დე, ის ფურცელიც გადაყვითლდა სიძველის სუნში, მე შენ პირველი გულწრფელობით გიწერდი წერილს. ახლა წვიმაა, დარდებისგან შეშლილი წვიმა და თავზე მასხამს უგემურად ადღვებილ კეფირს. თან მრუდწირებად ატალახებს გაწმენდილ ფანჯრებს, დე, შენს ვენებად მოუყვება კლაკნილ ხაზს წვიმა შენი ოთახის ფანჯრებზევე. აორთქლავს ნისლი და შენს თითებად აკონტურებს თავის თავს მინა. მკვდარ თევზებივით დაუღიათ ასფალტებს პირი... ჩვენი სურათი ჩაუბღუჯავს წლების წინ კედელს, დე, ვიცი ახლა აბდაუბდა სიტყვებით ვბოდავ რომ ჩავატიო სტრიქონებში სათქმელი შენზე.
* * * მე ვგრძნობდი მამას, რომ გიწერდა წერილებს მაშინ რომ დავიბადე( არ მიჩანდა წარბები სულაც), ვგრძნობდი მის ხელში მომწყვდეული გავარდნის შიშებს და არითმიებს ვაყოლებდი უმწეო სუნთქვას. მე ისიც მახსოვს, გაცილებდი ერთ დღესაც სადღაც, შენ მომიბრუნდი, მიმიკარი ბავშვივით მკერდზე, და დაგისველდნენ წერტილები თვალების მიღმა და თავს აკლავდა ჩემი გული იმ ღამეს კედლებს...
* * * მზე ამაისებს ატმობისას ჩემს ჩითის კაბებს და ყველა ნაჭერს მტკაველებზე სდის შენი სუნი, მხრებით ვატარებ შენს ძილნათევ ღამეებს ყველგან და ფილტვები მაქვს დახეთქილი მე შენი სუნთქვით. მაშინაც წვიმდა. ცა თქეშებად ადგამდა ნაბიჯს ჩვენს ქუჩაზე და ნიაღვრები ეძებდნენ ქოლგას. შენს გამოქცეულ თვალებს შიგნით მარტო მე ვჩანდი და დედამიწა შენს მტევნებად თბილ ჯემპრეს ქსოვდა.
* * * პუანტილიზმით შემოუჩნდნენ წვიმები სივრცეს და სიშიშვლეში ასფალტები ითვლიან ჭორფლებს, მე ნერვიულად დარდისმაგვარ შეგრძნებებს ვბლანდავ სხვებსაყოლილი ბავშვის მსგავსად ვეჩვევი ბოდვებს. ჩვენ მაჯებს თითქმის ერთნაირად გვილურჯებს ვენა, ყველა განედზე შენი სუნი მე ცხვირზე მაზის, გოლგოთა რაა, ას წამებას ერთად ავიტან შენი გულისთვის და დაგიფენ ტერფებთან მაისს.
* * * ახლა რძისფერი ქალწულები ანთებენ სანთლებს, ყველა ცოდვისთვის ვაგებ პასუხს ერთ დღესაც ყბედი, მთელი სამყარო ზურგს შემაქცევს მე ერთ დღეს მჯერა, შენ კი უბრალოდ , უმიზეზოდ მედგები გვერდით- გრცხვენოდეს ანდაც სიამაყე გეხუროს მხრებზე, როგორც ტოვებდა ნაფეხურებს ეს ოცი წელი... მაგრამ წესია, სხვა გზით წავალთ, დე, ერთ დღეს ალბათ , ღვთისმშობელსაც ხომ გამოგლიჯეს ხელიდან ღმერთი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ყველა წავიკითხე. ყველა მომეწონა. წარმატებები! :) ყველა წავიკითხე. ყველა მომეწონა. წარმატებები! :)
18. 555555 ჩემი აღფრთოვანებები ამ გვერდზე... 555555 ჩემი აღფრთოვანებები ამ გვერდზე...
17. მადლობააააააააააა..... მადლობააააააააააა.....
16. სიტყვაში დაჭერილი მოვლენებია აქ, ლამაზობები " წვიმაა, დარდებისგან შეშლილი წვიმა" წარმატებას გისურვებ <3 სიტყვაში დაჭერილი მოვლენებია აქ, ლამაზობები " წვიმაა, დარდებისგან შეშლილი წვიმა" წარმატებას გისურვებ <3
13. დედაჩემს. . . კარგია მიძღვნაა! დედაჩემს. . . კარგია მიძღვნაა!
12. ბატონო სანდრო, უღრმესი მადლობა.... ბატონო სანდრო, უღრმესი მადლობა....
