ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანჯელინა
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2012


ნიკუს

მიყვარხარ, მიყვარს შენი ყველაფერი, ყველა ნაკვთი, ყველა თმის ღერი და ყველა ხალი შენს სხეულზე, მიყვარს შენი სუნი, შენი სხეულის ყველა უჯრედი და შენი სუნთქვის შეხება. არ ვიცი კიდევ რამდენია მსოფლიოში ჩემსავით გაგიჟებული, მაგრამ ვიცი რომ ასე ძალიან იშვიათად უყვართ ხოლმე, ეს არ არის მხოლოდ აჩემება ან წარსულიდან შემორჩენილი გრძნობის ნარჩენები... ეს ყველაზე და ყველაფერზე მეტია, და თან ყველა და ყველაფერია ჩემთვის ჩემი ჰაერი და ჩემი ენერგიის წყარო, ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი იმედი, ჩემი წარსული და ჩემი მომავალი, ჩემი სიბერე რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენთან რაც შეიძლება დიდხანს ყოფნის გამო მინდება. მიჭირს აგიხსნა და გითხრა ზუსტად ის რაც ხარ. მაგრამ ვეცდები... იცი ადამიანი შეიძლება გიყვარდეს, მერე რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ეს ან მიჩვევაში გადადის ან საერთოდ ფერს და სუნს კარგავს, და მიკვირს რომ ვგრძნობ ყოველ ახალ დღეს ახლებურად და წინაზე უფრო მეტად მიყვარხარ, არადა მეგონა გუშინ ყველაზე ძალიან მიყვარდი რაც კი ოდესმე მყვარებიხარ, მაგრამ დღეს დაგინახე  და... მზე უფრო დიდი, ამინდი უფრო თბილი, ადამიანები ირგვლივ უფრო ძვირფასები ხდებიან, ჰაერში მხოლოდ შენი სუნია, სუნი რომელსაც ხანდახან ისე მძაფრად ვგრძნობ რომ მგონია სადღაც იქვე ხარ. ამ ბოლო დროს ხშირად მეჩვენება რომ შემეხე და ეს ისეთი უცნაური შეგრძნებააა რომ მიჭირს აგიხსნა და ალბათ შენც გაგიჭირდება ამის ბოლომდე აღქმა. დღეს კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა გავაკეთე. რაღაც კონკრეტულ მომენტში მივხვდი რომ შენი ნეკნი ვარ... ან არ ვიცი შენი სხეულის რაღაც ნაწილი რომელიც ერთი შეხედვით არ გაკლია, მაგრამ გეხუტები და ვგრძნობ რომ მანდაა ჩემი ადგილი, სადღაც შენს შიგნით. ტირილამდე მინდები მყავდე ახლოზე უფრო ახლოს, სულ  გვერდით და რამდენიც მომინდება და როცა მომინდება მაშინ შემეძლოს შენი შეხება. შენ რომ მართლა აცნობიერებდე ამ ყველაფერს... ხანდახან ვფიქრობ მეტისმეტად ადრე ხომ არ მივიღე გადაწყვეტილება რომ მხოლოდ შენით მეცხოვრა. ვკამათობ საკუთარ თავთან ამაზე, და ყველა კამათი აღიარებითი ჩვენებით მთავრდება: მე სხვანაირად არ შემიძლია, ისეა თუ ასეა რაღაც ფორმით უნდა მყავდე, და შენ ხარ ის ვის გამოც სულ არ მადარდებს რას იტყვიან ან იფიქრებენ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც კი ჩემზე. შენს გარეშე არაფერს აზრი არ აქვს, არც კარგ სამსახურს, არც კარგ გარემოს და არც არანაირ სხვა სიკეთეს და კეთილდღეობას, ჯანმრთელობასაც კი. რა ვქნა  ეს წყევლაა თუ პირიქით მადლი, რომ ასე ძალიან ძალიან მიყვარხარ, არც მაინტერესებს ამ ორიდან რომელია, ჩემი ბედისწერა ხარ, აი ასე უნდა დავბადებულიყავი და მერე მთელი ეს გზა გამევლო რომ შენ შეგხვედროდი და შენ მყოლოდი. ხანდახან მინდება ყველაზე ხმამაღლა გამოვაცხადო რომ ჩემსავით ბედნიერი ქალი არ დადის დედამიწაზე, რომ მე მყავს ამ ქვეყნად ყველაზე  არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული.  დაე გშურდეთ მთელის მსოფლიოს ქალებო. და კიდე იცი რა?  რაზეც კი შენთან შეხვედრამდე მიოცნებია, ან დღეს მიფიქრია როგორი მამაკაცი მომხიბლავდე თავიდან ბოლომდე ყველაფრით თუნდაც გარეგნობით ან ინტელექტით, ან ხასიათით, ვფიქრობ და ვხდები რომ შენს იქეთ ვერ მიდiს ჩემი სასურველი მამკაცის დამახასაიათებელი კომპონენტები თუ რაცაა. შენ მომწონხარ, და კიდევ ხვალაც რომ თავიდან შეგხვდე მაინც შენსავით არავინ მომეწონება, არავინ მომინდება შენსავით და მით უმეტეს შენზე ძალიან. შენ ჩემი წყევლა ხარ, შენს იქეთ გზა არ მაქვს და რომ გამოჩნდეს ვიცი რომ ვერ დვაინახავ, შენს გამო მომეკითხება იმ ქვეყნად, და არ მადარდებს, აი ხვალ გნახავ ჩაგეხუტები შეგისუნთქავ და მოგეფერები, მერე თუნდაც იქვე მელოდებოდეს ადუღებული კუპრით სავსე ქვაბი ჩემით ჩავალ... და ჯანდაბამდის ჰქონია გზა ყველას და ყველაფერს. ხომ მყავდი, ხომ შეგირგე, შეგისისხლხორცე და ხომ ვიცხოვრე შენი არსებობით ბედნიერმა. დანარჩენი სულერთია. I am sure I’ll never find someone like you.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები