ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
11 ივნისი, 2012


Bright be the place of thy soul – By Lord Byron


დე! ნათელი ხვდეს შენს სულს სავანე!
სხვა, მისი მსგავსი არ არს სადარი.
ყველა მოკვდავთგან სიკვდილს შენ ავნე!
და კურთხეულ მზედ ცაზე ამაღლდი.

არ შეიმჩნიე ღვთაებრიობა,
- სულს კი, უკვდავი ელოდა ხვედრი:
დროა შვწყვიტოთ დარდი და გლოვა,
როცა ვიცით რომ შენთან არს ღმერთი.

დე! ნათლით სავსე გეყოს სამარხი!
ზედ ზურმუხტისფერ ყვავილს ეხაროს!
არ უნდა იყოს იქ ჩრდილის მსგავსი,
რომ შენს ხსოვნას ბრმად გადაეფაროს.

მარადმწვანობით და ნორჩ იებით,
სასუფევლიდან გზავნი გაზაფხულს:
ნუ დაგვანახებ კვიპარისებს იქ;
რატომ ვგლოვობდეთ ასე კურთხეულს?




Bright be the place of thy soul!
No lovelier spirit than thine
E'er burst from its mortal control,
In the orbs of the blessed to shine.

On earth thou wert all but divine,
As thy soul shall immortally be;
And our sorrow may cease to repine
When we know that thy God is with thee.


Light be the turf of thy tomb!
May its verdure like emeralds be!
There should not be the shadow of gloom
In aught that reminds us of thee.

Young flowers and an evergreen tree
May spring from the spot of thy rest:
But not cypress not yew let us see;
For why should we mourn for the blest?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები