| ავტორი: აბზუ ჟანრი: იუმორისტული 10 ივნისი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ვირტუალური საქართველო
საქართველო დღევანდელი თავისი გაუგებარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, არის პირველი ვირტუალური სახელმწიფო დედამიწაზე. საუბედუროდ, ვირტუალურ სამყაროში ქართველი ერი დიდხანს ვერ გაძლებს, რადგან ეს ყველაფერი როდის გასკდება და დაინგრევა, დროის ფაქტორია და ქართველი ხალხის გაძლებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს შეძლებს ის იკვებოს ვირტუალური ცრუ საკვებით, აღარაფერი რომ არ ვთქვათ გარე ფაქტორებზე, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გვიქადის. ამას დღეს ხელს უწყობს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, თავისი თვითმარქვია ვაიპოლიტიკოსებით. ხომ ნათელია, რომ რამდენიც არ უნდა ვიტყუოთ თავი, საქართველოში დღეს არ გვყავს პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი რომ გვყოლოდა, ასეთ დღეში არ აღმოვჩნდებოდით. ერთადერთი, რაც გვესმის ამ ქართველი თვითმარქვია პოლიტიკოსებისაგან, ერთმანეთის ლანძღვა-გინება და ერთი-მეორეზე ქურდობის ბრალდებებია. ანუ, ის ქურდია და მე რომ მოვალ მთავრობაში, ქურდი არ ვიქნებიო. მართალია ის ქართველი ხალხი, რომელთაც მათი პატიოსნების არ სჯერათ, იმიტომ რომ ამ ორი ათეული წლის განმავლობაში არცერთ “პოლიტიკოსს” კონკრეტული არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს სჭირდება. მზა სახელმწიფო თუ სხვა პროგრამების გადაწერ-გადმოწერით ვერაფერს გავხდით და ვერც გავხდებით, თუ ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ. საქართველოში რომ პოლიტიკოსი არ გვყავს, ფაქტია, ამიტომაც პოლიტიკა შემოგვივარდა სახლებში – საქართველოს ყველა მოქალაქეს! ამიტომაც არის, რომ დღეს საქართველოში უნებლიედ სამი მილიონი პოლიტიკოსი გვყავს, ანუ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თავისი აზრი პოლიტიკისადმი, რომელსაც თვითოეული გააფთრებით იცავს. მე, პირადად, დღეს ვერცერთ “პოლიტიკოსს” და ვერცერთ პარტიას ვეღარ ვანდობ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას. აგვისტოს ომმაც ეს დაგვანახა, თუ რამდენი საათია საჭირო, რომ საქართველო და ქართველი ხალხი აღარ არსებობდეს! აშკარაა, “ვარდების რევოლუციას” მოყოლილმა სექტებმა თუ რა მალე იპოვნეს საქართველოში დასაყრდენი ძალა. ახლა გეკითხებით, მარტო აშშ-ში ათასამდე სატანისტური (პირდაპირი გაგებით) სექტა არსებობს და თუ რომელიმე ფსევდო-დემოკრატიას ამოფარებული და არც თუ ისე დიდი ინვესტიციებით მოინდომებს საქართველოში შემოსვლას, განა ვერ იპოვნის დასაყრდენ პოლიტიკურ ძალას დღევანდელ საქართველოში? დღეს არჩევნები საქართველოში სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანს (რასაც ასე ელოდება რუსეთი და არა მარტო რუსეთი) და თუ ვინმეს ჰგონია, რომ არჩევნებს მოუგებს დღევანდელ რეჟიმს, ანუ “ვარდების რევოლუციის” იდეოლოგიის ერთ-ერთ გამტარებელს, “ნაციონალურ მოძრაობას”, ძალიან ცდება. მათ ამისათვის დიდი მუშაობა აქვთ ჩატარებული და შეიძლება ითქვას, საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს აკონტროლებენ სხვადასხვა ფორმით, მითუმეტეს, თუ არა ხარ ნაციონალური მოძრაობის მიმდევარ-აქტივისტი – პირდაპირ ხარ გამოცხადებული საქართველოს მოღალატედ თავისი სხვადასხვა ფორმითი თანმდევი რეპრესიებით, რაც მიუღებელია თავისუფლებისმოყვარე ქართველი კაცისათვის, ხოლო მორიგ შესაძლო ე.წ. “ჩანაცვლება-გადაბარებას” საქართველოს ვეღარ გადაიტანს! საერთოდ არ მესმის ქართველი მართლმადიდებლების ყოფნა ამა თუ იმ პარტიაში. ეს არის ცოდვის მორევში ყოფნა. რა არის პარტია? ერთი ან რამდენიმე პირის ამპარტავნობა-ამბიციურობის და არა მარტო ამის გამომხატველი ორგანო, რომელში ყოფნაც მართლმადიდებლისთვის არის ცოდვაში ყოფნა, მითუმეტეს, რომ უკვე ორი ათასი წელია, რაც საქართველოში არსებობს ღვთისმოყვარე ადამიანთა ერთობა ანუ ქართველ მართლმადიდებელთა საძმო. ამის მერე, რა პარტიებზე და სექტებზეა ლაპარაკი? (ამ ჩემს ნათქვამს გაიგებენ მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნე მართლმადიდებლები და არა ფარისევლები). ვერცერთი ქართველი “პოლიტიკოსი” ვერ ათვითცნობიერებს, რომ რამოდენიმე წელიწადში თუ რა საშიშოების პირისპირ აღმოვჩნდებით მარტოდმარტო, რადგან ყველა დღევანდელი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, ისეთი გადაულახავი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რომ ჩვენი დრო აღარავის არ ექნება. და თუ რა მაძლევს ამის თქმის უფლებას, მოგახსენებთ. ნათელია, რომ დღეს თვით მსოფლიოში არსებული დემოკრატია საჭიროებს სისტემურ ცვლილებებს. ამას კარს მომდგარი, მიმდინარე მსოფლიო ფინანსური კრიზისიც ამტკიცებს, რომელიც გამოიწვევს პირველ დიდ გლობალურ დეპრესიას, რომელიც, დიდი ალბათობით, შეცვლის მსოფლიო რუკას ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა მეორე მსოფლიო ომმა. