ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2012


  ჩამოტვირთვა

. . . კაფეში ერთხელ . . .

აპრილის ცამეტს პარასკევი თარსად ეწია
და საფეთქელი მეცამეტე გასროლას ელის,
აწეულ ჭიქას ფსკერის ხილვა აღარ ეღირსა,
შველივით ქალი დაჰყურებს და გუმანში მეტრფის.

თავმოწონებით იქნევს ჭიქებს ცაში ბარმენი,
ვისკის გრადუსი თამბაქოს კვამლს ჰაერში ერთვის,
სადღაც კუთხეში ნამთვრალევად უკრავს კარმენი,
ზარი საათის მეცამეტე დარეკვას ელის.

ბარში შემოდის მათხოვარი ნაგლეჯ ზეწრებში
და შემწეობას თავდახრილი დარცხვენით ითხოვს.
ირგვლივ მიდამო იმოსება სისხლის ფერებში
და მეცამეტე მუშკეტერი კარისკენ იხმობს.

ქალი წამოდგა, შებრუნდა და იფიქრა წასვლა,
თავმოწონებით გადაადგა ნაბიჯი ნელი,
სრული სიჩუმე დაარღვია ხურდების დაყრამ,
თითქოს ჭალებში აშხრიალდა ცამეტი ცელი.

უცებ მივარდა მათხოვარი ძირს დაყრილ ხურდებს,
დამცინავ სახით გაჰყურებენ დარბაზში მსხდომნი,
თქვენ დაგივარდათ ქალბატონო – და უშვერს მუჭებს,
გადატყავებულთ უცოდველი სისხლი რომ მოსდით.

დარბაზში შეწყდა სიცილი და ხალხის ხარხარი,
ვიღაცა მაინც მეცამეტე ხინკალს იცოხნის...
ყველას უეცრად გაახსენდა ნიკოს ქალაქი,
სადღაც კუთხეში გაისმოდა ტანგო ვისოცკის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები