7 საათი იყო და ჩემდა გასაკვირად პირველად არ მეზარებოდა დილით ადრე ადგომა.თვალი გავახილე თუ არა გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და ვიგრძენი წინ კარგი დღე მელოდა.ხოლო ეს ,,კარგი დღე'' ჩემთვის რას წარმოადგენდა მალე მიხვდებით.ადგომისთანავე პირველად სარკეში ჩავიხედე,ან უფრო სწორად ,,ჩამეხედა'' ,რადგან ის საწოლის პირდაპირ იდგა და ყოველდღე მიმითითებდა ჩემს გაწეწილ თმაზე,რომლის დავარცხნასაც არასდროს ვჩქარობდი.ნორმალური ადამიანები წესით პირის დაბანით იწყებენ დილას ,მე კი სწრაფად მოვათავსე ყავადანი გაზქურაზე და როიალს მივუჯექი.ეს ერთადერთი ძვირფასი ნივთი იყო ჩემს ბინაში,როელიც ასე ძლიერ მიყვარდა და ოთახის სწორედ იმ ადგილას იდგა,სადაც წყალი ყველაზე ნაკლებად ჩამოდიოდა.თუმცა აქაც შენიშნავდით კარგად მოზრდილ ლარნაკს ,რომელიც უკვე ნახევრად ავსებულიყო. თითები სწრაფად ამოძრავდა შავ-თეთრ კლავიშებზე და კელდებს შორის მოცეკვავე ჰაერის ატომებსა და მოლეკულებს ჰარმონიულად შერწყმული ბგერები შეერია.ოთახი მელოდიითა და ჩემი შეწუხებული მეზობლის,ნატაშას წყევლით ერთნაირად აივსო...თითები თავისთავად ,ჯადოსნური სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.განა მხოლოდ მწერლობაში არსებობს მუზა?ალბათ,არავინ შემედავებოდა,რომ იცოდეთ თუ,როგორ ჩამჩურჩულებდნენ ყურში ნოტებს,ჩემს გვერდით მოფარფატე უხილავი ძალები.ქუჩიდან რაღაც არამელოდიური ხმაური მესმოდა და მოსვენებას მიკარგავდა.გაბრაზებულმა ჩემი საქმე დროებით მივატოვე და ფანჯარას მივუახლოვდი.ვიღაცის გაქუცული კატა ეზოში იდგა და ყურისწამები ხმით ჩხაოდა.ბერვი არც მიფიქრია.როიალზე მდგარ წლიან ლარნაკს ხელი მოვკიდე და ამ არსებას გადავასხი.მთლად გალუმპული კატა ჩხავილით გვერძე გახტა და მალე ერთ-ერთ ჩიხში გაუჩინარდა. -ეგეც შენ.ასე მოგიხდება-მივაძახე ფანჯრიდან,თითქოს ძალიანაც ესმოდა ჩემი ლაპარაკი. მეზობელი კორპუსიდან კაცი გაშტერებული მიყურებდა და ალბათ გულში ფიქრობდა,ვინ არის ეს გადარეულიო... -რას მიყურებ იდიოტო...წყალი ხომ არ შემოგაკლდა?გასესხებ ცოტას არ მენანება. მას არაფერი უთქვამს.მხოლოდ თავი გადააქნია მსუბუქად,თითქოს ამით ჩემს სინდისს რაიმეს შეჰმატებდა.ძალიანაც სცდება-საკუთარ ფიქრებსვე გამოვეპასუხე. ამასობაში ყავაც გაკეთდა.კოფეინი ორგანიზმში მეღვრებოდა და საოცარ სიმშვიდეს მმატებდა.როგორ არ მინდოდა ამ დღეს თეატრში წასვლა.თავისუფალ დროს ცოტა სახლის დალაგებასაც დავუთმობდი და წიგნის კითხვასაც მოვასწრებდი. ''რაა?რა ვთქვი?სახლის დალაგებასთქო?ალბათ მომესმა.ნეტავი ბოლოს როდის მოვირგე დიასახლისის როლი?აჰ,გამახსენდა.ეს თეატრში იყო ერთ-ერთი სპექტაკლიდან.''იქნებ სახლშიც შემეძლო თამაში ოღონდ,მხოლოდ მაყურებელთა ოვაციების გარეშე,რაც ასე დამაკლდებოდა... -ამ ბოლო დროს რამდენს ვფიქრობ-თანაც ხმამაღლა-ვეუბნებოდი ჩემს თავს-გიჟი ხარ გიჟი...არანორმალური!!!-მიჩიჩინებდა ჩემი მეორე ''მე'' ...და რაგდან მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნებოდი,რომელნიც ფიქრობენ ერთს,გეგმავენ მეორეს და აკეთებენ მესამეს,გადავწყვიტე არც სახლში დავრჩენილიყავი და სამსახურში წასვლაც თავიდან ამეცილებინა ჩემი ინსცენირებული ''ცუდად ყოფნით''.საბედნიეროდ ადვილად დამიჯერეს.როგორც ჩანს,არცთუ ისე უნიჭო მსახიობი ვარ. ლევანს მივწერე შემდეგი ტექსტი:,,საღამოს 6ისთვის ჩემს საყვარელ კაფეში გელოდები'' ესეც მოგვარდა.ლევანი თანახმა იყო. ,,ჰო...ვინ არის ლევანი?ვინ არის ლევანი?! ვუმეორებდი საკუთარ თავს,მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი.არვიცი ვინ არის...კარგი ბიჭია,ვუგებთ ერთმანეთს,ზრუნავს ჩემზე და... ვუყვარვარ?! არა ვტყუი...''ვუყვარვარსავით''.ნუ,რა აზრი აქვს!არაფერს არ წარმოადგენს,უბრალოდ ის ადამიანია,ვინც მე მჭირდება.მე თუ მიყვარს?არვიცი...მის გარეშე ვერ ვძლებ,საშინლად შევეჩვიე...ალბათ მიყვარს კიდეც'' ,,ჩემი მეორე ,,მე'' სულ ასეთ კითხვებს მისვამს.მძულს ის! საშინლად მძულს!'' თავს ვაჯერებდი,რომ უგულო ვარ და სიყვარული არ შემიძლია.ამ ცხოვრების რეჟიშორმა მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლები მარგუნა,თუმცა არც არასდროს მქონია სურვილი ეს ისტორია ,,კონკიას'' ზღაპარს დამსგავსებოდა.უფლისწულის ერთი კოცნა ჩემს ცხოვრებას ვერფრით შეცვლიდა. აი,ლევანიც გამოჩნდა.ხელის დაქნევით ვანიშნე აქ ვართქო.დამინახა და მომიახლოვდა. -როგორ არის ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ქალბატონი? მე გამეცინა.არაფერი ვუპასუხე,მხოლოდ საჩვენებელი თითი ნიკაპზე ნაზად შევახე.მან გაკვირვებულმა შემომხედა. -რას აკეთებ? -ქარი ქრის და მეშინია ნიღაბი არ აგიფრიალოს. ორივეს გაგვეცინა.ვიცი ჩემგან ასეთი რამ არ ეწყინებოდა.პირველ რიგში იმიტომ,რომ შეჩვეული იყო და მეორეც იმიტომ,რომ იცოდა სიმართლეს ვეუბნებოდი.რა საჭირო იყო თავის მოტყუება?უბრალოდ გვჭირდებოდა ერთმანეთი და მეტი არაფერი... არავის არ ვუხსნი რატომ ვარ ასეთი.უბრალოდ მიხარია,რომ არ ვგავარ სხვას და თუ სადმე ჩემი ორეული არსებობს ...(პაუზა)... არაა.არ არსებობს! ამდენი ხანია მე და ლევანი ერთად ვართ და ჩვენი ,,სიყვარული'' არ ხუნდება.მარტივი ლოგიკაა:რაც არ არსებობს რა უნდა გახუნდეს.
გიჟი ხარ.გიჟი...მიმეორებს ჩემი მოუსვენარი და აბეზარი მეორე ,,მე''.ო,როგორ გვძულს ჩვენ ერთმანეთი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მე მომეწონა :> +2 მე მომეწონა :> +2
6. აჰ კაი გავასწორებ..ძალიან ნაუცბათევია დროში ვიწვებოდი და გადახედვა ვეღარ მოვასწარი..;) მადლობა ყველას შეფასებისთვის...;) აჰ კაი გავასწორებ..ძალიან ნაუცბათევია დროში ვიწვებოდი და გადახედვა ვეღარ მოვასწარი..;) მადლობა ყველას შეფასებისთვის...;)
5. წინა კომენტარის ,,სისასტიკემ" შემომიყვანა ამ ნაწერთან და იმედი გადამირჩინა, რომ ეს ავტორი აუცილებლად უკეთესადაც დაწერს, თუ ბევრს წაიკითხავს და წერაშიც ივარჯიშებს. ნათია, თხოვნა მექნება, საიტზე ნაწერის დაკოპირებამდე თვალი გადაავლოთ და ორთოგრაფიასა და პუნქტუაციას მიხედოთ. ამდენი შეცდომების ფონზე ცუდად იკითხება. 4 წინა კომენტარის ,,სისასტიკემ" შემომიყვანა ამ ნაწერთან და იმედი გადამირჩინა, რომ ეს ავტორი აუცილებლად უკეთესადაც დაწერს, თუ ბევრს წაიკითხავს და წერაშიც ივარჯიშებს. ნათია, თხოვნა მექნება, საიტზე ნაწერის დაკოპირებამდე თვალი გადაავლოთ და ორთოგრაფიასა და პუნქტუაციას მიხედოთ. ამდენი შეცდომების ფონზე ცუდად იკითხება. 4
4. ცუდი ნაწერი, ცუდი ნაწერია განურჩევლად ავტორის ასაკისა. სქესისა, ეროვნებისა, კანის ფერისა, სარწმუნოებისა, თანამდებობისა, დამსახურებისა და საერთოდ ყველაფრისა. თუ ადამიანი ახალგაზრდობაში წერს ცუდად, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მერე ოდესმე ის კარგად დაწერს. ცუდი ნაწერი, ცუდი ნაწერია განურჩევლად ავტორის ასაკისა. სქესისა, ეროვნებისა, კანის ფერისა, სარწმუნოებისა, თანამდებობისა, დამსახურებისა და საერთოდ ყველაფრისა. თუ ადამიანი ახალგაზრდობაში წერს ცუდად, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მერე ოდესმე ის კარგად დაწერს.
3. პირველ კომენტარის მაგვარის დაწერას ვაპირებდი , მაგრამ... :)))
რაღაცეები მართლა საინტერესო იყო. შეცდომები გაასწორე ოღონდ, თვალში მხვდება ხშირად. იგრძნობა პოტენციალი. პირველ კომენტარის მაგვარის დაწერას ვაპირებდი , მაგრამ... :)))
რაღაცეები მართლა საინტერესო იყო. შეცდომები გაასწორე ოღონდ, თვალში მხვდება ხშირად. იგრძნობა პოტენციალი.
2. მომეწონა, კარგად იკითხება. მომეწონა, კარგად იკითხება.
1. "იტოკში" ბევრი შეცდომებია. :D :D :D მაგრამ 15 წლის ბავშვისთვის არაუშავს. :)) +1 -ს გიტოვებ. "იტოკში" ბევრი შეცდომებია. :D :D :D მაგრამ 15 წლის ბავშვისთვის არაუშავს. :)) +1 -ს გიტოვებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|