ქუჩაში მაღალი კაცი მოდის, არა ძალიან მაღალი.. გამხდარი, ოდნავ მხრებში მოხრილი და მოკრძალებული გამომეტყველებით. მოდის, დაფიქრებული.. * * * პირველად ტაძარში დავინახე. უბრალოდ გავიხედე, თვალი მოვკარი და გამოვიხედე. ისევ გავიხედე... იდგა წელში გამართული, ამაყად , მაგრამ თავმდაბლურად, აი დიდი ადამიანების წინაშე როგორც ვდგავართ ხოლმე, ისე იდგა უფლის წინაშე. მუქი ცისფერი, ღრმა თვალები გუმბათისკენ ჰქონდა მიპყრობილი და ბაგეებს ოდნავ შესამჩნევად ამოძრავებდა... ჩემი მზერა იგრძნო. თვალები დაბლა დახარა და შემომხედა ისეთი მშვიდი სახით, ჟრუანტელმა დამიარა. წირვის ბოლოს მივედი და ფეხებთან ავეტუზე, თითქოს ის კი არა სულ სხვა რაღაც მაინტერესებდა. მიხვდა... მიხვდა, რადგან მხარზე ხელი დამადო და „ნეტავ თქვენაირი ხმა მქონდესო“-მითხრა. (მგალობელი ვარ ტაძარში)... შემრცხვა... ცხოვრებაში პირველად შემრხცვა იმის , რომ ვარსებობ. მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული მქონდა და უკან აღარ დავიხიე. - მხატვარი იქნებით ! ჩაეღიმა... - საინეტერესოა რატომ?! - თვალებზე გეტყობათ.. - თვალებზე?! - აშკარად დაიბნა. - იცით, მე ექსპერიმენტი ჩავატარე და დავადგინე , რომ მხატვრების 90%-ს ცისფერი და ჭკვიანი თვალები აქვთ.. როგორც თქვენ.. პაუზა ჩამოვარდა.. შეწითლდა. - მუსიკოსებზე რას იტყვით? - მუსიკოსს, მუსიკის მოსმენის ან ლაპარაკის დრო თუ შეატყობ რამეს. მივხვდი ამ ფრაზამ ჩამჭრა.. აშკარად გიჟად ჩამთვალა... - კი, ლაპარაკის დროს - გამოსწორება ვცადე - აი, მაგალითად თქვენ. ძალიან მელოდიური ხმა გაქვთ, სიტყვებს აგრძელებთ, რომ ბგერები არ დაგეკარგოთ და თან ძალიან ლამაზად წარმოსთქვამთ. თითქოს ღიღინებთ. - ვგავარ მუსიკოსს? - უცნაურად შემომხედა - ჩემი ნება რომ იყოს , მხატვრად მოგნათლავდით, მაგრამ როგორც ჩანს მუსიკა უფრო გაქვთ, სულში.. - რაო კიდევ როგორ ვხვდებიო? - თემა შეცვალა - ხო, აი, მაგალითად უყურებ ადამიანს, რომელიც უსმენს მუსიკას. ჩვეულებრივი, არამუსიკოსი ადამიანი მხრებს ააყოლებს, შეეცდება საკუთარი კარგი თუ ცუდი ხმით გადაფაროს მომღერლის ნამღერი, შეიძლება ცეკვაც დაიწყოს და საერთოდ მუსიკის მოსმენის მაგივრად ერთობა. მივხვდი სუნთქვა შეეკრა და მკითხა : - მუსიკოსი? - მუსიკოსი, მუსიკას არასდროს უსმენს.. მუსიკოსები მუსიკას გრძნობენ, გრძნობენ სულით, გულით, მთელი.. - შენ როგორ ატყობ რომ გრძნობენ? - გამაწყვეტინა - სახეზე.. ნეტავ განახათ რამხელა ტკივილს განიცდიან, მუსიკასთან ერთად იღიმიან, ემანჭებათ სახე, სუნთქვა ეკვრით, ეშვებიან, ცახცახებენ, ტირიან, იციანიან... გაიღიმა... მივხვდი, რომ ჩემს წინ ნამდვილი მუსიკოსი იდგა... * * * ...მოდის დაფიქრებული.. ლურჯი თვალებით იყურება მხოლოდ პირდაპირ... ჰორიზონტზე. სახე წამდაუწუმ ეცვლება... და მივხვდი, რომ მსოფლიოში ყველაზე კეთილ და თბილ მუსიკას, ბუნებას უსმენდა ჩემი ნაცნობი მუსიკოსი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გამოგივიდა , გამოგივიდა , პატარა ფინტიკოზავ , ზალიან კარგად გამოგივიდა და რადგან ეგრე ძალიან გინდა რომ გიტხრა, გეუბნები რომ ზალიან კარგად გამოგივიდა:) წერე!!!:))) გამოგივიდა , გამოგივიდა , პატარა ფინტიკოზავ , ზალიან კარგად გამოგივიდა და რადგან ეგრე ძალიან გინდა რომ გიტხრა, გეუბნები რომ ზალიან კარგად გამოგივიდა:) წერე!!!:)))
12. ყველაფერი რომ გამოგვდიოდეს ცხოვრებაში უინეტერსოდ ა მოსაწყენი იქნებოდა:) საინტერესოა სულ ახლის ძიებაში იყოთ :)
არ გამოვიდა? შემდეგი გამოვა; ისიც არ გამოოვიდა?იმის შემდეგი და ასე...ხელის ჩაქნევაზე ადვილი არაფერია..აი პირიქით კი უკვე რჩეულებს შეუძლიათ ყველაფერი რომ გამოგვდიოდეს ცხოვრებაში უინეტერსოდ ა მოსაწყენი იქნებოდა:) საინტერესოა სულ ახლის ძიებაში იყოთ :)
არ გამოვიდა? შემდეგი გამოვა; ისიც არ გამოოვიდა?იმის შემდეგი და ასე...ხელის ჩაქნევაზე ადვილი არაფერია..აი პირიქით კი უკვე რჩეულებს შეუძლიათ
11. ფინალი? უბრალოდ ჩემს ერთ ნაცნობ მუსიკოსზე მოგიყევით, რომელიც ცოტა უცნაურად გავიცანი.. სულ ეს არის... და ვეცადე ან ჩანახატით ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულებისთვის ხაზი გამესვა... ალბათ არ გამომივიდა :) ფინალი? უბრალოდ ჩემს ერთ ნაცნობ მუსიკოსზე მოგიყევით, რომელიც ცოტა უცნაურად გავიცანი.. სულ ეს არის... და ვეცადე ან ჩანახატით ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულებისთვის ხაზი გამესვა... ალბათ არ გამომივიდა :)
10. არ ვიცი ახლა თავისუფალ თემებს თუ წერენ სკოლაში:) თავისუფალი თემისთვისაც ძალიან სუსტია:)
კარგად გვიყვებით,მაგრამ საბოლოოდ რისი თქმა გინდოდათ ამით ვერ გავიგე:) ანუ ფინალი არ აქვს ჩემი აზრით...
ადამიანებზე დაკვირვება კი განაგრძეთ..ერთობ საინტერესო საქმეა ეგ :) არ ვიცი ახლა თავისუფალ თემებს თუ წერენ სკოლაში:) თავისუფალი თემისთვისაც ძალიან სუსტია:)
კარგად გვიყვებით,მაგრამ საბოლოოდ რისი თქმა გინდოდათ ამით ვერ გავიგე:) ანუ ფინალი არ აქვს ჩემი აზრით...
ადამიანებზე დაკვირვება კი განაგრძეთ..ერთობ საინტერესო საქმეა ეგ :)
9. ამას არც მოაკლო და არც მოუმატო:)) ახალი დაწერე კიდევ:) კარგი გოგო ხარ. ამას არც მოაკლო და არც მოუმატო:)) ახალი დაწერე კიდევ:) კარგი გოგო ხარ.
8. აზრი აქვს? მგონი არ გამომდის კარგად.. თან არც ვიცი რა დავამატო ან რა მოვაკლო... :( აზრი აქვს? მგონი არ გამომდის კარგად.. თან არც ვიცი რა დავამატო ან რა მოვაკლო... :(
7. აუცილბლად განაგრძე წერა :) აუცილბლად განაგრძე წერა :)
6. ხელოვნურია? :( შეიძლება... მადლობა :) გამიხარდით... ხელოვნურია? :( შეიძლება... მადლობა :) გამიხარდით...
5. 1997 - მა დამაფიქრა, დასაწყისისთვის კარგია ამ ასაკისთვის. უბრალოდ თემაა მარტივი. წარმატებები 1997 - მა დამაფიქრა, დასაწყისისთვის კარგია ამ ასაკისთვის. უბრალოდ თემაა მარტივი. წარმატებები
4. პორუჩიკს შემოვყევი...:) ბუნებას რომ უსმენენ ეგ კაია...:-* პორუჩიკს შემოვყევი...:) ბუნებას რომ უსმენენ ეგ კაია...:-*
3. ახალი დაწყებული აქვს , მართალია...მაგრამ ძალიან კარგი ბავშვია+5 ახალი დაწყებული აქვს , მართალია...მაგრამ ძალიან კარგი ბავშვია+5
2. არ ვიცი, ახალი დაწყებული გაქვთ, ალბათ არ ვიცი, ახალი დაწყებული გაქვთ, ალბათ
1. ძალიან მეხელოვნურა
ძალიან მეხელოვნურა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|