ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2008


ფიჩხი-პარაბოლა

''ჩვენ ყველანი მართლები ვართ,
მხოლოდ ის ტყუის,
ვინც ამბობს,
რომ
ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე'' -
- ეს სიტყვები მაშინ ჩავწერე.

იმ ზაფხულს ცემში ვისვენებდით,
რამდენი ფიჩხი ეყარა ტყეში
ან საღამოთი,
მოედანზე,
მაინც, რამხელა ცეცხლი დავანთეთ!
რა მხიარულად იწვებოდა ხმელი წიწვები!

ტყით მონაზიდი
ფიჩხის მთა იყო  იქვე,
ქვრივის სამიჯნაოზე,
გროვებაში ჩვენც გვედო წილი
და როს კოცონი მიგვინელდა,
ცოტა მოვხელე,
ახალი ძალით ავაბოლე,
ავაბრიალე.

ქვრივმა დარაბა შეიჯახუნა.

შევცბით,
გავყუჩდით,
გავირინდეთ...

შენ აღარც გახსოვს ის საღამო.
შენ ისე ღელავ,
ჩემგან რაღაც პასუხს მოელი.


მე აქ არა ვარ,
მე ბოლი ვარ,
ცემს დავტრიალებ.

ქვრივმა დარაბა შეიჯახუნა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები