ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2012


ის აღარასდროს განმეორდება

ნაზამთრალ თბილისს კვლავ ატყვია სურნელი შენი,
წლებიც მიდიან თავისი გზით, როგორც დინება,
რაც დრო გადის კი უფრო ხვდები და ვეღარ შველი
წარსულს, რომელსაც სული ისე ეპოტინება
როგორც მზის სხივი ალიონზე იანვრის დილას,
და ხვდები უკვე გვიანია, ამბობ ნეტავი
ასე იყოს  და, აშტერდები გაყინული მინას
რომელიც შენში კვალს ირეკლავს გაუბედავის
მერე კი ისევ წარსულიდან ბრუნდები უკან,
თან მოშავთეთრო ამბიციას ფერებს უზავებ
და სხვათაშორის სულ ცოტათი  პოეტიც თუ ხარ
ალბათ მომავალს მთვარესავით გაიმუზავებ
თან დაფიქრდები , რა იყო და რისი თქმა არ გსურს,
შენი გავლილი ბილიკები ერთად გროვდება,
მერე მიდიხარ, აკვირდები ზეციდან წარსულს,
რომელიც უკვე  აღარასდროს განმეორდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები