მაისი, 2012 |
ესკერები აჭარაში შამეიპარენ ღარდა-ღარდა, ყველას ცეცხლი წიგვიკიდეს, ვინც დანებდა იმათ გარდა. გიდიგვიწვეს კერე-კუჩხე, დიგვინგრიეს ტანტრაბა და მეც ბაბაი და ძმა მომიკლეს, ნენეი წყალში გადავარდა, იმის სიკდილსაც მომასტრეს დუნიაზე ვინც მიყვარდა. მემრე პირი იმიხვიეს, დიმიხიეს კაბიკალთა, გიმიყენეს უჩუმ ტყეში ბარდი სერასქირმა წალდა, ცხენზე ხელებგაკოჭილი გზაზე ყიამეთმა მჟღვართა, ჩემი შავი ნაფწენები ქარმა აქეთ-იქით ფანტა. ცხრა დღე-ღამე მარუნიეს, გადამარუნიეს ცხრა მთა, ჩიმიყვანეს ისტამბულში გულში ცრემლი ჩიმიღვარდა, თავზე ჩადრი დამაბურეს, გავხტი ქალი ბეგიკართა, ყველაფერი მანატრულეს, ყველაფერი ჩიმიმწარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ესეც ძალიან მომეწონა :) ესეც ძალიან მომეწონა :)
3. იდიდგულე საქართველოვ ამფერი აჭარლებით! იდიდგულე საქართველოვ ამფერი აჭარლებით!
2. სადაა ახლა ჯემალაი .. რას გიიხარებდა! მშვენიერია, . ძაან კარგია! სადაა ახლა ჯემალაი .. რას გიიხარებდა! მშვენიერია, . ძაან კარგია!
1. რა სასიამოვნოა აჭარული დიალექტი და როგორ უხდება ამ სევდიან ლექსს! რა სასიამოვნოა აჭარული დიალექტი და როგორ უხდება ამ სევდიან ლექსს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|