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სუვერენული ქვეყნების რიცხვი რადიკალურად შემცირდება. ილუზიური წარმოდგენა იმისა, რომ კაცობრიობა გამოვიდა მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობების, ცენტრალური ბანკების და შეძლებულთა კრიტიკული რიცხვის ურთიერთშეთანხმებული ქმედებების საფუძველზე – ეს არის დიდი შეცდომა. მიმდინარე კრიზისი არის არა მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკური, არამედ წარმოადგენს ცივილიზაციის კრიზისსაც. ერთ-ერთი მიზეზი მიმდინარე კრიზისის არასწორად გაანალიზებისა მსოფლიო მთავრობათა უმრავლესობის მიერ არის ამ კრიზისის შედარება ძველ ეკონომიკურ, აგრეთვე, სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ დოგმებთან. კარსმომდგარმა მსოფლიო ფინანსურმა-ეკონომიკურმა კრიზისმა თვალნათელი გახადა დღევანდელი პოლიტიკური კონსტრუქციების მერყევი მდგომარეობა და მთლიანად მსოფლიო პოლიტიკური სფეროს სისუსტე, რომ აღარაფერი ვთქვათ გლობალიზაციის შესახებ, სადაც მრავალი ფაქტორიც კი ვერ იქნა გათვალისწინებული თავის დროზე და დღეს თამაში, სახელწოდებით “გლობალიზაცია” დამთავრდა, ანუ კონტროლს აღარ ექვემდებარება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული, თუ რას აუქმებს გლობალიზაცია. იგი აუქმებს სახელმწიფო სუვერენიტეტს, ნაციონალურ-ეკონომიკურ სისტემებს, ნაციონალურ ადმინისტრაციებს, ავტონომიებს, ეთნიკურ ანკლავებს, ეთნიკური ტიპების სხვადასხვაობას, ეროვნულ ვალუტას, იურიდიულ დიფერენციაციას, კულტურათა დიალოგს და სხვა. ანუ გლობალიზაციას თან სდევს ახალი რისკები და არასტაბილურობა, რომ არაფერი ვთქვათ გეო-ეკონომიკური ერთობის წინააღმდეგ – გეო-კულტურული ნაირსახეობები – ეს ხომ აბსურდია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოგებული დარჩება ამ აბსურდული თამაშით, სახელწოდებით “გლობალიზაცია”, არის ჩინეთი, მითუმეტეს 2013 წლიდან იწყება ჩინური სავალო კრედიტის გადახდა, რასაც ვერც ევროკავშირი და ვერც აშშ ვერ შეძლებენ. ამის შესახებ იცი სამივე მხარემ და ეს დააჩქარებს უკვე არსებულ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისს, ანუ ორი ცივილიზაციის დაჯახება გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, 2014-2016 წლებში ნებისმიერი სოციალური პანიკაც კი აშშ-ში გამოიწვევს დოლარის, ანუ მსოფლიო სარეზერვო ვალუტის გაქრობას. ამას ჩინეთი უზრუნველყოფს, თუ მანამდე სხვა ფაქტორი არა. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დღევადელ მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნაში, არის აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED). მათი არააფიშირებული ფინანსური საქმიანობის გამო, რამაც წარმოშვა დღეს ამდენი ჰედჯ-ფონდი თავისი კრიმინალური საქმიანობით და სხვა, რამაც გამოიწვია მ3 ფულის მასის გაქრობა, ანუ ე.წ. დიდი ფულის მასის გაქრობა, რომელსაც აკონტროლებდა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED), რომლის მმართველთა საბჭო წარმოადგენს ოფიციალურად ამერიკის მთელი საბანკო სისტემის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ მთავარ ორგანოს და არაოფიციალურად, მთელი მსოფლიო საბანკო სისტემისა. აი, თავი და თავი, ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭომ და მათ დამატებულმა რამოდენიმე პოლიტიკოსმა თავის დროზე შექმნეს თამაში, სახელწოდებით “გლობალიზაცია” და არა მარტო “გლობალიზაცია”, რომლის მიზანი იყო დედამიწის მოსახლეობის შემოსავლების, ანუ მთელი ფულადი მასის მართვა-კონტროლი. აი, ამ აბსურდმა მიგვიყვანა დღეს კრიზისამდე (არ დავიწყებ ჩამოთვლას, თუ როგორ ცდილობდნენ ეპოვნათ მათ ამ “კონტროლის” მიღწევის გზები. მოგახსენებთ მხოლოდ საერთო კონცეფციის ერთ-ერთ მიმართულებას – ცნობიერების აღრევა-ქაოსისა, ანუ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მტკიცე ზნეობრივი ორიენტირი, მას არ უნდა ჰქონდეს სულიერი და გონებრივი სიმშვიდე, რათა მან ვერ გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისაგან. ესეთი ადამიანი ადვილად სამართავია, რადგან მას არ ექნება ნებისყოფა და იგი ხდება ადვილად დამყოლი. სექტები, ცრუ სწავლებები, აღმოსავლური მისტიკა და ასტროლოგია, მაგია, კოდირება, ჰიპნოზი, აგრეთვე, საყოველთაო გარყვნილება და სხვა, რომელშიც ჩართულია კაცობრიობა, მიზნად ისახავს დაასუსტოს და შეარყიოს პიროვნებების შინაგანი სტრუქტურა, რათა მან ვერ გაარჩიოს ტყუილ-მართალი და ერთდროულად ჰქონდეს ღვთის რწმენა და თაყვანისცემა სატანისა. ახლა კარგად დავუკვირდეთ, რამდენ ტრილიონ დოლარს წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკა და რამდენი ტრილიონი დოლარია დახარჯული, და თქვენ დაინახავთ, რომ მსოფლიო ეკონომიკასთან შედარებით ათჯერ მეტია დახარჯული, რამაც მ3 ფულის მასა გააქრო და გადაიყვანა ვირტუალურ სამყაროში, მაგრამ საუბედუროდ კაცობრიობა ვირტუალურ სამყაროში დიდხანს ვერ იცხოვრებს. Aამას ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) საემისიო ცენტრის ნაციონალიზაციაც კი ვეღარ უშველის, ამიტომ კრიზისი გახდა შეუქცევადი. ის, რომ დღეს ამერიკის მთავრობა ვერ ათვითცნობიერებს, თუ როგორი გამოწვევების წინაშე დგას, იქიდანაც ჩანს, რომ ახალ მაკონტროლებელ ფუნქციებს ანიჭებს ფედერალურ სარეზერვო სისტემას (FED), რომელმაც თავისი ფუნქცია და შესაძლებლობები უკვე ამოწურა (ეს იგივეა, რომ მგელს ჩავაბაროთ ცხვრის ფარა). ასევე, არ შეიძლება არ ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი ფინანსური კრიზისის დაჩქარება-შეუქცევადობისა, არის ოფშორული ცენტრები. საერთოდ, თითქმის ყველა ოფშერული კომპანია არის კრიმინალური, ანუ შეგნებულად თუ შეუგნებლად კრიმინალურ საქმიანობას ეწევა ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი მოწყობის მიმართ თავისი არაკონტროლირებადი ფინანსური საქმიანობის გამო და არა მარტო ფინანსური საქმიანობის გამო. დღეს ამან მიიღო გლობალური ხასიათი. ნუთუ არსებობს ერთი არგუმენტი მაინც, რომ ოფშორული ფინანსური ცენტრები არის სასარგებლო მსოფლიო ეკონომიკისათვის? სასაცილოა ის, ვისაც სჯერა, რომ ოფშორული ფინანსური ცენტრები ექვემდებარება კონტროლს. თუ რა მაძლევს ამის თქმის უფლებას, მოგახსენებთ ერთ-ერთი ძველი, მაგრამ კარგად ცნობილი ფაქტის შესახებ – თუ რატომ ხვდებოდა ყველა კრიმინალური წარმოშობის თანხების (ნარკო-ფული, ე.წ. ,,ოპეკის” ქვეყნები, იარაღის ბიზნესი და სხვა) კონცენტრირება ოფშორული ბანკების დახურულ ანგარიშებზე (ანგარიში - ძ). მანამდე, სანამ არ გამოჩნდება მათი გასუფთავებისათვის საჭირო ფინანსური ინსტრუმენტები (ვექსილები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ცენტრალური ბანკების სხვადასხვა ფორმითი სავალო ინსტრუმენტები, სახელმწიფო ან საბანკო გარატიები და სხვა), შემდეგ კი ამ ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით თOPP-100 ბანკებში უმთავრესად საბანკო ოფიცრების დონეზე (რომლის კონტროლი შეუძლებელია, და ხშირ შემთხვევაში, თვით მაკონტროლებლებიც კი, მაგ: FED მონაწილეობდნენ ამ ოპერაციებში), ხდება ე.წ. კრიმინალური თანხების გასუფთავება და დღეს აქ დაემატა მესამე სუბიექტი, ე.წ. ჰედჯ-ფონდები. ხშირ შემთხვევაში, ფინანსური ინსტრუმენტების გამცემს წარმოდგენაც კი არა აქვს, ოფიციალურად ცნობილის გარდა, თუ რა კრიმინალურ ოპერაციებს ხმარდება მათი გაცემული ფინანსური ინსტრუმენტები. ზემოთხსენებულის გარდა, არსებობს რამოდენიმე ათეული სხვადასხვა ფინასური სისტემა და ფორმა, რომელიც კონტროლს ვერ ექვემდებარება. ევროკავშირსა და ამერიკაში მხოლოდ ეხლა გაათვითცნობიერეს ნაწილობრივ ამ საფრთხის არსებობა და დღის წესრიგში დადგა ფინანსური სტაბილიზაციის საბჭოს შექმნა-ფუნქციონირება (Fინანციალ შტაბილიტყ Bოარდ), მაგრამ რა აზრი აქვს ამ საბჭოს, თუკი დღემდე ოფშორულ ფინანსურ ცენტრებში თავმოყრილია განვითარებული ქვეყნების მთელი საბანკო დეპოზიტების მესამედი. მიმდინარე კრიზისის დროს ბევრი ნაციონალური სახელმწიფო გაკოტრდება ან განადგურდება, რაც, აგრეთვე, დღევანდელი მულტი-ოფშორული სამყაროს არსებობის შედეგი იქნება. ოფშორული ფინანსური ცენტრების გაუქმებით ან მათთან ყოველგვარი ურთიერთობების კანონგარეშედ გამოცხადების შემთხვევაში (რაც გარდაუვალია), ჰედჯ-ფონდების პრობლემა თავისთავად იქნება მოხსნილი, რადგან ისინი ავტომატურად დაკარგავენ თავიანთ ფუნქციას. (ოფშორების გაუქმებით თვით ბერლუსკონი-პუტინის მეგობრობა-ბიზნესსაც წერტილი დაესმევა. ავადსახსენებელი გემი “მისტრალიც” ხომ მათი პირადი ბიზნესისთვის არის შეძენილი...). აშკარაა, რომ ამ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს უფრო ღრმა ფესვები აქვს. დღეს არსებული დემოკრატია დროის გამოცდას ვეღარ უძლებს, ანუ მოძველდა და საჭიროებს სისტემურ ცვლილებებს. მე არ მინდა, რომ დემოკრატია გადაიქცეს 20-ე საუკუნის პოლიტიკურ არქაიზმად. მითუმეტეს, აშკარაა, რომ დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება და შესაძლოა გააქროს კიდეც ტიმაკრატიის ფენომენმა, ანუ ტიმაკრატია დემოკრატიის მესაფლავეა (რა არის ტიმაკრატია – 1. მსხვერპლის, ანუ დაზარალებულთა ძალაუფლება; 2. ეს არის სისტემა სარგებლის მიღებისა რაიმე დანაშაულიდან მსხვერპლის სტატუსით; 3. მაქსიმალური მაღალეფექტური ტექნოლოგია პოლიტიკური, სამართლებრივი, სტატუსებრივი და ეკონომიკური დივიდენდების ამოღება-მიღებისა, მოქალაქეთა რაიმე საზოგადოებისა (მსხვერპლთა-უმცირესობათა) ან მოქალაქის პოზოციონირების გზით დაზარალებულის მოდუსით ჩადენილი დანაშაულისგან ან სამართალდარღვევიდან (გენოციდის მსხვერპლნი, რეპრესიის მსხვერპლნი, რაიმე ნიშნით დანაშაულის მსხვერპლი – აღმსარებლობა, ეროვნება, რასა, ფიზიკური დეფექტი და სხვა); 4. იურისტთა ლატენტური ძალაუფლება ტიმაკრატიის ფორმატში არის, რომ დანაშაულს არა აქვს სიძველის ვადა. ტიმაკრატია სახიფათოა, რადგან მასში არის “ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”; 5. ტიმაკრატია დემოკრატიას შიგნიდან ღრღნის და მუდმივად წარმოაჩენს მის სიცარიელეს. ტიმაკრატიის სიკვდილს ხელს უწყობს არა მხოლოდ მოქალაქეთა (ხალხის) ხელისუფლებისაგან რადიკალური განყენების პროცესი, ან ეროვნულ სახელმწიფოთა ელიტის “სიბრმავე”, რომლებიც მთლიანად იმპლანტირებულნი არიან გლობალურ ელიტაში, არამედ, დემოკრატიის კვდომას ხელს უწყობს ინფორმაციულ ტექნოლოგიათა ზრდა, დღეს ვინც დემოკრატიას ერთგულებაში ეფიცება, ან მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მისგან მაქსიმალურ სარგებელს იღებს ან ესენია დაბალ-ინტელექტუალური კერპთაყვანისმცემლები კვდომადი პოლიტიკური არქაიზმისა). სასაცილოა ჩვენი მთავრობის ტრაბახი, რომ საქართველოს არც შეხებია და არც შეეხება კარსმომდგარი, მიმდინარე ფინანსური კრიზისი. რა უნდა შეგვეხოს, როცა საქართველოში არც ყოფილა და არც არის ეკონომიკა. დღეს შევარდნაძისდროინდელ “ჰუმანიტარულ-მათხოვრულ” ფინანსურ-ეკონომიკურ სახელმწიფო პოლიტიკას ე.