11. სხვანაირმა მზერამ გამიყოლია. კარგი "რაღაცები"იყო, უთუოდ და უთუმცაოდ. სხვანაირმა მზერამ გამიყოლია. კარგი "რაღაცები"იყო, უთუოდ და უთუმცაოდ.
10. ელენს დავეთანხმები, რომ იყო ადგილები მართლას ძლიერი და ამავე დროს ადგილები–ფრიად არამოსაწონი..... წერა ძალგიძთ–მაგრამ ნუ იჩქარებთ(გთხოვთ, მეგობრულად მიმიღოთ); წარმატებები ავტორს ელენს დავეთანხმები, რომ იყო ადგილები მართლას ძლიერი და ამავე დროს ადგილები–ფრიად არამოსაწონი..... წერა ძალგიძთ–მაგრამ ნუ იჩქარებთ(გთხოვთ, მეგობრულად მიმიღოთ); წარმატებები ავტორს
9. მადლობაა!!!!! :))) მადლობაა!!!!! :)))
8. იყო კარგი ადგილები და იყო სრულიად არმოსაწონი,გაუგებარი მომენტები.
და თავზე მასხამს უგემურად ადღვებილ კეფირს. თან მრუდწირებად ატალახებს გაწმენდილ ფანჯრებს,-სრული კატასტროფა.
ვგრძნობდი მის ხელში მომწყვდეული გავარდნის შიშებს
მე ნერვიულად დარდისმაგვარ შეგრძნებებს ვბლანდავ სხვებსაყოლილი ბავშვის მსგავსად ვეჩვევი ბოდვებს.
ყველა განედზე შენი სუნი მე ცხვირზე მაზის,
იყო კარგი ადგილები და იყო სრულიად არმოსაწონი,გაუგებარი მომენტები.
და თავზე მასხამს უგემურად ადღვებილ კეფირს. თან მრუდწირებად ატალახებს გაწმენდილ ფანჯრებს,-სრული კატასტროფა.
ვგრძნობდი მის ხელში მომწყვდეული გავარდნის შიშებს
მე ნერვიულად დარდისმაგვარ შეგრძნებებს ვბლანდავ სხვებსაყოლილი ბავშვის მსგავსად ვეჩვევი ბოდვებს.
ყველა განედზე შენი სუნი მე ცხვირზე მაზის,
7. ფინალი ისეთია იშვიათად რომ დაწერენ! ბრავო ქეთო. მიხარიხარ! 5. ფინალი ისეთია იშვიათად რომ დაწერენ! ბრავო ქეთო. მიხარიხარ! 5.
6. შენი ოთახის ფანჯრებზევე. აორთქლავს ნისლი და შენს თითებად აკონტურებს თავის თავს მინა. მკვდარ თევზებივით დაუღიათ ასფალტებს პირი... ჩვენი სურათი ჩაუბღუჯავს წლების წინ კედელს, დე, ვიცი ახლა აბდაუბდა სიტყვებით ვბოდავ რომ ჩავატიო სტრიქონებში სათქმელი შენზე.
მაგრამ წესია, სხვა გზით წავალთ, დე, ერთ დღეს ალბათ , ღვთისმშობელსაც ხომ გამოგლიჯეს ხელიდან ღმერთი...
შენი ოთახის ფანჯრებზევე. აორთქლავს ნისლი და შენს თითებად აკონტურებს თავის თავს მინა. მკვდარ თევზებივით დაუღიათ ასფალტებს პირი... ჩვენი სურათი ჩაუბღუჯავს წლების წინ კედელს, დე, ვიცი ახლა აბდაუბდა სიტყვებით ვბოდავ რომ ჩავატიო სტრიქონებში სათქმელი შენზე.
მაგრამ წესია, სხვა გზით წავალთ, დე, ერთ დღეს ალბათ , ღვთისმშობელსაც ხომ გამოგლიჯეს ხელიდან ღმერთი...
5. ვაიჰ ყოჩაღ შენ.. ქეეეეთ. ფინალი ხო საერთოდ... +5 ვაიჰ ყოჩაღ შენ.. ქეეეეთ. ფინალი ხო საერთოდ... +5
4. ძალიან გულიანი ლექსია. ძალიან გულიანი ლექსია.
3. მართლაც მომეწონა! მართლაც მომეწონა!
2. არაჩვეულებრივია!!!!!!!!! ძალიან მომეწონა... ++++++++++++++++ არაჩვეულებრივია!!!!!!!!! ძალიან მომეწონა... ++++++++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|