 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2012 |
მახსოვს , რამდენჯერ, უსამართლოდ გატკინე გული. მახსოვს, ჩემი მწარე სიტყვებით, შენთვის გაწნული ყოველი სილა, და ისიც მახსოვს, რომ არცერთხელ პატიება არ მითხოვია. ალბათ ვგრძნობდი, ყველაფერი იმთავითვე რომ მაპატიე, რომ არ არსებობს ამქვეყნად წყენა, შენს უპირობო სიყვარულზე უფრო დიდი და ყოვლისმომცველი. მე კი ყოველთვის, როცა ჩემს თავთან მარტო დავრჩები, სირცხვილისაგან, ტკივილამდე მეწვის ლოყები და არ ვიცი რა უნდა ვქნა, ჩემს თავს მე თვითონ რომ ვაპატიო, იმთავითვე მიტევებული უსამართლო ტკივილის გამო. და ესაა ჩემი სასჯელი - რომ არ არსებობს ამქვეყნად წყენა, შენს უპირობო სიყვარულზე უფრო დიდი და ყოვლისმომცველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძაან მომეწონა ძაან მომეწონა
4. და ესაა ჩემი სასჯელი - რომ არ არსებობს ამქვეყნად წყენა, შენს უპირობო სიყვარულზე უფრო დიდი და ყოვლისმომცველი ++++ და ესაა ჩემი სასჯელი - რომ არ არსებობს ამქვეყნად წყენა, შენს უპირობო სიყვარულზე უფრო დიდი და ყოვლისმომცველი ++++
3. ეს ჩემო მეგობარი არის უბრალოდ ძალიან მაგარი ნაწარმოები
მთელი ცხოვრება გამყვება. ეს ჩემო მეგობარი არის უბრალოდ ძალიან მაგარი ნაწარმოები
მთელი ცხოვრება გამყვება.
2. დავიიიიიიიიიიიიით : )) ++ დავიიიიიიიიიიიიით : )) ++
1. და არ ვიცი რა უნდა ვქნა, ჩემს თავს მე თვითონ რომ ვაპატიო, იმთავითვე მიტევებული უსამართლო ტკივილის გამო. და არ ვიცი რა უნდა ვქნა, ჩემს თავს მე თვითონ რომ ვაპატიო, იმთავითვე მიტევებული უსამართლო ტკივილის გამო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|