წ. “ვარდების რევოლუციის” მიმდევრებმა დაუმატეს სახელმწიფო რეკეტი და სახეზე გვაქვს “ჰუმანიტარულ-მათხოვრულ-რეკეტული” ფინანსურ-ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკა (ხოლო დღეს “მათხოვრულს” ინვესტიცია და ინვესტორ დაარქვეს). ახალი ქართული ფინანსურ-ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩამოყალიბდება საქართველოში ფინანსურ-ანალიტიკური ცენტრი, სადაც კვალიფიციური ქართველი და არა მარტო ქართველი ფინანსისტების მიერ მეცნიერულ-ანალიტიკურ დონეზე მოხდება მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კატაკლიზმების შესწავლა-ანალიზი. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელია საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნა და საერთოდ, დღეს საუბარი სოფლის მეურნეობაზე, განათლების სისტემაზე, სიღატაკე-სიღარიბის დაძლევაზე და სხვა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ქართველი ხალხის ტრაგედია სტატისტიკად აქციონ. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მოხდეს ისეთი სისტემური ცვლილებები, რომლებიც მორგებული იქნება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და არა რომელიღაც პოლიტიკურ პარტიასა და ვაი-პოლიტიკოსზე. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ გვყავდეს ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მომართული იქნება ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესებისაკენ, ანუ ჩვენ ბელადი კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ჩვენ თითოეულმა უნდა ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, მითუმეტეს, დღეს ეს აქტუალურია ამ კარს-მომდგარი მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კრიზისი, ჩვენი გეო-პოლიტიკური მდებარეობის გამო, პირდაპირ სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გვიქადის. განვიხილოთ, თუ როგორი სისტემური ცვლილებები გვჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ხომ გადასახადებს ვიხდით ყოვე თვე და არა ხუთ წელიწადში ერთხელ. ამოსავალი წერტილი და საფიქრალი დღეს ქართველთათვის და არა მარტო ქართველთათვის უნდა გახდეს ისეთი სისტემური ცვლილებები, როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე თავისი გადახდილი გადასახადების ხარჯვას გააკონტროლებს ყოველთვიურად და არა ხუთ წელიწადში ერთხელ. (ფაქტია, ამერიკულმა დემოკრატიამ ვერ შეძლო ამის კონტროლი, ამიტომაც სახეზე გვაქვს მსოფლიო ფინანსური კრიზისი). არსებობენ ქართველი პოლიტოლოგები, ფსიქოლოგები და ეკონომისტები, რომლებიც კარგად დახვეწენ ახალი დემოკრატიული სისტემების პრაქტიკულად განხორციელების საშუალებებს. ალბათ რამოდენიმე კვირაც კი საკმარისი იქნება, რომ ჩვენს ქართველ ხალხს და მსოფლიოს შევთავაზოთ ახალი დემოკრატიული სისტემა და მათ შორის, კონტროლირებადი პარლამენტი, რაც აგვაცილებს მრავალ საფრთხეს: აღარ გვეყოლება ქურდი მთავრობა, რომელიც დღეს არსებული “დემოკრატიით” გარანტირებულია, რადგან ცდუნება ძალიან დიდია (ვირჩევთ პარლამენტარს ან პრეზიდენტს 4-5- წლით და ისინი განაგებენ ჩვენს მიერ გადახდილ იმ ყოველთვიურ თანხებს 4-5 წლის მანძილზე უკონტროლოდ). არ გვეყოლება მკვდარი სულები პარლამენტში და ვერ იქნება პარლამენტარობა გაიგივებული “ბიზნესმენობასთან”, როგორც დღეს. აგრეთვე, საერთოდ გაქრება საპროტესტო აქციები, რევოლუციების და სამოქალაქო ომის საშიშროება, თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსების გრძნობა, რომ ის პასუხისმგებელი იქნება თავის თავსა და თავის ქვეყანაზე, რადგან მისი აზრი გათვალისწინებული იქნება ყოველ თვე და არა 4-5 წელიწადში ერთხელ. რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქე შეძლებს, ყოველთვიურად გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი, რასაც კი საეჭვოდ ჩათვლის, ვეღარ იქნებიან არასპეციალისტები საქართველოს მთავრობაში და სხვა მრავალი სიკეთე. ასე, რომ დღეს ზემოთხსენებულ სისტემურ ცვლილებებს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ. არ შეიძლება, არ განვიხილოთ დღევანდელი ჩვენი გაპოლიტიზირებული და თავს მოხვეული ისტორია. ისე კი, მინდა ვკითხო ქართველ მეცნიერებს, გვაქვს ისტორია თუ არა? დღეს საქართველო ყოფილა თურმე რუსის, სომეხის, აზერბეიჯანელის, თურქის, ბერძენის, ირანელის და სხვა, ე.ი. ყველასი, ქართველის გარდა (ამ მხრივ, ქართველ ისტორიკოსებსაც მიუძღვის დიდი ღვაწლი ჩვენი მეზობლების გადარევაში), რამაც განაპირობა ჩვენი მიწა-წყლის მიტაცების შესაძლებლობა. დღეიდან ქართველმა ისტორიკოსებმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ჩვენს საყვარელ მეზობლებსაც და არა მარტო მათ, გავაგებინოთ ჩვენი ისტორია, როდესაც ჩვენი მეზობლები გაათმაგებული ძალით წერენ თავიანთ ახალ ისტორიებს და იტაცებენ ჩვენს კუთვნილ ისტორიულ ფაქტებს. აქ, საქართველოში ომი აქვს გამოცხადებული ყველაფერს ქართულს ქართველი სექტანტებისა და სხვადასხვა ფონდების მიერ. ჩვენმა მეზობლებმა რუსებმა ჯერ გადარიეს საწყალი აფხაზები, ამერიკელ ინდიელთა და არა მარტო მათ ნათესავებადაც კი მონათლეს, შემდეგ გადარიეს ოსები და დღეს თვითონ რუსებიც გადაირივნენ. წერენ და დაწერეს ახალი ისტორია რუსთა, რომლებიც თურმე 32,000 წლისა არიან! იხილებ ვებ-გვერდი ჰტტპ://წწწ.ორგანიზმიცა.ორგ. თურმე, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ ყოფილა დათვის ტოტემის მატარებელი, რადგან ეს ტოტემი ყოფილა საქართველოში, რომელიც დღეს ოკუპირებულ სამაჩაბლოშია და თურმე, ამანაც განაპირობა ქართული ტერიტორიის მიტაცების შესაძლებლობა-დაკანონება, რადგან რუსი თურმე ვერ იქნება რუსი, თუ დათვის ტოტემის მატარებელი არ იქნება (საინტერესოა, ეს საკითხი რატომ გამორჩა ქართველ მეცნიერებს, თუ ეს ასეთ სერიოზულობას წარმოადგენდა რუსებისათვის), იხილეთ ვებ-გვერდი ჰტტპ://წწწ.დაზზლე.რუ/სპეც/იირ5508.სჰტმლ, სადაც არსებული დათვის ტოტემის ადგილმდებარეობა თარიღდება 398,000 წლით ჩვ.წ-აღ-მდე!! ისე საინტერესოა, მაშინ საერთოდ რუსი თუ ოსი არსებობდა? ზემოთხსენებულ საიტზე, ხსენებულ გამოქვაბულში თურმე სხვადასხვა ცხოველების ძვლებიც არსებობს, მათ შორის მაიმუნისა და ვირის. ასე რომ, შეგვიძლია საერთაშორისო აუქციონიც კი გამოვაცხადოთ ამ ტოტემებზე. რაც შეეხება ამ ჩვენს მეზობელ “სომხებს” – ჰაიესებს და მათ მრავალსაუკუნოვან, გაუთავებელ და უსაფუძვლო პრეტენზიებს ჩვენს მიმართ, რომლებიც დღეს თვითონაც კი აღარ თვლიან თავის თავს ჩვენს ნათესავებად (რაც დამაჯერებელია), დღესაც აცხადებენ საქართველოს ტერიტორიის მიმართ პრეტენზიას, დღესაც უშვებენ რუკებს, სადაც მტკვარი არის გამყოფი საქართველო-სომხეთის საზღვრისა, მათ შორის, თბილისისაც! იხ. მრავალი საიტიდაინ ერთ-ერთი: წწწ.არბუგო.ამ. სულ მიკვირდა, თუ ასეთ დიდ ერს (როგორც თვითონ იძახიან) რაში სჭირდება სხვისი კულტურული მემკვიდრეობის მიტაცება და აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. გასაოცარია, რომ მათი ეთნოგენეზი დღესაც არაა გარკვეული და ბურუსით არის მოცული. იხ. ვებ-გვერდი: ჰტტპ://რუ.წიკიპედია.ორგ/წიკი/этногенез-армян/. მეც მაინტერესებს, თუ ვინ არიან და როდის გაჩნდნენ ჩვენი დღევანდელი მეზობლები სომხითის ტერიტორიაზე? აქ ქართველი მეცნიერებისა და ქართველი ხალხის საყურადღებოდ მინდა ვთქვა: წარმოიდგინეთ ფესტოსის დისკო რომ გაეშიფრა ჩვენს მეზობელ ხალხს, რა მოხდებოდა? ჩვენთან ამას ყურადღებაც კი არ ექცევა. აი, ეს არის ის, რაც ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს ქართველმა ისტორიკოსებმა ახლებურად უნდა შეხედონ თვით ქართულ ისტორიასაც და უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი კვლევა-ძიება ყოველგვარი ქართულისა. გავკადნიერდები და რამოდენიმე მიმართულებას შემოგთავაზებთ, რადგან მეც მაინტერესებს ახსნა-განმარტება იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე. არსებობდა შუმერულ-ბაბილონურ-ასირიულ-ხეთთა მაგია, ცნობილი, როგორც შუმერულ-ქალდეული მაგია. საოცარია, მაგრამ ქურუმ-მოგვთათვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია ძალიან კარგად იყო ცნობილი, მათ შორის, აქ მაცხოვრებელი ხალხით. ქურუმ-მოგვები კავკასიას უწოდებენ აბზუს (ცნობილია, რომ ჩრდილო კავკასიის ტომები კოლხ მთიელებს, რაჭვენებს და სვანებს დღემდე “ებზე”-ს უწოდებენ). იმ დროისათვის, საქართველოს ტერიტორია ქურუმ-მოგვთათვის იყო სულიერების აკვანი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ისინი თავის მასწავლებლად, პირველ მოგვად თვლიდნენ ლაზთა მეფე ეას. იგი ითვლებოდა ყველაზე დიდ სასწაულმოქმედად. მას მიაწერდნენ ყველა სასარგებლო ხელობა-ხელოვნების გამოგონებას, და განსაკუთრებით, მაგიისა. შემდეგ, მას თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთს – კაცობრიობის მფარველს. მისი ემბლემა იყო თითი ცხვირის თავით. აბზუს (კავკასიის) მკვიდრებად ისინი აცხადებდნენ ლაზებს და იმერიელებს. სხვადახვა ლოცვა-გამოლოცვებში და რიტუალებში ეს პირდაპირ აღინიშნება. რომელ ლოცვა-გამოლოცვაშიც ნახსენებია ლაზეთი, იქვე ყოველთვის აღნიშნულია იმერია, როგორც ქვეყნები, ახლოს მდგომი ღმერთებთან, ანუ ღმერთ ეას სამშობლო და იქვე ყოველთვის ნახსენებია ორი ქალაქი – ხაშური და ხახა. ქურუმ-მოგვები დიდი ცოდნის მატარებლები იყვნენ. დღეს შუმერ-ქალდეველი მოგვის თანამდებობა ექვივალენტურია ევროპის უნივერსიტეტის პროფესორისა და ისიც ყველასი არა, მხოლოდ იმ პროფესორისა, რომელსაც გააჩნია ენციკლოპედიური ცოდნა და მრავალრიცხოვანი ტალანტი. არსებობდა ქალდეველთა ე.წ. რიცხვთა წიგნი. ეს ის რიცხვთა წიგნია, საიდანაც ბაბილონის ტყვეობის დროს ებრაელი ხალხი გაეცნო (არასრულყოფილად) შუმერულ-ქალდეულ ფილოსოფია-მაგიას და ამ ქალდეულ იდუმალ სწავლებებს გაცნობილებმა შექმნეს ერთ-ერთი პირველი სექტა – ფარისეველთა, რომლებმაც შემდეგ შექმნეს თალმუდი კაბალა, რიცხვთა კაბალა და სხვა, რაც დღეს არის საწყისი ყველანაირი საიდუმლო საზოგადოებებისა, იდუმალი ორდენებისა და მათ შორის, სექტების უმრავლესობისა. ის, რასაც ეძებენ, ფარისეველთა სექტიდან დაწყებული მასონობამდე, ეს არის ლაზთა-შუმერთა-ქალდეველთა საიდუმლო ცოდნის გაგება. თვით მასონთა საიდუმლო ორგანიზაციების იერარქია ხომ პირდაპირ დღესაც წარმოადგენს მოგვ-ქურუმთა ძველ იერარქიულ სისტემას. ევროპაში დაცული ხელნაწერებიდან ჩანს, რომ აქედან წასული მეთანიის სახელმწიფოს შემქმნელები, მათ შორის, ქართველთა ტომები, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ რჩებიან იქ ქალდეველებად ცნობილნი, ანუ ძველი სიბრძნე-სულიერების მატარებელ ხალხად, შემდეგ ნაწილი გადადის ეგვიპტეში და იქ აცნობს არაბულ სამყაროს ქალდეველთა მრავალმხრივ ცოდნას, თავის მხრივ, არაბები ევროპელებს უზიარებენ ამ ცოდნას (აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ორი მითანიელის - ნეფერტიტისა და მისი ძუძუმტეს – კიას ეგვიპტეში ახალი სულიერების შეტანის ფაქტიც), ყველაზე დიდი ნაწილი ქალდეველთა ბრუნდება თავის სამშობლოში. ამის მტკიცებულება არის ის, რომ ბიზანტიის იმპერატორები როდესაც მიემგზავრებოდნენ ლაზ-ჭანებთან ანუ კოლხებთან, ისინი ამ რეგიონს ეძახდნენ არა უბრალოდ ქალდეას, არამედ მესოქალდეას, ანუ ამაში მოიაზრებდნენ მესოპოტამიიდან დაბრუნებულ კოლხ-იბერებს (იხ. ლონდონში დაცული არაბული ხელნაწერები). დღეს საუბედუროდ ცივილიზებულმა სამყარომ არ იცის, ვინ არიან ლაზები. ვეკითხები ქართველ მეცნიერებს, დავუბრუნოთ თუ არა ძირძველი ქართველები ცივილიზაციას? თუ დავემსგავსოთ ჩვენს მეზობლებს? სადაც ცხოვრობს ნაწილი ლაზებისა თავის ძირძველ მიწაზე გამუსულმანებული და გათურქებული, რომლებიც ცივილიზაციისათვის არიან დაკარგულნი, რადგან უმრავლესობას დაკარგული აქვთ თავისი იდენტურობა. ახლა ირკვევა, თავის დროზე არაბულ სამყაროს და მთლიანად სემიტურ მოდგმას თუ ვინ გადასცა ის სიბრძნე-ცოდნა, რითაც ეს სამყარო დღემდე ამაყობს! სამწუხაროდ, ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობას უკავშირდება, ნაკლებად ვიცით რეალური სახით. ამის დასტურია ის, რომ საზოგადოებაში არის მითქმა-მოთქმა იმისა, რომ რაღაც და ვიღაც, ხილული თუ უხილავი ძალები გვებრძვიან. თურმე ეს ე.წ. “ორდენები”, “ლოჟები”, რელიგიური სექტები და სხვა ეძებენ იმ ცოდნას, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს და მათ სრულყოფილად არ ასწავლეს, ანუ ჩვენ, ქართველებს ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და მე მგონი, თვით ისინი არიან დღეს ჩვენი გადასარჩენი. 1616 წელს პიეტრო დელა ვალემ (Dელლა Vალლე) პალესტინიდან სამშობლოში ჩაიტანა საიდუმლო ხელნაწერები, რომლებიც გადასცა ვატიკანს. ამ ხელნაწერების აღმოჩენის შემდეგ იწყება იმ ხალხის ძებნა, ვისაც ეკუთვნოდა ეს ხელნაწერები. ის მიემგზავრება კავკასიაში და ქართულ ენაში ეძებს ამ ხელნაწერების შიფრის გასაღებს. საინტერესოა ამ ხელნაწერების შესწავლა ქართველი მეცნიერების მიერ. აუცილებლად უნდა დაიწყოს ქართული ხელნაწერების მოძიება-შესწავლა და არა მარტო ქართულისა, რომლებიც საკმარისად არსებობს და შეუსწავლელია ქართველი ისტორიკოს-მეცნიერების მიერ. ამრიგად, ლაზი-კოლხი-ქალდი-ქართი-ქართლი-ქართველი ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინებია. მინდა ვკითხო ქართველ ისტორიკოსებს, თუ რატომ არსებობს ენობრივ-ანთროპოლოგიური-ისტორიული მსგავსების ფაქტები ქართველებსა და ძველ ირლანდიელ, სკანდინავიელ, ესპანელ იბერთა-ბასკთა, ხმელთაშუაზღვის ხალხთა (მათ შორის, მინოსულ-კრეტულ, პელაზგთა, ეტრუსკთა, ფინიკიელთა, არცვებთა და სხვათა), თუბალთა, მეშხთა, ხატთა, ხურიტთა, მეთანიელთა, ურარტუელთა, ანატოლია-კაბადოკიელთა, შუმერთა, სუბართა, ელამთა, ბაბილონთა და სხვათა. აშკარად იკვეთება შემდეგი: იყო ერთი მოდგმის ხალხი, რომელიც განთავსდა აზიისა და ევროპის ოაზისებში, რომლებმაც შექმნეს დღეს ცნობილი შუმერულ-ბაბილონურ-კავკაკიური ცივილიზაცია. საინტერესოა, ვინ იყო ეს ხალხი? ჩემთვის მზე არც ჩრდილოეთიდან ამოდის და არც დასავლეთიდან, იმიტომ რომ ვარ ქართველი. ამ რწმენით და შეგნებით მოგვიყვანა უფალმა ქართველობა დღემდე – სხვა ერებთან ურთიერთ-სიყვარულით, რითაც დაიძლეოდა მტერი. დღეს არ გაგიკვირდეთ, რომ ჩვენი ვაიპოლიტიკოსების ხელში აზიზის მეჩეთი კი არა, მთლიანად საქართველო დავკარგოთ, თუ არ გამოვფხიზლდით! ამიტომ, უნდა მოეწყოს დიდი ქართველთა თავყრილობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს სადამდე ვუყუროთ ამ ვაქხანალიას?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან, ძალიან მომეწონა როგორც კრიტიკა-პუბლიცისტიკა. საკუთარ მოსაზრებას, რომ გამოთქვამ ეს უკვე დიდი პლუსია. ასე მეგონა პოლიტეკონომიის ლექციაზე ვიყავი, წაროდგენა შემექმნა ავტორზე, თავად არის პოლიტოლოგი, ეკონომისტი და საერთოდ განათლებული და პოლიტიკურად მოაზროვნე , კარგი იქნებოდა ღია წერილის სახით პოლიტიკოსებს და ისტორიკოსებს მიაწვდინო, ეს შესანიშნამი პუბლიცისტიკა არამც და არამც "იუმორისტული"-ის ფორმით
, ძალიან, ძალიან მომეწონა როგორც კრიტიკა-პუბლიცისტიკა. საკუთარ მოსაზრებას, რომ გამოთქვამ ეს უკვე დიდი პლუსია. ასე მეგონა პოლიტეკონომიის ლექციაზე ვიყავი, წაროდგენა შემექმნა ავტორზე, თავად არის პოლიტოლოგი, ეკონომისტი და საერთოდ განათლებული და პოლიტიკურად მოაზროვნე , კარგი იქნებოდა ღია წერილის სახით პოლიტიკოსებს და ისტორიკოსებს მიაწვდინო, ეს შესანიშნამი პუბლიცისტიკა არამც და არამც "იუმორისტული"-ის ფორმით
,
5. ამ ყველაფრის წერა, ჯანდაბას, თუ არ გეზარება, მაგრამ, სათაური მაინც დაგეწერა უშეცდომოდ.... ამ ყველაფრის წერა, ჯანდაბას, თუ არ გეზარება, მაგრამ, სათაური მაინც დაგეწერა უშეცდომოდ....
4. თქვენი წერილი მეგობარო ნაციონალური იდეებითა გაჟღენთილი , რომელმაც ძალიან ჩამაფიქრა და შევეცდები ჩემი აზრი გადმოგცეთ. ისტორია როგორც ცხოვრების მასწავლებელი საზოგადოებისთვის დამღუპველია და აგიხსნით რატომ:ისტორიაში საერთოდ იწერება და რჩება ის რაც მთავრობას აწყობს და მოსწონს, თქვენი ნამუშევარი როგორი მართალიც არ უნდა იყოს ის სახელმწიფო მმართველობის წინააღმდეგ არის დაწერილი და დედაფუძიანად ანგრევს დღევანდელ პოლიტიკურ წყობას, აქედან გამომდინარე საქმე გვაქვს ცენზურასთან, როდესაც უფალ ქრიტეზე თქვეს რომ ის სატანის ძალით დევნის სტანასო რა უპასუხა ქრისტემ? სატანა თუ სატანას სდევნის ანუ თავის თავს ეწინააღმდეგება თვითონვე დამარცხდებაო. ისტორია უკან ხედვაა რომელიც წინ ხედვაზე გვიშლის ხელს, არავინ იცის როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა იმ დროს ხალხი იმტომ რომ არ დაწერილა, თუ დაიწერებოდა იმ ნაწერს უმალვე გააქრობდნენ. ფინანსურ პირამიდაზე და კრიზისზე ძნელია რომ არ დაგეთანხმოთ, იმ ფონზე როცა დღეს როკფელერმა და როკშილდმა გააერთიანეს თავიანთი ფინანსური აქტივები, ალბათ მომავალში რაღაც საწაული ფინანსური პრობლემები გვექნება. ეკლესიებს რა შეეხება აქაც ყველაფერი გასაგებია, ეკლესია არ დგას იმ საფეხურზე რომელზეც უნდა იდგეს, ეკლესიამ საზოგადოებას ცხოვრება უნდა ასწავლოს და სამართალის სადარაჯოზე უნდა იდგეს, მართლმადიდებლობა, კატოლიციზმი და კიდევ მრავალი ორგანიზაცია ადიდებს საკუთარ თავს. „თუ ჩვენს ორგანიზაციაში არ იქნებითო ვერ გადარჩებითო“–ამის თქმა არ შეიძლება იმტომ რომ ადამიანი ღმერთმა უნდა გადაარჩინოს და არა ორგანიზაციამ, ეკლესიამ თავის თავზე აიღო ადამიანის ბედი, ღმერთის კანონის შესრულებას თავი დაანება და გახდა ღმერთის კანონის მსაჯული, ვინ გადარჩება და ვინ არა ეს ერთმა ცოცხალმა ღმერმა იცის და არა მღვდელმა, მემგონია გასაგებია რომ ეკლესიები თავის თავს ემსახურებიან და არა ღმერთს იმტომ რომ რომ მღერთის მსახური მოყვასზე მსახურებას ნიშნავს. ქართველი ამაყობს ქართველობით, სომეხი სომხობით, იტალიელი იტალიელობით და ასე შემდეგ, რომ ვერაფერი მოუფიქრიათ რითი იამაყონ ამაყობენ ნაციონალობით, რითია ქართველი სხვა ნაცებზე კარგი? რითი და არაფრით, საერთოდ არაფრით!!! ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის დაახეთქა რომ „ჩვენა ვართ რაცა ვართო“ და აყვა ხალხი, როცა შემდეგ ერებმა რომ ვერ დაუმტკიცეს ერთმანეთს რომელი ერი არის მაგარი, სიტჩვით არგუმენტები აღარ ეყოთ და მუშტი–კრივზე გადავიდნენ, მაგ ნაციონალური იდეებით არის აფხაზეთი და ოსეთი დაკარგული. ვკითხულობ ახალ ამბებში:აბხაზეთის ტერტორიაზე აბხაზებმა დაიწყეს ქართული ეკლესიების აღდგენა: არიქა ისტორია გვეკაგებაო და საფრთხეში ვართო, აყვა მთელი მინისტრობა და ეკლესი ამ ამბავს და მიდის ქაჩვა და გამოქაჩვა. ვეძებე საღი აზრი და ვერ ვიპოე იმიტომ რომ ეს ყველაფერი სისულელეა და ამაოება, არაფერი სარგებელი არ მოაქვს ადამიანისთვის, ის ფული გაჭირვებულ ხალხს მიახმარონ მადლია ღმერთისთვის. როცა ღმერთის ანგელოზმა ლოტი თავის ოჯახით სოდომიდან გამოიყვანა ასე უთხრა ანგელოზმა:უკან არ მოიხედო თორემ დაიღუპებიო:, უკან მოხედვა და წარსულის დანახვა წინსვლის დამღუპველია და ეკლესიაც ასე ხსნის ამ ფაქტს, სიტყვით ხსნის სთქმით კი არ აკეთებს. ჩვენ სუყველას ღმერის რწმენა გვაკლია, არ გვჯერა რომ ღმერთი გადაგვაჩენს, დემოკრატიის გვჯერა რომელიც „პოლიტიკური რეჟიმა“ პატივისცემით!!! თქვენი წერილი მეგობარო ნაციონალური იდეებითა გაჟღენთილი , რომელმაც ძალიან ჩამაფიქრა და შევეცდები ჩემი აზრი გადმოგცეთ. ისტორია როგორც ცხოვრების მასწავლებელი საზოგადოებისთვის დამღუპველია და აგიხსნით რატომ:ისტორიაში საერთოდ იწერება და რჩება ის რაც მთავრობას აწყობს და მოსწონს, თქვენი ნამუშევარი როგორი მართალიც არ უნდა იყოს ის სახელმწიფო მმართველობის წინააღმდეგ არის დაწერილი და დედაფუძიანად ანგრევს დღევანდელ პოლიტიკურ წყობას, აქედან გამომდინარე საქმე გვაქვს ცენზურასთან, როდესაც უფალ ქრიტეზე თქვეს რომ ის სატანის ძალით დევნის სტანასო რა უპასუხა ქრისტემ? სატანა თუ სატანას სდევნის ანუ თავის თავს ეწინააღმდეგება თვითონვე დამარცხდებაო. ისტორია უკან ხედვაა რომელიც წინ ხედვაზე გვიშლის ხელს, არავინ იცის როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა იმ დროს ხალხი იმტომ რომ არ დაწერილა, თუ დაიწერებოდა იმ ნაწერს უმალვე გააქრობდნენ. ფინანსურ პირამიდაზე და კრიზისზე ძნელია რომ არ დაგეთანხმოთ, იმ ფონზე როცა დღეს როკფელერმა და როკშილდმა გააერთიანეს თავიანთი ფინანსური აქტივები, ალბათ მომავალში რაღაც საწაული ფინანსური პრობლემები გვექნება. ეკლესიებს რა შეეხება აქაც ყველაფერი გასაგებია, ეკლესია არ დგას იმ საფეხურზე რომელზეც უნდა იდგეს, ეკლესიამ საზოგადოებას ცხოვრება უნდა ასწავლოს და სამართალის სადარაჯოზე უნდა იდგეს, მართლმადიდებლობა, კატოლიციზმი და კიდევ მრავალი ორგანიზაცია ადიდებს საკუთარ თავს. „თუ ჩვენს ორგანიზაციაში არ იქნებითო ვერ გადარჩებითო“–ამის თქმა არ შეიძლება იმტომ რომ ადამიანი ღმერთმა უნდა გადაარჩინოს და არა ორგანიზაციამ, ეკლესიამ თავის თავზე აიღო ადამიანის ბედი, ღმერთის კანონის შესრულებას თავი დაანება და გახდა ღმერთის კანონის მსაჯული, ვინ გადარჩება და ვინ არა ეს ერთმა ცოცხალმა ღმერმა იცის და არა მღვდელმა, მემგონია გასაგებია რომ ეკლესიები თავის თავს ემსახურებიან და არა ღმერთს იმტომ რომ რომ მღერთის მსახური მოყვასზე მსახურებას ნიშნავს. ქართველი ამაყობს ქართველობით, სომეხი სომხობით, იტალიელი იტალიელობით და ასე შემდეგ, რომ ვერაფერი მოუფიქრიათ რითი იამაყონ ამაყობენ ნაციონალობით, რითია ქართველი სხვა ნაცებზე კარგი? რითი და არაფრით, საერთოდ არაფრით!!! ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის დაახეთქა რომ „ჩვენა ვართ რაცა ვართო“ და აყვა ხალხი, როცა შემდეგ ერებმა რომ ვერ დაუმტკიცეს ერთმანეთს რომელი ერი არის მაგარი, სიტჩვით არგუმენტები აღარ ეყოთ და მუშტი–კრივზე გადავიდნენ, მაგ ნაციონალური იდეებით არის აფხაზეთი და ოსეთი დაკარგული. ვკითხულობ ახალ ამბებში:აბხაზეთის ტერტორიაზე აბხაზებმა დაიწყეს ქართული ეკლესიების აღდგენა: არიქა ისტორია გვეკაგებაო და საფრთხეში ვართო, აყვა მთელი მინისტრობა და ეკლესი ამ ამბავს და მიდის ქაჩვა და გამოქაჩვა. ვეძებე საღი აზრი და ვერ ვიპოე იმიტომ რომ ეს ყველაფერი სისულელეა და ამაოება, არაფერი სარგებელი არ მოაქვს ადამიანისთვის, ის ფული გაჭირვებულ ხალხს მიახმარონ მადლია ღმერთისთვის. როცა ღმერთის ანგელოზმა ლოტი თავის ოჯახით სოდომიდან გამოიყვანა ასე უთხრა ანგელოზმა:უკან არ მოიხედო თორემ დაიღუპებიო:, უკან მოხედვა და წარსულის დანახვა წინსვლის დამღუპველია და ეკლესიაც ასე ხსნის ამ ფაქტს, სიტყვით ხსნის სთქმით კი არ აკეთებს. ჩვენ სუყველას ღმერის რწმენა გვაკლია, არ გვჯერა რომ ღმერთი გადაგვაჩენს, დემოკრატიის გვჯერა რომელიც „პოლიტიკური რეჟიმა“ პატივისცემით!!!
3. წერილი მწვავე პოლიტიკური ელფერის არის..და კრიტიკის კარგი გამოვლინებაა...
ახალი ამბავი არ რის ის რომ პოლიტიკოსები იტყუებიან საქართელოში..... მთელს განვითარებულ ქვეყნებში ასეთივე მატყიარები არიან პოლიტიკოსები უბრალოდ იქ ბევრად კარგი შეფუთვაა...
ხალხი ბევრად მეტია და ამიტო ადვილია მანიპულირება...ჩვენთან კი ყველა ყველას იცნობს ფაქტიურად და ძნელია რამე მიმალ–მიჩქმალო....
მოკლედ წერილი კარგია ... წერილი მწვავე პოლიტიკური ელფერის არის..და კრიტიკის კარგი გამოვლინებაა...
ახალი ამბავი არ რის ის რომ პოლიტიკოსები იტყუებიან საქართელოში..... მთელს განვითარებულ ქვეყნებში ასეთივე მატყიარები არიან პოლიტიკოსები უბრალოდ იქ ბევრად კარგი შეფუთვაა...
ხალხი ბევრად მეტია და ამიტო ადვილია მანიპულირება...ჩვენთან კი ყველა ყველას იცნობს ფაქტიურად და ძნელია რამე მიმალ–მიჩქმალო....
მოკლედ წერილი კარგია ...
2. გმადლობ ავტორო! უძლიერესი წერილია!
სოლეს ვეთანხმები! გმადლობ ავტორო! უძლიერესი წერილია!
სოლეს ვეთანხმები!
1. წერილი უაღრესად საინტერესოა და აქტუალურია, ავტორო, ბევრ რამეში გეთანხმებით. ჟანრი შესაცვლელია, იუმორისტული არაფერი აქვს ამ ნაწერს,წითელი ხელიც მოსახსნელია,მისწერეთ ადმინისტრაციას. წერილი უაღრესად საინტერესოა და აქტუალურია, ავტორო, ბევრ რამეში გეთანხმებით. ჟანრი შესაცვლელია, იუმორისტული არაფერი აქვს ამ ნაწერს,წითელი ხელიც მოსახსნელია,მისწერეთ ადმინისტრაციას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|